გარდაიცვალა ვლადიმერ ქუმარიტაშვილი, საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი
1728474142
არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის უმძიმესი ფაქტი სამეგრელოში - დაკავებულია 66 წლის მამაკაცი, რომელიც, თვეების განმავლობაში, 9 წლის შვილიშვილის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბაბუა არასრულწლოვან ოჯახის წევრზე სექსუალურ ძალადობასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას მაშინ ახორციელებდა, როდესაც გოგონას მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. მძიმე დანაშაული კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნებოდა შეუმჩნეველი, რომ არა თავად ბავშვის აღიარება დედასთან.
9 წლის გოგონამ მშობელს თავად უამბო ყველაფერი. ბავშვის დედამ, ფაქტის გადამოწმების მიზნით, სახლში დარჩენილები მოულოდნელად შეამოწმა და, პედოფილი ბაბუის მორიგი ძალადობის მცდელობისას, პოლიციას გამოუძახა. 9 წლის გოგონას ახლა ექსპერტიზა უტარდება, მასთან მუშაობენ ფსიქოლოგებიც.
შვილიშვილზე მოძალადე ბაბუა დაკავებულია, მის წინააღმდეგ საქმე ორი მუხლითაა აღძრული - ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება და მუქარა.
მძიმე დანაშაულზე საუბარი, ზუგდიდის ერთ-ერთ პატარა სოფელში, ყველას უჭირს. 66 წლის ბაბუამ რომ 9 წლის შვილიშვილზე სექსუალურად იძალადა, ადგილობრივებმა მხოლოდ გუშინ გაიგეს - მაშინ, როდესაც პოლიცია დანაშაულის ადგილას გამოჩნდა.
დანაშაულის ადგილი მოზარდის საცხოვრებელი სახლია - იქ, სადაც ის მშობლებთან და ბაბუასთან ერთად იზრდებოდა.
გარყვნილი ქმედებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ პირველმა, მსხვერპლის მშობელმა გაიგო. გავრცელებული ვერსიით, მუქარის მიუხედავად, ბავშვმა გაბედა და მძიმე დანაშაულზე დედას უამბო. ქალმა შვილის მონაყოლის გადამოწმება სცადა და, მეორე დღეს, სამსახურიდან შინ დროზე ადრე დაბრუნდა. ადგილზე მისული დედა მორიგი ძალადობის მცდელობის შემსწრე გახდა და მაშინვე პოლიციაში დარეკა.
9 წლის მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება, მასთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ. ირკვევა, რომ ბაბუა შვილიშვილზე თვეების განმავლობაში ძალადობდა. 66 წლის კაცი დროებით მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის მუხლებით დაიწყო.