შოთა ბერეკაშვილი: „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ განაპირობა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, 30%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. მშვიდობა ასე ჰაერიდან არ ვარდება, ამას ბრძოლა უნდა და დიდი თავდადება. სწორედ ამას აკეთებს „ქართული ოცნება“

შოთა ბერეკაშვილი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკამ განაპირობა ეს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, საშუალოდ ჯამურად რომ ავიღოთ, 30%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. მშვიდობა ასე ჰაერიდან არ ვარდება, ამას ბრძოლა უნდა და დიდი თავდადება. სწორედ ამას აკეთებს დღეს „ქართული ოცნება“, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-16 ნომერმა, შოთა ბერეკაშვილმა.

„ნათელია, რომ ბიზნესგარემო საქართველოში არის დადებითი, ბიზნესი თავისუფალია, არ ხდება ბიზნესის შევიწროება. დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში, მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში დამატებით ღირებულებას ქმნის. ჩვენ გვქონდა მშვიდობა და სტაბილურობა, მაგალითად 5 წლის წინ, მაგრამ არ გვქონდა ეკონომიკური ზრდა, იყო 5%. ახლა გვაქვს მშვიდობა და სტაბილურობა და საშუალოდ, ეკონომიკური ზრდა არის 10%. ეს გამოიწვია იმან, რომ ჩვენს რეგიონში ძალიან ცოტა მშვიდობის ჰაბია, სადაც საინტერესოა ინვესტიციის ჩადება, ბიზნესის წარმოება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკამ განაპირობა ეს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, საშუალოდ ჯამურად რომ ავიღოთ, 30%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. მშვიდობა ასე ჰაერიდან არ ვარდება, ამას ბრძოლა უნდა და დიდი თავდადება. სწორედ ამას აკეთებს დღეს „ქართული ოცნება“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.