„ერთადერთი გადარჩენილი...“ - მამაკაცი ამტკიცებს, რომ 2027 წელში გაიჭედა და სამყაროში მარტოა
1734813292
15 წლის გოგონა, რომელიც დედოფლისწყაროს ცენტრალურ პარკში, ხელოვნურ ტბაში დაშავდა, გარდაიცვალა.
გოგონას თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობდნენ.
ახლობლების ინფორმაციით, გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა, ვერ მოხერხდა. შემთხვევა დედოფლისყაროში 21 აგვისტოს მოხდა.
რამდენიმე მოზარდი, დედოფლისწყაროს მშენებარე ცენტრალურ პარკში, ხელოვნურ ტბაში საბანაოდ შევიდა. ერთ- ერთმა მათგანმა წყალში გონება დაკარგა. დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, გოგონა კატასტროფის სამედიცინო ცენტრმა, თბილისში გადაიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.