როგორია ქირის ფასი თბილისში? - ფასი უბნების მიხედვით
1739642838
თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი დამტვრეული ავტომობილიდან მაშველებმა ამოიყვანეს.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამართალდამცველებისა და მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი.