ფურცხვანიძე

კრიმინალი 1689249900

ვინ არის „ბურდღუნიჩი“ , რომელსაც მატერიალური სარგებლის მისაღებად თბილისიდან საბერძნეთში უკავშირდებოდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა.საგამოძიებო უწყების ცნობით, ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში ჩატარდა.დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ მიმართვისთვის ბრალდებულებმა პ.ზ.-მ და ა.ზ.-მ მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“, ნ.ფ.-ს მეტსახელად „ბურდღუნიჩს“ მიმართეს.„კანონიერ ქურდ“ ჯონი ფურცხვანიძეს კრიმინალურ წრეებში „ბურდღუნიჩის“ მეტსახელით იცნობენ.42 წლის ფურცხვანიძე ქუთაისის კლანის წევრად მიიჩნევა. იგი „კანონიერ ქურდად“ 2009 წლის 24 ივნისს მოსკოვში „აკურთხეს“ჯონი ფურცხვანიძე საქართველოში სასჯელს 2001 წელს, გეგუთის კოლონიაში იხდიდა.ასევე დაგაინტერესებთ:მიზანი რაც იყო, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა - თეიმურაზ კუპატაძეშსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი დააკავასაბერძნეთში დევნის შემდეგ პოლიციამ ორი ქართველი დააკავა

ვაკის პარკი

სამართალი 1688982002

9 ბრალდებულიდან ერთი გამართლდა - ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ: "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6- წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3- წლით, დევი კახოიძეს 3- წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილი 3.6 - წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3- წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაზე საქმის წარმოება 2 ეპიზოდად გაიყო. მეორე ეპიზოდებზე განხილვა არ დასრულებულა.ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.ასევე ნახეთ:⇒ „ჩვენ ორი მონათესავე სული ვიყავით სხვადასხვა სხეულში“ - ბანერზე ნაპოვნი საბედისწერო სიყვარული, რომელსაც სიკვდილმა ვერაფერი დააკლო⇒ არის თუ არა წელს „გველების შემოსევა“ - ჰერპეტოლოგი მოსახლეობას მიმართავს და რეკომენდაციას ავრცელებს⇒ „უიღბლობასაც არ ჰქონია საზღვარი, იმაზე მეტად და მტკივნეულად ჩამწყდა გული, ვიდრე მაშინ...“ - რას წერს მესტიაში გარდაცვლილის ნაცნობი⇒ გრცხვენოდეთ, ჩემი პატარა შვილით რომ გინდათ რეიტინგის აწევა - გარდაცვლილი 12 წლის ანის დედა

ვაკის პარკი

სამართალი 1688981638

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი ცნობილია

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ: "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6- წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3- წლით, დევი კახოიძეს 3- წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილი 3.6 - წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3- წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაზე საქმის წარმოება 2 ეპიზოდად გაიყო. მეორე ეპიზოდებზე განხილვა არ დასრულებულა.ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.ასევე ნახეთ:⇒ „ჩვენ ორი მონათესავე სული ვიყავით სხვადასხვა სხეულში“ - ბანერზე ნაპოვნი საბედისწერო სიყვარული, რომელსაც სიკვდილმა ვერაფერი დააკლო⇒ არის თუ არა წელს „გველების შემოსევა“ - ჰერპეტოლოგი მოსახლეობას მიმართავს და რეკომენდაციას ავრცელებს⇒ „უიღბლობასაც არ ჰქონია საზღვარი, იმაზე მეტად და მტკივნეულად ჩამწყდა გული, ვიდრე მაშინ...“ - რას წერს მესტიაში გარდაცვლილის ნაცნობი⇒ გრცხვენოდეთ, ჩემი პატარა შვილით რომ გინდათ რეიტინგის აწევა - გარდაცვლილი 12 წლის ანის დედა

ლაშა ფურცხვანიძე

სამართალი 1679917287

ეს ტრაგედია ჩვენთვის საშინელებაა... შეგიძლიათ ბრალი დამდოთ მრავალ ცოდვაში, მაგრამ რასაც თქვენ ცდილობთ, ვერ დამაბრალებთ - ლაშა ფურცხვანიძე

ვაკის პარკის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ სასამართლოს სიტყვით მიმართა. როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, გულგრილობა მძიმე დანაშაულია და არაფრის მიმართ გულგრილი არასდროს ყოფილა. ფურცხვანიძე შემთხვევის ადგილზე დანაშაულის კვალის წაშლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გამოძიების მიზანი ფორმალურად დამნაშავის გამოკვეთაა.„ბრალად მდებენ, რომ 150-ლარიანი რელეს დაზოგვის გამო შევიწირე ბავშვის სიცოცხლე და საზოგადოებაში ცდილობენ ჩემს დამნაშავედ წარმოჩენას. ჩემი მშობლები ბავშვობიდან ცდილობდნენ, ჩემთვის შთაეგონებინათ, რომ საშინელებაა ცნებები „ეს მე არ მეხება”, „ეს ჩემი საქმე არაა“. მიხსნიდნენ, თუ ადამიანისთვის სხვისი გასაჭირი ისეთივე ტკივილის მომტანი არ არის, როგორც საკუთარი, მაშინ ის ადამიანი ადამიანი არ არის. რაც გავიზარდე, ამის მერე არაერთხელ გადამიხდია მადლობა ჩემი მშობლებისთვის და სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები. ასე გამზარდეს. დღეს მყავს სამი შვილი – 26 წლის, 23 წლის და 15 წლის. პატარაობიდანვე ჩემს შვილებს ვუხსნიდი, როცა გაიზრდებოდნენ, ეცხოვრათ ისე, როგორც მოისურვებდნენ. მაგრამ მე, როგორც მათი მამა და იმავდროულად მეგობარი, მინდა, ვთხოვო, რომ გულგრილობა, რაშიც არ უნდა ყოფილიყო გამოვლენილი, ეს არის ადამიანის ყველაზე საშინელი თვისება.მე, როგორც ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას, შეგიძლიათ ბრალი დამდოთ მრავალ ცოდვაში, მაგრამ იმას, რასაც თქვენ ასე უნიჭოდ ცდილობთ, დამაბრალოთ, ვერ დამაბრალებთ, რადგან ჩემს გაუთავებელ თხოვნებზე, გამოგეძიებინათ ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები, თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ. იმიტომ, რომ თქვენ თავგამოდებით ცდილობთ და ცდილობდით, არ დაგეკითხათ ის ჩინელი ინჟინერი, რომელიც თვე-ნახევარი ამონტაჟებდა აპარატურას აღნიშნულ შადრევანზე. არ დაკითხეთ ადამიანი, რომლის გარდა არავის არ შეუძლია, გასცეს პასუხი ჩემთვის და საზოგადოებისათვის ყველაზე საინტერესო კითხვას პასუხი – რა გახდა ამ ტრაგედიის რეალური გამომწვევი მიზეზი. მე პირადად მაინტერესებს ამ ტრაგედიის რეალური გამომწვევი მიზეზები. იმიტომ კი არა, რომ მეშინია ციხეში არ ჩამსვან, არამედ იმიტომ, რომ, თქვენგან განსხვავებით, სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო ეს ტვირთი. თქვენ კი გაინტერესებთ მხოლოდ ის, რომ ფორმალურად დამიმტკიცოთ თქვენ მიერვე გამოგონილი ბრალდება და იმაზეც კი არ იწუხებთ თავს, საზოგადოებას დააჯეროთ თქვენი გამოგონილი ვერსია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რაიმე მაინც გამოვიძიოთ ამ ტრაგედიაში რეალურად. თქვენ იმედი გაქვთ, იმ რვა ადამიანიდან, რომლებიც ჩემთან ერთად გაამწესეთ გლდანის ციხეში, რომელიმე მაინც გატყდება, დაეცემა და აღიარებს არჩადენილ დანაშაულს და სხვებს დაადებს ასევე ხელს. არ მიყვარს დაპირებები, მაგრამ გპირდებით, რომ ტყუილად ნუ გექნებათ ამის იმედი“,- განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.ბრალდებულის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე გამოძიებამ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები წაშალა.„ეს ტრაგედია ჩვენთვის საშინელებაა, თქვენთვის კი – მხოლოდ ფორმალური გარემოებები. ის, რაც ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის უბედურებაა, თქვენთვის მხოლოდ ფურცელზე გამოტანილი განაჩენია. ერთადერთი სურვილი მაქვს, გავიგო, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენი ქმედებები, უფრო სწორად უმოქმედობა, არანაირ იმედს არ მიტოვებს, რომ ოდესმე გავიგებთ რამეს.იმის მაგივრად, რომ თქვენ დაგეცვათ ტრაგედიის ადგილი, იმავე საღამოს წინასწარი განზრახვით მოსპეთ ყველანაირი მტკიცებულება და ისე დააზიანეთ ყველაფერი, რომ ვერ აღდგენილიყო პირვანდელი სურათი. იმის ნაცვლად, რომ შეგესწავლათ, თქვენ წაშალეთ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. ჩემი ადვოკატები ცოტა თავს იკავებენ ამ სიტყვაზე, მე პირდაპირ გეტყვით, რომ წაშლილია.გისურვებთ, წარმატებით ჩაგეტარებინოთ ეს წარმოდგენა, მე კი, ჩემი მხრივ, გეტყვით, რომ იოტისოდენადაც არ მეშინია თქვენი სასჯელის და ბრალდების. ღმერთია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი და დანარჩენი რვა ადამიანის მსაჯული და არა – თქვენ”, – განაცხადა ფურცხვანიძემ

ფურცხვანიძე

სამართალი 1679575955

ნუ იშვერთ ხელს და ნუ ამბობთ, რომ მკვლელი ვარ" - ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე

დამნაშავე მე ნამდვილად არ ვარ, არც არასდროს ვცნობ თავს დამნაშავედ, თქვენი გადმოსახედიდან ვარ დამნაშავე, მაგრამ ასე აპრიორი ნუ იშვერთ ხელს და ნუ ამბობთ, რომ მკვლელი ვარ, - ამ სიტყვებით ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიის საქმეზე „გრინსერვის პლუსის“ დაკავებულმა დამფუძნებელმა ლაშა ფურცხვანიძემ მისი საქმის პროკურორებს მიმართა.როგორც ფურცხვანიძემ აღნიშნა, ის ჩინელი ინჟინრის დაკითხვას ითხოვდა, რაზეც პროკურატურისგან უარი მიიღო.„ვიხვეწები და პროკურატურას ვემუდარები, ჩინელი ინჟინრის დაკითხვაში დაგვეხმაროს. იმ თანამედროვე აპარატურის შემოწმება საქართველოში არავინ იცის, გემუდარებით, გამარკვიეთ რა მოხდა, მე ამ ტვირთით უნდა ვიარო. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის ჩინელი ინჟინერი არ დაგვეკითხა. თქვენი ფიზიკის განათლების დონე მე არ ვიცი, მაგრამ ჩემი ყოფნის, რომ ის დასკვნა, რაც არის, არის ნული, რაც 5 თვის მერე ვნახე, მე-6 კლასის ფიზიკის მოსწავლე არ გააკეთებს, რაც იქ წერია. ვიხვეწებოდი, ვინც კომპეტენტურია, ის დავკითხოთ-მეთქი, პროკურატურისგან პასუხია არ დავკითხოთო, განა - ვერ“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.დღევანდელ სხდომაზე, სადაც საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, ფურცხვანიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - „გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). "გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) და „მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

ვაკის პარკი

სამართალი 1677647846

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმეების გამოკითხვა გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა გაგრძელდება. პარალელურად, დაცვის მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს ჩინური კომპანიის იმ სპეციალისტის გამოკითხვას, რომელსაც ადვოკატები საქმის მთავარ მოწმედ მიიჩნევენ. არც ერთი დაკავებული, მათ შორის არც ლაშა ფურცხვანიძე, ბრალს არ აღიარებს, ნაწილი დუმილის უფლებით სარგებლობს.9 დაკავებულიდან პროკურატურამ 4-ს ბრალი დაახლოებით 10 დღის წინ დაუმძიმა. ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად, "გრინსერვის პლიუსის" დირექტორს გამოძიება უკვე უხარისხო სამუშაოების შესრულებასაც ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. "ჩვენ წარდგენილი გვაქვს სამი ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც ადასტურებენ, რომ ლაშა ფურცხვანიძე არის აბსოლუტურად უდანაშაულო. ასევე, სასამართლოს წარვუდგინეთ ინფორმაცია, რომ მთავარი პირი, ვისაც შეიძლება ინფორმაცია ჰქონდეს შადრევნის ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით, ის ინჟინერი არ არის გამოკითხული და ჩვენ გვაქვს ის დასაკითხ პირთა სიაში მითითებული და ამაზე ვნახოთ, სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. საქმე არის არა ობიექტური გამოძიებისათვის ნაწარმოები, არამედ იმისათვის, რომ საზოგადოებაში არსებული გარკვეული მოთხოვნები და გარკვეული კითხვებზე სასწრაფო პასუხი ყოფილიყო გაცემული და 9 ადამიანი წასულიყო ციხეში," - აცხადებს ლაშა ფურცხვანიძის

ლაშა ფურცხვანიძე

სამართალი 1677147674

არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ - ლაშა ფურცხვანიძე

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ბრალს არც ერთი აღიარებს. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდებულს „გრინსერვის+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს მიმართა კითხვით, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ.„არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ",- განაცხადა ფურცხვანიძემ.მოსამართლის აღნიშნულ კითხვაზე დანარჩენმა ბრალდებულებმაც იგივე პოზიცია დააფიქსირეს, ერთმა, გიორგი ვახტანგაშვილმა კი აღნიშნა, რომ ის დუმილის უფლებით სარგებლობს.ამასთან, დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომ მოსამართლეს ბრალდებულების მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენები არ გაეზიარებინა და არც მათი შინაარსი გაეჟღერებინა. მოსამართლემ ბრალდებულებს განუმარტა, რომ დღევანდელი სხდომა ამას არც ითვალისწინებდა.

ლაშა ფურცხვანიძე

სამართალი 1674037733

რა თხოვნით მიმართა ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულმა ლაშა ფურცხვანიძემ მოსამართლეს - „ეს ჩემი ერთადერთი თხოვნაა“

„პატივცემულო მოსამართლევ, მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ და ვერ შემიფარდებთ სხვა ღონისძიებას, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი ერთადერთი თხოვნაა - დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენნაირად არანაირი დანაშაული არ მიუძღვით, შეუცვალეთ აღკვეთის ღონისძიება“ - ამ სიტყვებით ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულმა, კომპანია „გრინსერვის პლუსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა ფურცხვანიძემ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლეს მიმართა.მანამდე კი ბრალდებული გამოეხმაურა პროცესზე პროკურორის მიერ ნათქვამ სიტყვებს ვაკის პარკის შადრევანში მაღალი ძაბვის გაყვანილობის შესახებ, რამაც მისივე თქმით, შემთხვევა გამოიწვია.ფურცხვანიძემ კითხვით მიმართა პროკურორს, თუ რა ახალი გარემოებები გააჩნია ბრალდებას მისი პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით.„უკვე მოვითხოვ, წარმოადგინოთ, რა ახალი გარემოებები გაგაჩნიათ. რამდენჯერმე ახსენეთ „მაღალი ძაბვა“, ხომ არ მეშლება? 220 და 380 ვოლტი არ არის მაღალი ძაბვა. 360 ვოლტი - ასეთი საერთოდ არ არსებობს.ვიმეორებ, მე მესმის, რომ არ გაქვთ სპეციფიკური ცოდნა, მაგრამ როდესაც ადამიანის პატიმრობას ითხოვთ, კეთილი ინებეთ და წაიკითხეთ და ისე გააკეთეთ განცხადებები, ძალიან გთხოვთ. თქვენ თუ გინდათ, რომ უბრალოდ მე ვიყო პატიმრობაში, მითხარით და ვიქნები პატიმრობაში.უბრალოდ, ვერ გავიგე დანარჩენი ადამიანები რა საფუძვლით უნდა იყვნენ პატიმრობაში? პატივცემულო მოსამართლევ, მე მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ და ვერ შემიფარდებთ სხვა ღონისძიებას, მე ამაში დარწმუნებული ვარ.ჩემი ერთადერთი თხოვნაა - დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენნაირად არანაირი დანაშაული არ მიუძღვით და ჩემ შემთხვევაში, მე ღმერთის წინაშე ნამდვილად არ ვარ დამნაშავე, გთხოვთ, ამ ადამიანებს შეუცვალეთ აღკვეთის ღონისძიება. მეტი არაფერი მინდა“, - მიმართა ლაშა ფურცხვანიძემ მოსამართლეს.

ვაკის პარკი

სამართალი 1669876257

VIDEO: რა წერია მიღება-ჩაბარების აქტში, რომელიც მერიასა და კომპანია „გრინსერვის პლიუსს“ შორის გაფორმდა - ტრაგედიის ახალი დეტალი

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დარჩა. მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის არცერთი არგუმენტი და ბრალდებულებს გირაოს შეფარდებაზე უარი უთხრა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე ისევ არსებობს. 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა პირს სხვადასხვა მუხლი აქვს წარდგენილი. მათ შორისაა გულგრილობა, რაც სიცოცხლის მოსპობით დასრულდა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება და გასაღება და სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა.პროკურატურამ დღეს საგამოძიებო ვადის ორი თვით გახანგრძლივება მოითხოვა. ამ ორი თვის განმავლობაში კი ბრალდებულთა 9 კაციანი შემადგენლობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.ამ პერიოდში გამოძიებამ რამდენიმე ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს, მათ შორის იმაზე თუ რამ გამოიწვია შადრევანში დენის გავრცელება.„კურიერმა" საქმის მასალები მოიპოვა, სადაც წერია რომ შადრევანი ჯერ სატესტო რეჟიმში მუშაობდა. ჩვენება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომელს ეკუთვნის, რომელიც წერს, რომ მიღება-ჩაბარების აქტი არ ნიშნავს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას.ლაშა ფურცხვანიძე ბრალს არ აღიარებს, მაგრამ ვაკის პარკის შადრევანში მომხდარ ტრაგედიაზე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს. „გრინსერვის პლიუსის" დირექტორი მასთან ერთად დაკავებულ 8 პირთან ერთად, დღეს წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდა. მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. სამსახურეობრივი გულგრილობა, დოკუმენტის გაყალბება და უსაფრთხოების წესების დარღვევა - ამ დანაშაულში მხილებულთა ნაწილმა დღეს საკუთარი პოზიცია სხდომათა დარბაზში დააფიქსირა.საქმეში უკვე დევს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, სამხარაულის ბიუროს მომზადებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა. დოკუმენტი "კურიერმა მოიპოვა.ის, რაც საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე კვირის წინ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ექსპერტიზამაც დაადასტურა - ტრაგედია წყალში დაზიანებულმა კაბელმა გამოიწვია, რომელიც ხუფის მონტაჟის დროს დაზიანდა. გარდა ამისა, დასკვნის მიხედვით, ლითონის ხუფები, სადაც ელექტროსადენები გადის, დამიწებული არ იყო, რამაც ავტომატური გათიშვის სისტემა უფუნქციო გახადა.„კურიერმა" საქმის მასალებიდან ის მიღება-ჩაბარების აქტიც მოიპოვა, რომელიც მერიასა და შადრევნის რეაბილიტაციის შემსრულებელ კომპანია "გრინსერვის პლიუსს" შორის გაფორმდა.დოკუმენტს "გრინსერვისიდან" ხელს ლაშა ფურცხვანიძე აწერს. მერიიდან კი, ორი პირი. ერთ-ერთი მათგანი იუზა წერეთელია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი. მისი ჩვენების მიხედვით, შადრევანი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო. 

სპეციალური სერვისები

რეგიონი 1666689253

ა(ა)იპ „სპეციალურმა სერვისებმა“ ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

ი. ოცხელის სახ. ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები: მარინა ჭეიშვილი და ეთერ ფურცხვანიძე სასკოლო პროექტის “დავეხმაროთ დაღლილ დედამიწას” ფარგლებში ეწვივნენ ააიპ ქუთაისის მერიის “სპეციალური სერვისების” ნარჩენების გადამამუშავებლ საწარმოს, სადაც ნახეს, როგორ მიიღება კომპოსტი ორგანული ნარჩენების, კერძოდ, ფოთლებისა და ტოტებისაგან.მოსწავლეებს უმასპინძლეს და მეგზურობა გაუწიეს ააიპ “სპეციალური სერვისების” დირექტორის მოადგილემ, ბ-ნმა გიორგი ჭეიშვილმა, ააიპ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბ-ნმა გიორგი მჟავანაძემ, და ბიოდეგრადირებული ნარჩენების მართვისა და კომპოსტირების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ქ-ნმა ნატო ბურჯალიანმა. ისინი ესაუბრნენ კომპოსტირების ოპტიმალური მიმდინარეობისთვის აუცილებელი პირობების, კომპოსტირების ეტაპების, კომპოსტის მნიშვნელობის შესახებ. მათ აღნიშნეს, რომ კომპოსტირება საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, შედეგად მიიღება მიწის მეტად ძვირფასი ორგანული გამამდიდრებელი საშუალება, რომელზეც მოთხოვნა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე ჩვენს ქალაქში იზრდება.მოსწავლეებმა ნახეს, როგორ გადამუშავდება მწვანე მასალა, დაათვალიერეს ტექნიკა, რომლითაც კომპოსტირების პროცესი მიმდინარეობს, ასევე იწნეხება მუყაოსა და პლასტმასის პროდუქცია შემდგომი რეალიზაციისათვის.ბ-ნმა გ. ჭეიშვილმა მოსწავლეებს გააცნო საწარმოს სამომავლო გეგმები. საუბრისას აღინიშნა, რომ ხშირად არასაკმარისი ინფორმირებულობა და სათანადო პრაქტიკული უნარების არქონაა გარემოს დაბინძურების მიზეზი, მოზარდი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება კი ხელს შეუწყობს მდგომარეობის გამოსწორებას. ბ-ნი გ. მჟავანაძე მოსწავლეებს ესაუბრა ნარჩენების გონივრული მართვის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ საწარმოს შექმნით აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.იმედია, პროექტი, რომლის მიზანია მავნე ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრევენციის ხელშეწყობა, მოზარდებში გაზრდის გარემოს დაცვით პასუხისმგებლობას.გაწეული დახმარების გამო უღრმეს მადლობას ვუხდით ააიპ ქუთაისის მერიის “სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ბ-ნ გიორგი მჟავანაძეს.

ლაშა ფურცხვანიძე

სამართალი 1666288933

,,არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი" - ლაშა ფურცხვანიძე

,,არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი", - ასე უპასუხა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულმა, კომპანია "გრინსერვის +”-ის დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებას.პროკურორის თქმით, ბრალდებულთაგან მიმალვის საფრთხე არსებობს.,,იმ მორალურ პასუხისმგებლობას მე არც და ვერც გავექცევი. პირველ დღესვე დაახლოებით 34 საათი გრძელდებოდა ჩემი დაკითხვა, მესამე და მეოთხე დღეს 16 საათი. არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი. ვინაიდან, სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო მხრებით, პირველ რიგში, ჩემი ინტერესია იქ რა მოხდა იმის გაგება. ყველაფერი მოყოლილი მაქვს, რაც ვიცოდი და თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ, მზად ვარ მოვყვე. არ ვაპირებ კომპანიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას და ამ ეტაპზე, არანაირი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას”, - აღნიშნა ლაშა ფურცხვანიძემ.ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ცხრა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე იმსჯელებს.პროკურატურა შუამდგომლობის სახით 9-ვე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ადვოკატები კი ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას.ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცველებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს.დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ფურცხვანიძე

სამართალი 1666284372

საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ცხრა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე იმსჯელებს.პროკურატურა შუამდგომლობის სახით 9-ვე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ადვოკატები კი ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას.აღნიშნული საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის ინფორმაციით, არსებობს როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები, რომ გამოყენებული იყოს პატიმრობა, კერძოდ, არსებობს მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და შესაძლოა დანაშაულის გამეორებასაც ჰქონდეს ადგილი.ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცველებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს.დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.