პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში ჩატარდა.
დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ მიმართვისთვის ბრალდებულებმა პ.ზ.-მ და ა.ზ.-მ მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“, ნ.ფ.-ს მეტსახელად „ბურდღუნიჩს“ მიმართეს.
„კანონიერ ქურდ“ ჯონი ფურცხვანიძეს კრიმინალურ წრეებში „ბურდღუნიჩის“ მეტსახელით იცნობენ.
42 წლის ფურცხვანიძე ქუთაისის კლანის წევრად მიიჩნევა.
იგი „კანონიერ ქურდად“ 2009 წლის 24 ივნისს მოსკოვში „აკურთხეს“
ჯონი ფურცხვანიძე საქართველოში სასჯელს 2001 წელს, გეგუთის კოლონიაში იხდიდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
მიზანი რაც იყო, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა - თეიმურაზ კუპატაძე