ქართველი მილიარდერი მონაკოში, საკუთარ იახტაზე დააფიქსირეს

ფოტო

ქართველი მილიარდერი მონაკოში, საკუთარ იახტაზე დააფიქსირეს. საუბარია ბიზნესმენ დავით ნატროშვილზე, რომელიც მსოფლიოში პოპულარული ონლაინთამაშის, Aviator-ის შემქმნელი კომპანიის, SPRIBE-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.

კადრები სოციალურ ქსელ TikTok-ზე ვრცელდება. აღსანიშნავია, ისიც რომ იახტას „SPRIBE“ ჰქვია, რაც ბიზნესმენის კომპანიის სახელწოდებას ემთხვევა.

ნატროშვილი სათამაშო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ცნობილი ქართველი ბიზნესმენია. მისი კომპანია საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს.

 

 

@mc01____ Millionaires life in Monaco #monaco #montecarlo #luxurylife #millionaires #richlife ♬ оригинальный звук - MC 01

✕