ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმეების გამოკითხვა გაგრძელდება

ვაკის პარკი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა გაგრძელდება. პარალელურად, დაცვის მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს ჩინური კომპანიის იმ სპეციალისტის გამოკითხვას, რომელსაც ადვოკატები საქმის მთავარ მოწმედ მიიჩნევენ.

 

არც ერთი დაკავებული, მათ შორის არც ლაშა ფურცხვანიძე, ბრალს არ აღიარებს, ნაწილი დუმილის უფლებით სარგებლობს.

9 დაკავებულიდან პროკურატურამ 4-ს ბრალი დაახლოებით 10 დღის წინ დაუმძიმა. ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად, "გრინსერვის პლიუსის" დირექტორს გამოძიება უკვე უხარისხო სამუშაოების შესრულებასაც ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

"ჩვენ წარდგენილი გვაქვს სამი ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც ადასტურებენ, რომ ლაშა ფურცხვანიძე არის აბსოლუტურად უდანაშაულო. ასევე, სასამართლოს წარვუდგინეთ ინფორმაცია, რომ მთავარი პირი, ვისაც შეიძლება ინფორმაცია ჰქონდეს შადრევნის ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით, ის ინჟინერი არ არის გამოკითხული და ჩვენ გვაქვს ის დასაკითხ პირთა სიაში მითითებული და ამაზე ვნახოთ, სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. საქმე არის არა ობიექტური გამოძიებისათვის ნაწარმოები, არამედ იმისათვის, რომ საზოგადოებაში არსებული გარკვეული მოთხოვნები და გარკვეული კითხვებზე სასწრაფო პასუხი ყოფილიყო გაცემული და 9 ადამიანი წასულიყო ციხეში," - აცხადებს ლაშა ფურცხვანიძის