დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ი. ოცხელის სახ. ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები: მარინა ჭეიშვილი და ეთერ ფურცხვანიძე სასკოლო პროექტის “დავეხმაროთ დაღლილ დედამიწას” ფარგლებში ეწვივნენ ააიპ ქუთაისის მერიის “სპეციალური სერვისების” ნარჩენების გადამამუშავებლ საწარმოს, სადაც ნახეს, როგორ მიიღება კომპოსტი ორგანული ნარჩენების, კერძოდ, ფოთლებისა და ტოტებისაგან.
მოსწავლეებს უმასპინძლეს და მეგზურობა გაუწიეს ააიპ “სპეციალური სერვისების” დირექტორის მოადგილემ, ბ-ნმა გიორგი ჭეიშვილმა, ააიპ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბ-ნმა გიორგი მჟავანაძემ, და ბიოდეგრადირებული ნარჩენების მართვისა და კომპოსტირების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ქ-ნმა ნატო ბურჯალიანმა. ისინი ესაუბრნენ კომპოსტირების ოპტიმალური მიმდინარეობისთვის აუცილებელი პირობების, კომპოსტირების ეტაპების, კომპოსტის მნიშვნელობის შესახებ. მათ აღნიშნეს, რომ კომპოსტირება საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, შედეგად მიიღება მიწის მეტად ძვირფასი ორგანული გამამდიდრებელი საშუალება, რომელზეც მოთხოვნა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე ჩვენს ქალაქში იზრდება.
მოსწავლეებმა ნახეს, როგორ გადამუშავდება მწვანე მასალა, დაათვალიერეს ტექნიკა, რომლითაც კომპოსტირების პროცესი მიმდინარეობს, ასევე იწნეხება მუყაოსა და პლასტმასის პროდუქცია შემდგომი რეალიზაციისათვის.
ბ-ნმა გ. ჭეიშვილმა მოსწავლეებს გააცნო საწარმოს სამომავლო გეგმები. საუბრისას აღინიშნა, რომ ხშირად არასაკმარისი ინფორმირებულობა და სათანადო პრაქტიკული უნარების არქონაა გარემოს დაბინძურების მიზეზი, მოზარდი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება კი ხელს შეუწყობს მდგომარეობის გამოსწორებას. ბ-ნი გ. მჟავანაძე მოსწავლეებს ესაუბრა ნარჩენების გონივრული მართვის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ საწარმოს შექმნით აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
იმედია, პროექტი, რომლის მიზანია მავნე ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრევენციის ხელშეწყობა, მოზარდებში გაზრდის გარემოს დაცვით პასუხისმგებლობას.
გაწეული დახმარების გამო უღრმეს მადლობას ვუხდით ააიპ ქუთაისის მერიის “სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ბ-ნ გიორგი მჟავანაძეს.