შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1738828825

სკანდალური მხილებები, რომლებსაც ვხედავთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საგარეო დახმარების არაჯეროვნად გამოყენებაზე, ჩვენთვის სიგნალია, ჩავხედოთ კანონმდებლობას, რომ დემოკრატიამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა - შალვა პაპუაშვილი

ორი თვის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ სხვადასხვა მიმართულებით კანონმდებლობაზე, რომლის მიზანიც არის საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში გარე ჩარევის შეზღუდვა, რომელიც, როგორც ხედავთ, არის გამოწვევა მთლიანად მსოფლიოსთვის, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.მან ამგვარი კანონმდებლობის საჭიროების მაგალითად აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი განცხადებები დაასახელა.„ის სკანდალური მხილებები, რომლებსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, შეერთებული შტატების საგარეო დახმარების არაჯეროვნად გამოყენებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის სიგნალი იმისა, რომ მნიშვნელოვანია ჩავხედოთ ჩვენს კანონმდებლობას და იყოთ მზად იმისათვის, რომ დემოკრატიამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა გარე ჩარევებისგან. ჩვენ ვნახეთ მხილებები იმასთან დაკავშირებით, დადასტურდა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარება ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან გამოიყენებოდა საკუთარი გავლენების გასატარებლად სხვა ქვეყნებში. ამისთვის ისინი იყენებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციას ადგილზე, რომლებიც მათ შორის ფუძნდებოდა ზუსტად ამ მიზნით, რომ მომსახურებოდა საგარეო ინტერესების გატარებას არაკომერციული ორგანიზაციები იქნება ეს, თუ მედიასაშუალებები.მათ შორიs, ნახეთ, რომ საერთაშორისო ცნობილი მედიასაშუალებებიც კი აღმოჩნდა, რომ ყოფილა დაფინანსებული სხვადასხვა საბიუჯეტო სახსრებიდან. აქედანაც ირკვევა, რომ, მაგალითად, „პოლიტიკო“ ან სხვა გამოცემა მიკერძოებულად აშუქებდნენ ამა თუ იმ მოვლენებს და ჰქონდათ პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგი ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფების მხარდასაჭერად თუ სხვა ლიდერების წინააღმდეგ სამუშაოდ. ამიტომ ამ სკანდალურმა მხილებებმა გვიბიძგა, რომ ამაზე უფრო მეტი ვიფიქროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემდეგი ორი თვის განმავლობაში ამ იდეებზე ვიმუშავებთ, დავაინიცირებთ კანონპროექტებს უახლოეს პერიოდში და გვექნება ამის საჯარო განხილვა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმამან ასევე ისაუბრა ამერიკული „ფარას“ კანონის ანალოგიური კანონის შემოღებასთან დაკავშირებით.„რაც შეეხება „ფარას“. თქვენ ნახეთ, ეცადნენ, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით შეექმნათ რაღაც ბუნდოვანი გარემო, მათ შორის, თარგმანში დაეკარგათ უცხოელები იმისთვის, რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ გამჭვირვალობის იდეის. ამიტომ ჩვენ ვამბობთ - აი, არის ამერიკის შეერთებული შტატები, არავის ეპარება ეჭვი, რომ მისი მოწყობა, კანონმდებლობა და სისტემა შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს. არის ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა „ფარასთან“ დაკავშირებით, ავიღებთ სიტყვა-სიტყვით, გადმოვიტანთ საქართველოში. თუკი რაიმე კითხვა გაქვთ კანონთან დაკავშირებით, მიმართეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს ან მის საელჩოს საქართველოში და მიიღებთ განმარტებას, რას ნიშნავს ეს ამერიკაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1738828323

ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა არის მთავარი გამოწვევა. არაფერს ახალს არ გამოვიგონებთ, ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს და გადმოვიტანთ. თუ რამე კითხვები არის ამ სტანდარტთან დაკავშირებით მიმართეთ დიდ ბრიტანეთს - შალვა პაპუაშვილი

რაც შეეხება მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ესეც არის გამოწვევა, რომელიც მათ შორის ვნახეთ ამ სკანდალური მხილებებიდან გამომდინარე, რომ თურმე ამ შემთხვევაში აშშ-ს ბიუჯეტიდან, სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით თანხები იხარჯებოდა მედიასაშუალებებში იმისთვის, რომ გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, საკუთარი გავლენა ამა თუ იმ ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის მედიის საკითხებსაც ეხება.მისი განმარტებით, არაფერ ახალს „ქართული ოცნება“ არ იგონებს, საკნონმდებლო ინიციატივის სახით პირდაპირ მხოდება ბრიტანული მოდელის გადმოტანა, რომელიც დაარეგულირებს, მათ შორის ფეიკ ნიუსების გავრცელების საკითხებს.„ჩვენ ვსაუბრობთ ფეიკ ნიუსებზე, როგორც გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში. თუ რა დამაზიანებელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ფეიკ ნიუსებს, ამას საქართველოშიც ვხედავთ. ასე, რომ ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა არის მთავარი გამოწვევა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც რა თქმა უნდა, უნდა ვებრძოლოთ ფეიკ ნიუსებს. ამიტომ აქაც, ჩვენ არაფერს ახალს არ გამოვიგონებთ საერთოდ. ბრიტანული სტანდარტი, რომელიც მიღებული არის მათ შორის მედიასთან დაკავშირებით, ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს და გადმოვიტანთ პირდაპირ ბრიტანულ სტანდარტს. თუ რამე კითხვები არის ამ სტანდარტთან, მიმართეთ დიდ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში. ან თუ კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, სპეკულაციები თითქოს ამ კანონით სიტყვის თავისუფლება შეიზღუდება მიუღებელია ვინაიდან „დეზინფორმაცია არ არის დაცული სიტყვის თავისუფლებებით. ასე რომ არანაირი კავშირი ფეიკ ნიუსებთან ბრძოლას სიტყვის თავისუფლებასთან არ აქვს“. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ თავი დაიცვან ფეიკ ნიუსისგან.

 ბიანკა ცენსორი და კანიე უესტი

ტაბლოიდი 1738787044

„კანიე მითითებს აძლევდა.." - ბიანკა ცენსორი და კანიე უესტი კრიტიკის ქარცეცხლში

შიშველი ბიანკა ცენსორი და კანიე უესტი - გრემის წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური წყვილის გამოჩენას საერთაშორისო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.ტუჩების მოძრაობის წაკითხვის სპეციალისტი, ნიკოლა ჰიკლინგი გამოცემა „დეილი მეილისთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ წითელ ხალიჩაზე კანიე მეუღლეს სპეციალურ მითითებს აძლევდა. ნიკოლა ჰიკლინგის თქმით, რეპერმა ბიანკას ასეთი სიტყვები უთხრა - „დადგი სცენა.. ეს აზრიანი იქნება.. ქურქი უკნიდან გადააგდე და შემობრუნდი. მე შენთან ვარ“.. ამბობენ იმასაც, რომ ბიანკასა და კანიეს ჩაცმულობა რეპერის ახალი ალბომის გარეკანის იმიტაციას ემსახურებოდა.უცხოური პრესის ცნობით, შოკის მომგვრელი სცენის შემდეგ კანიესა და ბიანკას გრემის ორგანიზატორებმა ცერემონიალის დატოვება მოსთხოვეს. ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაციაც, რომ ისინი მხოლოდ წითელ ხალიჩაზე იყვნენ მიწვეულები და მისი დაჯილდოების ცერემონიას ამიტომ არ დაესწრნენ.ამერიკელი რეპერი და მისი მეუღლე, თავიანთი ქცევითა და ჩაცმის სტილით სკანდალში არაერთხელ გახვეულან. თუმცა, გრემზე მომხდარმა შემთხვევამ ყველაფერი გადაფარა. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ბიანკას მეგობრები შეშფოთებულები არიან. მათი თქმით, კანიე ბიანკას ასე ჩაცმას აიძულებს და მასზე ცუდ ზეგავლენას ახდენს.კანიემ და ბიანკამ ერთმანეთი 2020 წლის ნოემბერში გაიცნეს, როდესაც უესტი კიმ კარდაშიანზე იყო დაქორწინებული. ბიანკა რეპერის კოპმანიაში ინტერიერის დიზაინერად მუშაობდა. 2022 წელს კანიემ ახალი ნამუშევარი, სახელწოდებით „ცენსორი - გადატვირთვა“ გამოუშვა. მაშინ გულშემატკივრებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ სიმღერაში კანიე მომავალ მეუღლეზე საუბრობდა. საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში წყვილი 2023 წელს მოექცა, როდესაც ბიანკა და კანიე პაპარაცებმა ბევერლი ჰილზის ერთ-ერთ სასტუმროში დააფიქსირეს. როგორც ანონიმური წყაროები ამბობენ, წყვილმა მალულად იქორწინა. კანიე ბიანკას თავის მუზას უწოდებს.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბიანკა კანიესა და კიმ კარდაშიანის საერთო შვილთან, ნორთ უესტთან საკმაოდ დიდ დროს ატარებს. ანონიმური წყაროს ცნობით, კიმ კარდაშიანმა ყოფილი მეუღლე გააფრთხილა, რომ შვილებთან ყოფნის დროს ბიანკამ სხეული სრულად უნდა დაიფაროს.გრემის დაჯილდოებამდე ცოტა ხნით ადრე უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანიე და ბიანკა განქორწინებას აპირებდნენ. გამოცემა TMZ-ი წერდა, რომ წყვილს ერთად ცხოვრება უჭირდა და ურთიერთობაში უამრავი პრობლემა ჰქონდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კანიე და ბიანკა ერთად აღარ ჩნდებოდნენ.. თუმცა, გრემის წითელ ხალიჩაზე ცოლ-ქმრის გამოჩენამ ეს ეჭვები გააქარწყლა. როგორც ჩანს, კანიე და ბიანკა დაშორებას არ აპირებენ და საზოგადოებას მომავალშიც არაერთ სიუპრიზს უმზადებენ.

 პიტერ სიიარტო

მსოფლიო 1738684860

პიტერ სიიარტო: პოლონეთში სკანდალური ამბები ხდება - ოპოზიციონერ დეპუტატებს აპატიმრებენ, სასამართლოებს წმენდენ, გენერალური პროკურორი უკანონოდ გადააყენეს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ დაგმო პოლონეთის ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიები.„პოლონეთში სკანდალური ამბები ხდება. ოპოზიციონერ დეპუტატებს აპატიმრებენ, სასამართლოებს წმენდენ, გენერალური პროკურორი უკანონოდ გადააყენეს, ხოლო საზოგადოებრივი ტელევიზია ძალის გამოყენებით აიღეს“, - აღნიშნა უნგრეეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.პიტერ სიიარტომ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ფარისევლობას.„კონსერვატიულ, პატრიოტულ მთავრობას რომ ჩაედინა ამ დარღვევების თუნდაც მცირე ნაწილი, ბრიუსელი კანონის უზენაესობის ყველა შესაძლო პროცედურას დაიწყებდა. მაგრამ რადგან ეს ხელისუფლება ბრიუსელის ლოიალურია, სიტყვას არავინ იღებს“, - დასძინა მან.

ვოლსკი

პოლიტიკა 1737988225

გიორგი ვოლსკი ზურაბიშვილის მიერ აშშ-სთვის საქართველოს „სათამაშო მოედნად“ გამოყენების შეთავაზებაზე: ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველო ჩაერთოს ისეთ პროცესებში, რომელიც მას, პირდაპირ რომ ვთქვათ, გაასწორებს მიწასთან

სკანდალური მგონი რბილი შეფასებაა, თუმცა თვითონ სკანდალური სიტყვა ხისტია თავისი შინაარსით, მაგრამ, ეს უკვე სკანდალურობასაც სცილდება მნიშვნელოვნად, ვინაიდან აქ ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველო ჩაერთოს ისეთ პროცესებში, რომელიც მას გაასწორებს მიწასთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „დღის ქრონიკაში“, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ აშშ-სთვის საქართველოს „სათამაშო მოედნად“ გამოყენების შეთავაზებას.გიორგი ვოლსკის თქმით, თუ ეს დაპირისპირება იარსებებს დასავლეთს, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის და ამ დაპირისპირების ასპარეზი, ანუ სათამაშო მოედანი საქართველო, ეს იქნება დამანგრეველი.„მისი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი თუკი ოდესმე გადაწყდა და მოლაპარაკების პროცესში ჩაერთვება, რაც შეიძლება შესუსტებული მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მიმართულება, ერთ-ერთი სეგმენტი ამ დაპირისპირებისა აშშ-სა და რუსეთს შორის, პირობითად დასავლეთსა და რუსეთს შორის ყოველთვის იყო საქართველო.რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლების რესურსი იმდენი არ არის, რომ ამ დაპირისპირების პროცესში თავისი სამხედრო ძალებით გადაწყვიტოს თუნდაც ოკუპაციის საკითხი. რასაკვირველია, ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მიმართულია იმისკენ, რომ ოდესმე მომავალში და სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია კაცობრიობის არსებობა, რომ ოდესმე მომავალში დიდი ძალები ერთმანეთთან შეთანხმდებიან. სანამ ეს პროცესი მიმდინარეობს, საქართველოზე გადმოტანა ამ დაძაბულობისა, ამის სურვილიც კი, რამდენად მოხდება ეს კიდევ სხვა საკითხია, ამის სურვილიც კი, გამოხატვაც კი არის საშინელი დანაშაული საკუთარი ხალხის მიმართ და შინაარსს აჩვენებს კონკრეტულად არა მხოლოდ ამ ადამიანის, არამედ ამ ჯგუფის, ამ გუნდის, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, ამ გუნდის გარკვეულ პოლიტიკურ კრედოს გამოხატავს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საამისოდ საქართველო, როგორც „სათამაშო მოედანი“ გამოიყენოს. სტატიას ამ შინაარსით ამერიკული გამოცემა The Hill ავრცელებს.

თემო წიქვაძე

პოლიტიკა 1737636810

ბაჩიაშვილის განმარტებები არის სიცრუე, ასევე ფაქტების დამახინჯების მცდელობა. ადგილი ჰქონდა არა კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას-ბრალდებულის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მიზანია აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება - თემო წიქვაძე

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის დღევანდელი პროცესის შემდგომ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ „ბრალდებულის აღნიშნული განმარტებები არის სიცრუე, ასევე ფაქტების დამახინჯების მცდელობა“.თემო წიქვაძე აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ადვოკატის თხოვნით, არაერთხელ შეხვდა ბრალდებულის მხარეს, მათი პოზიციისა თუ შეთავაზებების მოსასმენად. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა არა რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას მხარეთა შორის.„მსურს საზოგადოებისთვის განმარტება გავაკეთო ბატონი ბაჩიაშვილის მიერ დღევანდელი პროცესის შემდგომ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.როგორც ბრალდებულმა განმარტა, მან მიიღო წერილი, რომელსაც მისი თქმით ოთხმოცდაათიან წლებში ,,კრიმინალური შოჩიკი“ ეწოდებოდა (როგორც ჩანს ოთხმოცდაათიანი წლების ქუჩურ ტერმინოლოგიაში ბაჩიაშვილი კარგად ერკვევა), ასევე მიუთითა, რომ წერილის გადამცემი პირი (ვიგულისხმები მე) არის არა ადვოკატი, არამედ უბრალოდ ნდობით აღჭურვილი პირი.ბრალდებულის აღნიშნული განმარტებები არის სიცრუე, ასევე ფაქტების დამახინჯების მცდელობა. მე რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი/წარმომადგენელი ვარ საჯაროდ ცნობილი ფაქტია. ვფიქრობ, ჩემს მიერ საქმესთან დაკავშირებით საჯაროდ გავრცელებული განცხადებები უტყუარად ადასტურებს ამ გარემოებას და არავის სჯერა, რომ მე თვითნებურად ვახორციელებ აღნიშნულ ქმედებებს. ცხადია, ჩემს მარწმუნებელთან მაკავშირებს შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა და ვმოქმედებ ამ ურთიერთობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის წარმომადგენლობას არ სჭირდება რაიმე სპეციალური ნებართვა თუ ლიცენზია სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ეს კიდევ ერთი ცრუ განმარტებაა, რაც ბატონი ბაჩიაშვილის მხრიდან გაცხადდა.ამავდროულად, ვადასტურებ, რომ ბრალდებულის ადვოკატთან მქონდა კომუნიკაცია და მას წარვუდგინე დაზარალებული მხარის შეთავაზება (ზუსტად ამ დასახელებით). შეთავაზების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ დაზარალებული მხარე გამოიჩენდა კეთილ ნებას და ბრალდებულს მიეცემოდა შეთავაზებაში მითითებული ოდენობით ,,დისკონტი“ (მას ბრალად წაყენებული აქვს 8986 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება), თუკი წინასასამართლო სხდომამდე (როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითი განხილვისათვის) ბრალდებულის მხრიდან მოხდებოდა შესაბამისი რაოდენობის ბიტკოინების მყისიერი დაბრუნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდებულის ადვოკატის თხოვნით, არაერთხელ შევხვდი ბრალდებულის მხარეს, მათი პოზიციისა თუ შეთავაზებების მოსასმენად. ამ დროს კარგად აცნობიერებდნენ, რომ მე ვიყავი ჩემი მარწმუნებლის ადვოკატი/წარმომადგენელი და უცნაურია დღეს ასეთი განცხადებები.შესაბამისად, ადგილი ჰქონდა არა რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას მხარეთა შორის, რაც სრულიად ჯანსაღი მოვლენაა (არაერთ საქმეზე ჰქონია ადგილი მსგავს კომუნიკაციას მხარეებს შორის და მომავალშიც ექნება).მიმაჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი, არის აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება, რაც, ჩემი აზრით, ცალსახად მიუთითებს ბრალდებული მხარის პოზიციების სისუსტეზე“.-წერს თემო წიქვაძე.

თემო წიქვაძე

პოლიტიკა 1737635911

აღნიშნული განმარტებები არის სიცრუე და ფაქტების დამახინჯების მცდელობა - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ბაჩიაშვილს პასუხობს

"ბრალდებულის აღნიშნული განმარტებები არის სიცრუე, ასევე ფაქტების დამახინჯების მცდელობა.მე რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი/წარმომადგენელი ვარ საჯაროდ ცნობილი ფაქტია. ვფიქრობ, ჩემს მიერ საქმესთან დაკავშირებით საჯაროდ გავრცელებული განცხადებები უტყუარად ადასტურებს ამ გარემოებას და არავის სჯერა, რომ მე თვითნებურად ვახორციელებ აღნიშნულ ქმედებებს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს:„მსურს საზოგადოებისთვის განმარტება გავაკეთო ბატონი ბაჩიაშვილის მიერ დღევანდელი პროცესის შემდგომ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.როგორც ბრალდებულმა განმარტა, მან მიიღო წერილი, რომელსაც მისი თქმით ოთხმოცდაათიან წლებში ,,კრიმინალური შოჩიკი“ ეწოდებოდა (როგორც ჩანს ოთხმოცდაათიანი წლების ქუჩურ ტერმინოლოგიაში ბაჩიაშვილი კარგად ერკვევა), ასევე მიუთითა, რომ წერილის გადამცემი პირი (ვიგულისხმები მე) არის არა ადვოკატი, არამედ უბრალოდ ნდობით აღჭურვილი პირი.ბრალდებულის აღნიშნული განმარტებები არის სიცრუე, ასევე ფაქტების დამახინჯების მცდელობა.მე რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი/წარმომადგენელი ვარ საჯაროდ ცნობილი ფაქტია. ვფიქრობ, ჩემს მიერ საქმესთან დაკავშირებით საჯაროდ გავრცელებული განცხადებები უტყუარად ადასტურებს ამ გარემოებას და არავის სჯერა, რომ მე თვითნებურად ვახორციელებ აღნიშნულ ქმედებებს. ცხადია, ჩემს მარწმუნებელთან მაკავშირებს შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა და ვმოქმედებ ამ ურთიერთობით განსაზღვრული უფლებამოსილების გარგლებში. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის წარმომადგენლობას არ სჭირდება რაიმე სპეციალური ნებართვა თუ ლიცენზია სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ეს კიდევ ერთი ცრუ განმარტებაა, რაც ბატონი ბაჩიაშვილის მხრიდან გაცხადდა.ამავდროულად, ვადასტურებ, რომ ბრალდებულის ადვოკატთან მქონდა კომუნიკაცია და მას წარვუდგინე დაზარალებული მხარის შეთავაზება (ზუსტად ამ დასახელებით). შეთავაზების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ დაზარალებული მხარე გამოიჩენდა კეთილ ნებას და ბრალდებულს მიეცემოდა შეთავაზებაში მითითებული ოდენობით ,,დისკონტი“ (მას ბრალად წაყენებული აქვს 8986,8675 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება), თუკი წინასასამართლო სხდომამდე (როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითი განხილვისათვის) ბრალდებულის მხრიდან მოხდებოდა შესაბამისი რაოდენობის ბიტკოინების მყისიერი დაბრუნება.აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდებულის ადვოკატის თხოვნით, არაერთხელ შევხვდი ბრალდებულის მხარეს, მათი პოზიციისა თუ შეთავაზებების მოსასმენად. ამ დროს კარგად აცნობიერებდნენ, რომ მე ვიყავი ჩემი მარწმუნებლის ადვოკატი/წარმომადგენელი და უცნაურია დღეს ასეთი განცხადებები.შესაბამისად, ადგილი ჰქონდა არა რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას მხარეთა შორის, რაც სრულიად ჯანსაღი მოვლენაა (არაერთ საქმეზე ჰქონია ადგილი მსგავს კომუნიკაციას მხარეებს შორის და მომავალშიც ექნება).მიმაჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი, არის აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება, რაც, ჩემი აზრით, ცალსახად მიუთითებს ბრალდებული მხარის პოზიციების სისუსტეზე!“ - წერს თემო წიქვაძე.   

ზაზა შათირიშვილი

პოლიტიკა 1737526363

ზაზა შათირიშვილი: სკანდალური და აღმაშფოთებელია, რომ ერთი მხრივ, შვეიცარიის ბანკი ხელოვნურ პრობლემებს უქმნის ბიძინა ივანიშვილს, ხოლო მეორე მხრივ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს

2 დღის წინ, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ადვოკატმა გაავრცელა განცხადება, რითაც კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქართული საზოგადოება, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გლობალური ჩრდილოვანი ძალები პოლიტიკურ შანტაჟს და ზეწოლას ახორციელებენ, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.ზაზა შათირიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმიანება, სადაც საუბარია შვეიცარიულ ბანკთან დავაზე და ყურადღებას ამახვილებს ამ პროცესში, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მონაწილეობაზე, რომელზეც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, თუ ბაჩიაშვილი დამნაშავე არ არის, რა პრობლემას უნდა უქმნიდეს მას ბანკიდან გამოძიების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გასაჯაროება? თუმცა როგორც ჩანს, დასამალი ძალიან ბევრი აქვს და აშკარად იკვეთება, რომ იმ ჯაშუშური ქსელის ნაწილია, რასაც დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს.„წარმოიდგინეთ - შვეიცარიის ბანკი ჯულიუსი ბაერი დიდი ხნის მანძილზე უპრობლემოდ ემსახურებოდა კლიენტს, ხოლო 2024 წლის 29 აპრილის შემდეგ, რაც ბატონმა ივანიშვილმა გლობალური ომის პარტია საჯაროდ ამხილა ანტიქართულ გეგმებსა და ქმედებებში, ბანკმა მისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნა დაიწყო. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა აშშ - ის უკვე წარსული ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების განცხადებები საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ.თუმცა - კიდევ უფრო სკანდალური და აღმაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატის გუშინდელი განცხადება, სადაც ფაქტობრივად, ყველა კითხვის ნიშანი იხსნება. ერთი მხრივ, ხელით მართვას დაქვემდებარებული შვეიცარიის ბანკი ხელოვნურ პრობლემებს უქმნის ბიძინა ივანიშვილს, ხოლო მეორე მხრივ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს, რომელზეც საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ერთ მათგანზე ბრალდებულია, ხოლო მეორეზე გამოძიება მიმდინარეობს. არ გასცემს მასზე ინფორმაციას, რითაც საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს არღვევს. თუ ბაჩიაშვილი დამნაშავე არ არის, რა პრობლემას უნდა უქმნიდეს მას ბანკიდან გამოძიების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გასაჯაროება? თუმცა როგორც ჩანს, დასამალი ძალიან ბევრი აქვს და აშკარად იკვეთება, რომ იმ ჯაშუშური ქსელის ნაწილია, რასაც დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს.ერთია მისი ქმედებები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ მეორეა მისი ბოლოდროინდელი, აშკარად ჯაშუშური საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ. ის სრულად ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციისათვის გარეთ დაწერილ სცენარში. კერძოდ - დადის აქციებზე, გამჭვირვალობის კანონს უწოდებს რუსულ კანონს, ვითომ და ევროპის სახელით ღიად მონაწილეობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა ბულინგში, არის „ტვ პირველის" საყვარელი რესპონდენტი, ხოლო არჩევნების წინა საღამოს ამ არხზე პატრონებმა იმდენი სისულელე და ტყუილი ალაპარაკეს, რომ დიდი ნაწილის დამახსოვრება თავად არ ჰქონდა მოსწრებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

puff daddy

მსოფლიო 1736864397

ლოს-ანჯელესის ხანძრის უკან Diddy დგას?! – უცხოურ მედიაში შეთქმულების ახალ თეორიაზე ალაპარაკდნენ

მედიაში შეთქმულების ახალ თეორიაზე ალაპარაკდნენ. ინფორმაციის თანახმად, ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრის უკან, სკანდალური ჰიპ-ჰოპ არტისტი, Diddy დგას. პირველი, ვინც ეს ვარაუდი გააჟღერა, ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი, კეტრინ ოსტინ ფიტსია, რომელმაც ამ თემაზე პოდკასტში, Financial Rebellion ისაუბრა.„ჩვენ გვჭირდება პასუხები შეკითხვებზე. მე გარკვეული კანონზომიერების ძიებაში ვარ. აბა დაფიქრდით, ხანძრისგან რამდენი დაზარალებული სტუმრობდა რეპერის თეთრ წვეულებებს? ჩვენ არ ვიცით, ეს ხანძარი როგორ გაჩნდა. ყოველივე ეს ნამდვილად არ ჰგავს უბედურ შემთხვევას. ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ შონ კომბსის მეგობრებმა, მისი დაკვეთით გააჩინეს ხანძრის კერები, რათა ვარსკვლავების სახლები, ნივთ მტკიცებულებებთან ერთად განადგურებულიყო“, – აცხადებს ფიტსი.ლოს-ანჯელესში მდებარე რეპერის სახლი, რომელიც იმ ადგილას დგას, სადაც ახლა ტყის ხანძრებს ებრძვიან, ჯერჯერობით არ დაზიანებულია. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ლოს-ანჯელესში, 7 იანვარს გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, სახლები ისეთ ვარსკვლავებს დაეწვათ, როგორებიც არიან: პერის ჰილტონი, ბილი კრისტალი, ჯენიფერ გარნერი, ლეიტონ მისტერი, ჯე­იმს ვუდსი, ჯენიფერ გრანერი, მენდი მური, ბელა ჰადიდი, მელ გიბსონი და ა.შ…შეგახსენებთ, დოკუმენტების თანახმად, Diddy-ის მიმართ ბრალდება რეკეტსა და ტრეფიკინგს ეხება. რეპერის მეზობლებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მის სახლში ხშირი იყო საეჭვო წვეულებები. ამჟამად, Diddy-ის წინააღმდეგ არაერთი სარჩელია აღძრული, რომელთაგან უმრავლესობაში მას ბრალს სექსუალურ ძალადობაში სდებენ. ბრალმდებლები გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს.BBC-ის ცნობით, Diddy-მ შურისძიების მიზნით გააუპატიურა ქალი, რომელმაც მას ლეგენდარული რეპერის, 2Pac-ის მკვლელობა დააბრალა. ეშლი ფერჰემი კალიფორნიის პროკურატურაში შეტანილ სარჩელში აცხადებს, რომ რეპერი მას დანით, სახის დასახიჩრებით დაემუქრა. აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით რეპერს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა 18 სექტემბერს, Daddy-მ სასამართლო მოსმენაზე სხვა ბრალდებები უარყო.

temur chyonia

პოლიტიკა 1736594522

როდის მიაკითხავს ჭყონიას სამართალი? – რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი საეჭვო თამაშებში ერთვება

2003-2012 წლებში მოქმედი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შესახებ, მედიაჰოლდინგი „კვირა“ სტატიას აქვეყნებს, სადაც გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა გასასამართლებელ პირთა შორის პოლიტიკოსების გარდა, ბიზნესმენებიც ვიხილოთ.„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა; „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სარჩელი ოთხი ოპოზიციური პარტიისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ ჯაშუშურ ქსელში ჩართვისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ბრალდებით – როგორც ჩანს, საპარლამენტო ოპოზიციის თავზე ცა იქუფრება, რადგან მმართველი გუნდი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას იწყებს, საზოგადოებრივი მოძრაობები კი ოპოზიციის ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებას მოითხოვენ.თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი და საკმარისზე მეტიც უნდა იყოს იმისთვის, რომ ამ საკითხებმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვიოს, მაგრამ როგორც ჩანს პროცესი უფრო შორს წავა და თუკი პირველ ეტაპზე, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობის უმძიმესი ბრალდება, სავარაუდოდ, მხოლოდ პოლიტიკოსებს შეეხებათ, არაა გამორიცხული, რომ ანალოგიური ბრალი იმ ბიზნესმენებსაც წარედგინოთ, რომლებიც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში არიან შემჩნეული.ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი პირველი, ვისაც ეს პროცესი შეეხება, სავარაუდოდ, თემურ ჭყონია იქნება, სკანდალურად ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც ბოლო პერიოდში პოლიტიკურ პროცესებში განსაკუთრებით აქტიურად არის ჩართული და რომლის განცხადებებიც, როგორც წესი, სრულ კოორდინაციაში იმ პოლიტიკოსების განცხადებებთან, რომელთაც საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობას ედავებიან.ჭყონიას ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე ეს არცაა გასაკვირი, რადგან ის უფრო და უფრო აქტიურად ცდილობს პოლიტიკაში ჩართვას და ქვეყნისთვის საზიანო ინტერესების გატარებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სხვაგვარად როგორ აიხსნება მისი განცხადებები, რომ ერთი მხრივ ქართული სასამართლო სისტემაა მიკერძოებული და უმეტეს შემთხვევაში სუბიექტურ გადაწყვეტილებებს იღებს, მეორე მხრივ კი სახელწმიფო სამაგალითოდ სჯის ახალგაზრდებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ და პროტესტს გამოხატავდნენ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად?!საქართველოს პარლამენტის წინ გამართული აქციები მშვიდობიანი რომ არ იყო, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება, რადგან დადასტურებული ფაქტია. დადასტურებულია ისიც, რომ აქციის მონაწილე ახალგაზრდების მოძალადე ნაწილი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს თავს ესხმოდნენ და ლამის სასიკვდილოდ იმეტებდნენ.ამ ახალგაზრდების ნაწილი, თავისდა უნებურად, შესაძლოა საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამდნენ წყალს, რადგან „სასარგებლო იდიოტების“ როლს ასრულებენ, ნაწილი კი შესაძლოა სრულიად გაცნობიერებულად მონაწილეობდეს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია – თემურ ჭყონიას, გამოცდილ ბიზნესმენს და წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფ ფიგურას შესანიშნავად ესმის, თუ რა „თავისუფლებას და ევროინტეგრაციას“ იცავდნენ დაკავებული ახალგაზრდები, მაგრამ მსგავს ანგაჟირებულ განცხადებებს, ცხადია რომ შეგნებულად აკეთებს იმ გარე ძალების დავალებით, ვის სასარგებლოდაც მოქმედებს.გარემოებებიდან გამომდინარე, გავიხსენოთ მისი სხვა განცხადებებიც. თემურ ჭყონია ამაყობს, რომ მის კომპანიებს ბიუჯეტში ასობით მილიონი ლარის გადასახადი შეაქვთ; კიბატონო, ასეთი რამ ნებისმიერი ბიზნესმენისთვის გამოდგებოდა თავის მოსაწონებელ არგუმენტად, მაგრამ ჩნდება სავსებით ლოგიკური, თუმცა კი რიტორიკული კითხვა – ნუთუ თემურ ჭყონიას არ რცხვენია იმის, რომ ამ შემოსავალს ჩვენი საზოგადოების ძარცვისა და მოწამლული პროდუქციის გაყიდვის ხარჯზე იხდის?!ყველას კარგად გვესმის, რომ „კოკა კოლა“-ს და „მაკდონალდისის“ პროდუქციის ხარისხის გადამოწმების შემთხვევაში, ისინი უბრალოდ ასაკრძალია, იმდენად დიდი ზიანი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.გარდა ამისა, ზემოხსენებული წყაროსავე ცნობით, თემურ ჭყონია აქტიურად არის ჩართული ნარკოტრეფიკის კოორდინაციის სფეროში, რაც მისი შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, თუმცა, ბუნებრივია, მტკიცებულებების გარეშე ამ თემაზე არგუმენტირებულად ვერ ვისაუბრებთ.სამაგიეროდ, იმაზე კი დანამდვილებით შეგვიძლია საუბარი, რომ ჭყონია თავისი „მაკდონალდსით“ ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილში, ჩვენს პატარებში, ლგბტ პროპაგანდას ეწეოდა, ანუ პირდაპირ მონაწილეობდა არასრულწლოვანთა გარყვნაში.აი, ამ ყველაფრით იწონებს თავს და ამაყობს თემურ ჭყონია, რომელიც გაფორმდა ჯაშუშად ქვეყნისა, რომლის სახელმწიფო ინტერესები დღეს საქართველოს სუვერენიტეტს არ ითვალისწინებს, ქვეყნისა ვისგანაც ჭყონიას საკუთარი ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელი ლიცენზიები აქვს მოპოვებული, ლიცენზიები, რომლითაც ფიზიკურად წამლავს საქართველოს მოსახლეობას.როგორც ჩანს, თემურ ჭყონიამ იმდენად დაკარგა რეალობის შეგრძნება, რომ მისი წარმომავლობისთვის ასე დამახასიათებელი სიფრთხილის გრძნობაც კი ვერ ეხმარება სწორად და ადეკვატურად მოქმედებაში. ან, მეორე მხრივ, შესაძლოა ეს იმის ბრალიც იყოს, რომ უცხოელი პატრონები, ვის ინტერესებსაც ატარებს, საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმების გზაზე, ვა-ბანკზე არიან წასულები.სულ ბოლოს კი აღვნიშნოთ ისიც, რომ თუკი თემურ ჭყონიასთან დაკავშირებული ინფორმაცია დადასტურდა, გამორიცხული არაა, რომ მისი ბედი სხვა ბიზნესმენებმაც გაიზიარონ, იმ ადამიანებმა, რომლებიც წლებია რაც საქართველოს წინააღმდეგ, უცხო ქვეყნის/ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ და ამის დასაფარად თავი ბიზნესისთვის აქვთ შეფარებული.“ - ვკითხულობთ სტატიაში.წყარო:

ვოლსკი

პოლიტიკა 1736581586

გიორგი ვოლსკი ზელენსკის განცხადებაზე: პირველი პირი განცხადებას აკეთებს არა მხოლოდ იმაზე, რომ გარანტიები არ მისცეს დასავლელმა პარტნიორებმა, არამედ იმაზეც, რომ აღქმული დახმარების ნახევარი გაძარცვული იყო

ზელენსკიმ, პირდაპირ, არაორაზროვნად მიუთითა, რომ ეს არის სწორედაც ის კორუფცია, რომელმაც უკრაინა ასეთ მდგომარეობაში ჩააყენა, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სკანდალურ ინტერვიუზე, სადაც მან ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კორუფციის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა.„ასეთი სკანდალური განცხადება, როგორიც მოვისმინეთ ზელენსკისაგან, მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა ამას წინათ არახამიამ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ეს მოლაპარაკებები ფაქტობრივად, შეაწყვეტინა კიევში ჩასულმა ბორის ჯონსონმა. პირველი პირი განცხადებას აკეთებს არა მხოლოდ იმაზე, რომ გარანტიები არ მისცეს დასავლელმა პარტნიორებმა, არამედ იმაზეც, რომ აღქმული დახმარების ნახევარი, რაც ათეულობით მილიარდ დოლარს შეადგენს, გაძარცული იყო. ფაქტობრივად, პირდაპირ, არაორაზროვნად მიუთითა, რომ ეს არის სწორედაც ის კორუფცია, რომელმაც უკრაინა ასეთ მდგომარეობაში ჩააყენა. ასეთი განცხადების შემდეგ, რასაკვირველია, საქართველოში ყველა - დიდი თუ პატარა, მათ შორის სკოლის მოწაფეები, რომლებსაც ტვინი გამოურეცხეს, უნდა დაფიქრდნენ, რასთან გვაქვს საქმე და საით მიაქანებენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მათ ზურგზე შემომჯდრები ლამობენ პოლიტიკის სადავეებთან მოსვლას“, - განაცხადა ვოლსკიმ.ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ საკითხზე ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

პოლიტიკა 1736430838

ზელენსკის განცხადება არის საგანგებოდ საყურადღებო, საგანგებოდ სკანდალური და ზუსტი მანიფესტაცია იმისა, თუ რა ხდება დღეს მსოფლიო პოლიტიკურ ველზე - გიორგი ვოლსკი

ზელენსკის განცხადება არის საგანგებოდ საყურადღებო, საგანგებოდ სკანდალური და ზუსტი მანიფესტაცია იმისა, თუ რა ხდება დღეს მსოფლიო პოლიტიკურ ველზე, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.იგი უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორუფციის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს.„მსოფლიო იცვლება და ამას მოწმობს ზელენსკის განცხადებაც და არა მარტო ეს განცხადება, ბევრი ფაქტორი, მაგრამ ზელენსკის განცხადება ამ ფაქტორთა შორის არის საგანგებოდ საყურადღებო, საგანგებოდ სკანდალური და ზუსტი მანიფესტაცია იმისა, თუ რა ხდება დღეს მსოფლიო პოლიტიკურ ველზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.უკრაინის პრეზდენტი ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ფარგლებში კორუფციის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ საკითხზე ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.