ზელენსკის განცხადება არის საგანგებოდ საყურადღებო, საგანგებოდ სკანდალური და ზუსტი მანიფესტაცია იმისა, თუ რა ხდება დღეს მსოფლიო პოლიტიკურ ველზე - გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

ზელენსკის განცხადება არის საგანგებოდ საყურადღებო, საგანგებოდ სკანდალური და ზუსტი მანიფესტაცია იმისა, თუ რა ხდება დღეს მსოფლიო პოლიტიკურ ველზე, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

იგი უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორუფციის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს.

„მსოფლიო იცვლება და ამას მოწმობს ზელენსკის განცხადებაც და არა მარტო ეს განცხადება, ბევრი ფაქტორი, მაგრამ ზელენსკის განცხადება ამ ფაქტორთა შორის არის საგანგებოდ საყურადღებო, საგანგებოდ სკანდალური და ზუსტი მანიფესტაცია იმისა, თუ რა ხდება დღეს მსოფლიო პოლიტიკურ ველზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზდენტი ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ფარგლებში კორუფციის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ საკითხზე ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.