ბათუმში დაკარგული ბიჭის მამა მიმართვას ავრცელებს
1738839489
რაც შეეხება მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ესეც არის გამოწვევა, რომელიც მათ შორის ვნახეთ ამ სკანდალური მხილებებიდან გამომდინარე, რომ თურმე ამ შემთხვევაში აშშ-ს ბიუჯეტიდან, სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით თანხები იხარჯებოდა მედიასაშუალებებში იმისთვის, რომ გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, საკუთარი გავლენა ამა თუ იმ ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის მედიის საკითხებსაც ეხება.
მისი განმარტებით, არაფერ ახალს „ქართული ოცნება“ არ იგონებს, საკნონმდებლო ინიციატივის სახით პირდაპირ მხოდება ბრიტანული მოდელის გადმოტანა, რომელიც დაარეგულირებს, მათ შორის ფეიკ ნიუსების გავრცელების საკითხებს.
„ჩვენ ვსაუბრობთ ფეიკ ნიუსებზე, როგორც გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში. თუ რა დამაზიანებელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ფეიკ ნიუსებს, ამას საქართველოშიც ვხედავთ. ასე, რომ ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა არის მთავარი გამოწვევა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც რა თქმა უნდა, უნდა ვებრძოლოთ ფეიკ ნიუსებს. ამიტომ აქაც, ჩვენ არაფერს ახალს არ გამოვიგონებთ საერთოდ. ბრიტანული სტანდარტი, რომელიც მიღებული არის მათ შორის მედიასთან დაკავშირებით, ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს და გადმოვიტანთ პირდაპირ ბრიტანულ სტანდარტს. თუ რამე კითხვები არის ამ სტანდარტთან, მიმართეთ დიდ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში. ან თუ კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სპეკულაციები თითქოს ამ კანონით სიტყვის თავისუფლება შეიზღუდება მიუღებელია ვინაიდან „დეზინფორმაცია არ არის დაცული სიტყვის თავისუფლებებით. ასე რომ არანაირი კავშირი ფეიკ ნიუსებთან ბრძოლას სიტყვის თავისუფლებასთან არ აქვს“. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ თავი დაიცვან ფეიკ ნიუსისგან.