შუქი

დედაქალაქი 1731351706

ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - „თელასი“ აბონენტებს აფრთხილებს

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12 ნოემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:გლდანის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, თიანეთის, აკაკი ვასაძის, ბოჭორიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზაბავრის, ხარაძის, ილია ვეკუას და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, თიანეთის, აკაკი ვასაძის, ბოჭორიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზაბავრის, ხარაძის, ილია ვეკუას და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მოსახლეობას.კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), ჩხეიძის, ნუგზარ შატაიძის, ბერძნის, ოფრეთის, გორგასალის, ეფრემ მცირეს და გრიშაშვილის ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, აფრიკის დასახლების, ქვემო მელითონეთა დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ქინძმარაულის, ველისთავის და რქაწითელის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, გერგედავას, ნაქულბაქევის, თორნიკე ერისთავის, ბერულავას, გოდერძი ჩოხელის, ზუხბაიას, სამაჩაბლოს, აფხაზეთის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ცაგერის კულტურის ცენტრში სპექტაკლის ,,ადამიანთა სევდა“ პრემიერა გაიმართა

რეგიონი 1728467773

ცაგერის კულტურის ცენტრში სპექტაკლის ,,ადამიანთა სევდა“ პრემიერა გაიმართა

ცაგერის კულტურის ცენტრში გაიმართა სპექტაკლის პრემიერა, რომლის რეჟისორი გახლავთ დარეჯან საღინაძე.საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მუნიციპალური თეატრების ხელშეწყობის მიზნით, გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ცაგერის კულტურის ცენტრმა, რის შედეგადაც სამინისტროს მიერ დაფინანსდა ცაგერის სახალხო თეატრის სპექტაკლი ,,ადამიანთა სევდა“ - გოდერძი ჩოხელის ნაწარმოების მიხედვით, თანადამფინანსებელი ცაგერის მუნიციპალიტეტი.სპექტაკლში გრიგოლ მდივნის სახელობის ცაგერის სახალხო თეატრის დასთან ერთად მონაწილეობდნენ ლეჩხუმელი ახალგაზრდები, ნიჭიერი თაობა, რომელთაც უყვართ ქართული თეატრი და სასცენო ხელოვნება, ისინი აქტიურად არიან ჩართული მშობლიური კუთხის კულტურულ ცხოვრებაში.აღსანიშნავია, რომ სპექტაკლმა დიდი წარმატებით, აპლოდისმენტების თანხლებით ჩაიარა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე.ცაგერის კულტურის ცენტრში, გრიგოლ მდივნის სახელობის თეატრში კიდევ ერთი დაუვიწყარი სანახაობა შედგა.ღონისძიებას ესწრებოდნენ: რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, თეატრალური საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამაზ დაუშვილი, მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ონისე ჩაკვეტაძე, ბიზნესმენი სერგო ხაბულიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

goderdzi

კულტურა 1727874054

"დედამისმა გამოქვაბულში, მარტომ იმშობიარა. მერე მწყემსიც გამოჩენილა. ასეთი ბიბლიური დაბადება იშვიათია..." - გოდერძი ჩოხელს მეგობრები იხსენებენ

2 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელი 70 წლის გახდებოდა. 53 წლის მეტი ვერ იცოცხლა. არადა, რამდენი რამ ჰქონდა სათქმელი და დასატოვებელი… მაგრამ მეტი ვერ გაძლო, ხორცის სამოსში ამოიხუთა.ადამიანთა სევდის შემგროვებელს, მუდმივად სულის გათავისუფლება სურდა… სურდა და თავისუფალი გაფრინდა კიდეც. დაგვიტოვა სევდით და საფიქრალით გაჯერებული, ნააზრევით მაძღარი შემოქმედება. გულიდან წამოსული სუფთა სიტყვებად დაწერილი და გადაღებული დატოვა და მარადისობას შეერწყა… თუმცა მაინც აქ არის და იქნება მანამ, სანამ მისი შემოქმედება იარსებებს.მისი შემოქმედება ხშირად რომ ვიკითხოთ და ფილმებად ვნახოთ, ბოროტების ჩადენის სურვილი დაგვეკარგება და გავკეთილშობილდებით; რა მარტივია, მაგრამ...გოდერძის ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე ისე უყვარდა, ფოლკლორისტ წყვილს სამივე შვილი მოუნათლა,  ამისთვის თურმე სპეციალურად იღებდა კურთხევას. ფასდაუდებელ შემოქმედს "პრაიმტაიმის" მკითხველისთვის სწორედ ეს ძვირფასი ადამიანები იხსენებენ.ამირან არაბული: გოდერძის დაბადებაც ისევე უჩვეულო იყო, როგორც მისი ცხოვრება; თუნდაც იმით გამორჩეული, რომ ღია ცის ქვეშ დაიბადა; დედამისი - ლელა დეიდა, ცხვარ-ძროხას საძოვარზე მიერეკებოდა;  "ხოსრო კლდე" ჰქვია იმ ადგილს, სადაც მუცელი ასტკივებია; გამოქვაბულს შეაფარა თავი; მარტომ იმშობიარა; მერე ნათესავი მწყემსიც გამოჩენილა; ასეთი ბიბლიური დაბადება იშვიათია; ასე დაიბადა გოდერძი ჩოხელი.თავიდან ფეხამდე წრფელი ადამიანი იყო, ბავშვის გულითა და ისეთი კრიალა თვალებით, როგორც ახალდაბადებულ ბავშვს აქვს, მასში არაფერი არაბუნებრივი და მოჩვენებითი არ იყო. ჩემი თაობისთვის მაშინდელი სტუდქალაქი ცალკე სამყაროა, მთელი საქართველო იყო სტუდქალაქში თავმოყრილი: სხვადასხვა კუთხის ქართველებით, ერთმანეთის იმედად იყვნენ ეს კორპუსები. უცხოს არავინ არავის დააჩაგვრინებდა სტუდქალაქში, იქ გავიცანი გოდერძი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო, არც გამომეტყველებით, არც სიტყვით, არც თავისი უცნაურობებით. არც მოჩხუბარი იყო, დევგმირის მხარ-მკლავი არ ჰქონდა, მაგრამ თუ მსგავსი სიტუაცია იქმნებოდა, უკან არასდროს იხევდა. გული ჰქონდა დიდი და უშიშარი.მე მოწმე ვარ, როგორ იქმნებოდა მისი რომანები, ნოველები, მოთხრობები. იმ კორპუსში, სადაც ის ცხოვრობდა თავი მოეყარათ ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსულ თანატოლებს - ყაბარდობარყალებს, ჩეჩნებს, ინგუშებს. გოდერძი მეორე სართულზე ცხოვრობდა, ხმაური არ უყვარდა ერთი ფანჯარა ჰქონდა მის ოთახს, სქელი ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული, ხელი რომ არავის და არაფერს შეეშალა და იჯდა და ან კითხულობდა, ან წერდა. რამდენი დღე დაგვიღამებია და ღამე გაგვითენებია ერთად გოდერძის ოთახში; რაიონიდან ჩამოსულ ახლობლებს შეიფარებდა, ღამეს ათევინებდა, გულუხვი და გამეტებული იყო, ღამის გათევას ვის დაამადლიდა; ბევრი მოთხრობა და ნოველა პირველად მე წამიკითხა; შაბათ-კვირას ჩოხში მიდიოდა, დედასთან და გზაზე მიმოსვლაში ხარჯავდა ფულს.ერთი პერიოდი ფილოსოფიური ლიტერატურით იყო გატაცებული; მისი მაგიდა სავსე იყო ფილოსოფიური ხასიათის წიგნებით; იქიდან მის სულსა და გულში რჩებოდა მიღებული ცოდნა და მერე სხვადასხვა სახით იყენებდა ნაწარმოებებში. ძნელია ასე ისაუბრო გოდერძიზე, მის პიროვნულ პორტრეტს და დამახასიათებელ შტრიხებს რაღაც აკლდება, იკარგება.იყო სევდიანი, ჰქონდა პერიოდები ძალიან დამძიმდებოდა, დასევდიანდებოდა და მერე გამოდიდა ამ მძიმე მდგომარეობიდან.გვიხაროდა მთაში წასვლა - ჩემს ჯუთაში მივდიოდით, მის ჩოხში მივდიოდით; მოგვწონდა უფროსებთან ურთიერთობა, მშობლებთან, ნათესაობასთან.ვერ გაუძლო წუთისოფელს, ბოლო ხანებში მასთან მივდიოდი და ვთავაზობდი, წავიდეთ გუდამაყრის ხეობაში-მეთქი. ძალიან გამხდარი იყო, შემომხედა, გაიღიმა და ვერაო, მითხრა.გარეთ გასვლას და ადამიანებთან შეხვედრას ძალიან ერიდებოდა; მერე კლინიკაში მოათავსეს, თანდათანობით დამძიმდა და უფრო გაუჭირდა, დეპრესიიდან ვერ გამოვიდა.ეთერ თათარაიძე: – გოდერძი ჩემმა ქმარმა, ამირან არაბულმა გამაცნო. თუმცა იმ დროს, ამირანსაც ჯერ კიდევ "ნახევრად" ვიცნობდი. გოდერძი და ამირანი სხვადასხვა კორპუსებში ცხოვრობდნენ, მაგრამ დღე და ღამე ერთად იყვნენ.პირველი ხალხური პოეზიის საღამო რომ ჩატარდა, მეორე დღიდან ჩემთან, სახლში ხალხის უწყვეტი დენა დაიწყო. მომსვლელთა შორის იყვნენ ამირან არაბული, ტარიელ ხარხელაური…ბინა სოლოლაკში მქონდა დაქირავებული. ამირანი მეუბნებოდა, მეც იქით მაქვს საქმეო, ყოველთვის “ამთხვევდა” და სოლოლაკისკენ საუბრებით მივდიოდით. ძალიან სანდო ადამიანი იყო და სულ არ მიშლიდა ხელს, რომ მომეტყუებინა, ახლა სხვაგან უნდა წავიდე-მეთქი. არაფერში არ მჭირდებოდა ეს ტყუილი.გზადაგზა მიამბობდა, ისეთი მწერალი უნდა გაგაცნო, გაგიჟდებიო. თან რეჟისორია და თან წერს. ძალიან მალე მთელი საქართველოსთვის ცნობილი და ძვირფასი შემოქმედი გახდებაო.ისე აღმიწერდა გოდერძი ჩოხელს, ფიზიკურადაც მართლა შთამბეჭდავი და ბუმბერაზი მეგონა. ერთ დღესაც გამოვედი უნივერსიტეტიდან, ამირანიც დამხვდა გარეთ, იმ დღესაც სოლოლაკში ჰქონდა "საქმე". მივდივართ და ჩაის სახლსა და პეტრიაშვილის ასახვევს შორის, მოდის გოგო-ბიჭი, ხალხისგან გამორჩევით.აი, გოდერძი მოდის და უნდა გაგაცნოო, ამირანმა მითხრა. გავხედე და დაბალი ბიჭი მოდიოდა. მე გოდერძი ჩოხელს ველოდი… და ხალხში დავუწყე თვალებით ძებნა, რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მოგვიახლოვდა ეს წყვილი და უცებ ბიჭმა დაიყვირა, ეთეროოო. გიჟმაჟი იყო, სრულიად საყვარელი…ჩემს წინ საშუალო სიმაღლის ბიჭი იდგა, მეგობარ გოგონასთან ერთად. შავი დერმატინის ქურთუკი ეცვა. ეს დრო იყო, ოქტომბერი. მარცხენა ხელით დამჯუჯგნა, მიმჯუგნა, მაგრამ მარჯვენა ხელი ჯიბიდან არ ამოაქვს. ოდნავ ნასვამი ჩანდა. (მერე, როცა გავიცანი, უკვე ვიცოდი, როგორი იყო სევდების შემგროვებელი ნასვამიც, შეზარხოშებულიც, ფხიზელიც.) იყო ოდნავ გათამამებული განწყობით. საით მიდიხართო, გვეკითხება და აღარ ასუნთქებს ამირანს. აქეთ მე დიდი ნაცნობივით რაღაცებს მეუბნება.უცებ მარცხენა ხელი დაირტყა თავზე, უი, როგორ დამავიწყდა, ვინ უნდა გაგაცნოო. მარჯვენა ხელის ამოძრავება დაიწყო: ისეთი მაგარი ტიპია გაგიჟდებიო. ხელი ამოიღო და ხელში უჭირავს ცოცხალი ბაყაყი. ეს ჩემი და ამირანის საზიარო ბაყაყია, დღეს ჩემი მორიგეობაა, მე ვასეირნებ. უბრალოდ, შესცივდა და ჯიბეში ჩავისვიო. ახლა ბაყაყს ეუბნება, ეს არის ეთერო, გაიცანი, იცი, რა მაგარი ლექსები აქვსო. ვაიმე… რამდენი სიგიჟე და ბედნიერი დღე გვაქვს ერთად გატარებული.მას შემდეგ სულ ჩვენთან ერთად იყო და უალტერნატივოდ, მისივე განცხადებით, ამირანის მეჯვარე უნდა ყოფილიყო. ამ "თანამდებობაზე", სხვა აღარავინ არ განიხილებოდა. მერე მე და ამირანი დავქორწინდით. ჩვენი სამივე შვილი გოდერძიმ მონათლა. საამისოდ სპეციალურ კურთხევას იღებდა.თუშეთი არ მინახავსო, მითხრა. ამირანსაც უნდოდა იქ მოხვედრა, დავგეგმეთ და სამივე წავედით. ცნობილი ფოტო, მე ალუმინის "ლახანკაში" მაქვს ხელები ჩაყოფილი და რაღაცას ვრეცხავ, გოდერძი უკან ზის, ფეხი ფეხზე გადადებული, იმ დროს არის გადაღებული.ეთერო, რა არის? რა დაბალი კარები გაქვთ, ამ თუშებს, რა რკალივითო? შევალ თავს ავახლი, გამოვალ – თავს ავახლიო. მე ვუთხარი, შენი სიმაღლის კაცისთვისაც ჭკუის სასწავლებლად არის ეს კარები მოგონილი-მეთქი. სტუმრად რომ მიდიხარ სხვის სახლში, თავი უნდა დახარო და თავდახრილი უნდა შეხვიდე-მეთქი. მერე სულ ამას იგონებდა.ჩვენთან სულ ხალხი იყო. დედამ თქვა, ბიძის სახლში გაგიშლით საწოლებსო. ლამფით წავედით. დედამ მანამდე დალაგება ვერ მოასწრო და მოგვიბოდიშა, აივანზე ობობების ქსელების ჩამოწმენდა ვერ მოვასწარი, ლამფა მომინათეთ და ახლა ცოცხით ჩამოვწმენდო. გოდერძიმ იყვირა, ხელი არ ახლო, დავიხაროთ, გავძრეთ ქსელების ქვეშ, ლამფა მივანათოთ და ვუყუროთ, როგორ ქსოვენ ქსელებსო. მეც მომეწონა იდეა. ერთი ჭკუისანი ვიყავით.მე წავედიო, დედამ, თუ გინდათ მთელი ღამე ქსელების ქსოვას უყურეთო. ხოხვით გავძვერით აივანზე, ისე რომ ქსელები არ ჩამოგვეწყვიტა. ვისხედით და ვუყურებდით საოცარ პროცესს. თუშეთში ყოფნის დროს, ხელი არ გვიხლია ქსელებისთვის, გავძვრებოდით, გამოვძვრებოდით. ქსელები ფრიალებდა ქარში.ერთხელ მოვიდა და მოიტანა ჟურნალი, სადაც მისი მოთხრობა "ცასწავალა" იყო დაბეჭდილი. აუცილებლად წაიკითხეთ ეს ძალიან მაგარი მოთხრობა. ღამე მოვიდა და ჩემს სამივე შვილს მოუტანა "ცასწავალა". და სამივეს გაუკეთა წარწერა. “მინდია, შენი ნათლია მთვრალია.” “ანანო, შენი ნათლიაც მთვრალია”. “მარიამ, შენი ნათლია ხომ მთვრალია და მთვრალია.” ფლომასტერით დააწერა და თანდათან ხუნდება და გული მისკდება. არ მინდა, რომ გახუნდეს.ფანტასტიკურ, გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა. თავის შექმნილში. ჩემი და ამირანის თვალწინ გამოიგონა, როგორ შეუყვარდა ერთი გოგო. მონოსპექტაკლების დიდოსტატი იყო. ეს ყველაფერი ხომ გამოიგონე, როგორ ახერხებ ამას-მეთქი? ეს შენ გამაგებინე, როგორ წერ და როდინდელს წერ შენს ლექსებში, რა იცი, რომ ეგრე წერო? ერთმანეთის გვიკვირდა. ახლა უფრო ვხვდები, რამდენი რამის გაკეთება შეეძლო კიდევ.როგორ ვერთობოდით…სულ სევდიანი იყო, მაიმუნობის დროსაც კი. ბევრს ვგიჟობდით, არც კი დაიჯერება, ისეთ რამეებს. ამირანი ხომ ჩუმია და პირველი წამომწყები ეგ იყო.მძიმე ბავშვობა ჰქონდა გამოვლილი. დედა მისთვის ხატი და ფრესკა იყო. ლელა დეიდა რომ კვდებოდა, გოდერძიმ დაგვირეკა, დედა კვდება და ჩქარა წამოდითო. მე, ჩემი და, ლელა და ამირანი ჩავედით ფასანაურში. მძიმედ იყო, ვერ საუბრობდა ლელა დეიდა უკვე. შეგვხედა, გვიცნო და მზერა ჩვენზე შეაჩერა, გოდერძი მარტო არ იყო, იფიქრა, ალბათ. საითაც გოდერძი წავიდოდა, თვალებით დაჰყვებოდა. ეს სურათი თვალწინ მიდგას. რომ გარდაიცვალა, გოდერძი სრულიად განადგურდა. მასზე ძვირფასი არავინ ჰყავდა ამქვეყნად. მერე უკვე ცოლი, ნინო და ვაჟები იყვნენ მისთვის ყველაფერი…დედის შემდეგ სხვანაირად ჩაღრმავებული გახდა. არავინ იცის, ადამიანის სულის ხვეულები საით მიემართება.სანამ ავად არ გახდა, მთელი ცხოვრება ერთად გვაქვს გამოვლილ-გადავლილი. მისი ოჯახის შემდეგ, მგონია, რომ ჩვენ აღარ გვყავს გოდერძი, ჩვენ დაგვაკლდა… ალბათ, ბევრს აკლია ასე…ვგიჟდები მის მოხევე და ხევსურ მეგობრებზე. ხელისგულზე ატარებდნენ. მაგრამ დეპრესიულ სივრცეში რომ ხვდები, მერე ეტყობა, ძნელია მას გაუმკლავდე.აქ ყოფნით დაიღალა.ამქვეყნიური მატერიალური არ ადარდებდა. სიხარბე რა იყო, არ იცოდა. ფილმმა "ცოდვის შვილებმა" გრან-პრი რომ ამოიღო, 90-იანების ჩაბნელებულ დიდ დიღომში, ლამფებით განათებულ ჯიხურებში, ერთ ღამეში დაურიგა ქალებს აღებული ფული. სოლიდური თანხა. ერთმანეთზე გადაბმული ოცი ჯიხურის მოვაჭრე ქალებს.წინა ღამეს, როცა შეიტყო რომ პრიზი მიიღო, ღამით მოვიდა, სამ საათზე, მინდიას ეძახდა, აკვანში მყოფ ჩემს შვილს. შენ გეკუთვნის ის გრან-პრიო. მინდიას არ უტირია, დაჭყეტილი უყურებდა მთელი ღამე.შეეძლო ტანსაცმელი სხვისთვის მიეცა, მას დაგლეჯილი სამოსით ევლო. წარმოუდგენელი ადამიანი იყო. არც არავის ჰგავდა.მისთვის სათქმელი დამიგროვდა. სამყაროს სხვანაირად ვხედავ. მენანება, რომ თვითონ ვეღარ ხედავს სამყაროს.გოდერძის ვეტყოდი, რომ ადამიანებმა სიყვარულის უნარი უარესად დაკარგეს. გული არ დაგწყდეს, ჩვენ მხოლოდ დაღლა და ტანჯვა გამოვიარეთ-მეთქი. შენს შემდეგ უსიყვარულო საქართველოში ვიცხოვრეთ, ჩვენ თაობას როგორ გვიყვარდა ერთმანეთი-მეთქი, ვეტყოდი. ქართველებს კი ახლა ერთმანეთი ეჯავრება-მეთქი. ამას უეჭველად ვეტყვი, როცა ვნახავ. იქ იმდენი მაქვს სათქმელი, აქ რაღა დამრჩა თორემ. „სანამ დედა ცოცხალია, მანამდე სიკვდილისა არ გეშინია, რადგან თავისი სუსტი ბეჭებით წინ ეღობება სიკვდილს..." - გოდერძი ჩოხელის განუმეორებელი სიტყვები დედაზერა წერილი დაწერა დეპრესიაში მყოფმა გოდერძი ჩოხელმა უკანასკნელად - აი, რას გვიამბობს უახლოესი მეგობარი

chxei

კულტურა 1727794011

„მისი გული ბევრ დარდს და ტკივილს იტევდა...“ - გენიალური გოდერძი ჩოხელი 70 წლის გახდებოდა

შემოდგომა გენიალური მწერლის და კინორეჟისორის, გოდერძი ჩოხელის დროა. 1954 წლის 2 ოქტომბერს, ის დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა. მას მოიხსენიებენ კაცად, რომელიც სამყაროს მანათობელი და სინდისია.მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩოხში იმართება. ამ დღეს იკრიბება ყველა, ვინც იცნობდა და ვისაც მოგონებები აკავშირებს გოდერძისთან. გოდერძი, 2007 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა, გულის უკმარისობით 53 წლის ასაკში.გუდამაყრელ მწერალს, გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ, პოეტი, მარიამ წიკლაური იხსენებს. "გოდერძი ჩოხელი, პირადად გავიცანი, როგორც გამომცემლობა „ბაკმის“ რედაქტორმა, როცა მას სახლში ვეწვიეთ. იმ წლებში, 90-იანების ბოლოს,დიდხნიანი პაუზის შემდეგ, გოდერძის გამოცემა გადაწყვიტა გამომცემლობამ, სერიაში, „თანამედროვე ქართული მწერლობა“. კრებულის სათაური იყო „სულეთის კიდობანი“. ეს ნაწარმოები მის რომანებში ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია. გოდერძი ჩოხელი პირველივე პუბლიკაციებით გამორჩეული ავტორი იყო. ამდენი წლის მერეც, ახალ ათასწლეულშიც,მის პროზას არ დაუკარგავს თავდაპირველი პეწი დამშვენიერება, ღრმა სულიერი ფასეულობები. და გამორჩეულ ავტორადაც დარჩება.გოდერძი დედით წიკლაური იყო, ჩემს შესახებაც იცოდა შეხვედრამდე და გავიხარეთ ერთმანეთის ნახვით.საოცარი თავმდაბლობა ახასიათებდა ურთიერთობაში.ცხადია,მისთვის ნებისმიერი ქართველი ძვირფასი იყო. პირველი შეხვედრისას მაჩუქა წიგნი, „თევზის წერილები“ და დააწერა: ჩემსდედის ძმისშვილს, მაია წიკლაურს. ამ კრებულს და ავტოგრაფს ვინახავ , როგორც უძვირფასეს რელიქვიას.გოდერძის შემოქმედება მიყვარს, ის სულიერი ღირებულებები და ფასეულობები, რასაც გოდერძის ლიტერატურა  ატარებს, ეს არის მშვენება ქართული ლიტერატურისა და ზოგად საკაცობრიოცაა ,ამავდროულად. ცხადია მისი ფესვი, დიდი ქართული ტრადიციებიდან მომდინარეობდა, ქართული ფოლკლორიდანაც, ქართული სოფლის ყოფიდანაც. მისი სუფთა, შეურყვნელი , მართალი და სარწმუნოებრივი სიტყვიერების გამო ერგო იმგვარი სიყვარული, რომელიც მწერალს იშვიათად ერგება ხოლმე. რჩეულთა შორისაა. მე რომ მკითხოთ, გოდერძი ჩოხელის ლიტერატურა, სკოლებში უხვად უნდა ისწავლებოდეს.ცრემლი გინდა თუ სიცილი, ტკივილი, ფილოსოფიური აზრი, ეროვნული, ადამიანური - ყველაფერია მის ნაწარმოებში. მიყვარს მისი სევდა, მისი ფიქრი სიკვდილზე, საიქავ-სააქაოს ერთიანობაზე...თავად იყო დარდების შემგროვებელი, დაეძებდა დარდებს, არ გაურბოდა მათ და თვალს არ უხუჭავდა იმ ტკივილებს, რასაც ადამიანი დაატარებს. მას, როგორც კარგ შემოქმედს ჰქონდა, ინტუიციური დამოკიდებულება მოვლენებისადმი სამყაროში.  შიშველი ნერვით გრძნობდა ყველა ტკივილს და გულზე გაუდიოდა ყველაფერი, რაც საქართველოს თავს ტრიალებდა. მისი პროზა არის, ძალიან ძვირფასი მემკვიდრეობა ქართული ლიტერატურისთვის. მის შემოქმედებას მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა, მინიატურების კონკურსი დაარსდა მისი სახელობის, მასზე წიგნები გამოიცა, ითარგმნა თავად მისი შემოქმედება და უამრავი  რამ გაკეთდა. გუდამაყარში, მისი სახელობის მემორიალური მუზეუმიცაა. ძალიან ადრე განეშორა ამ ქვეყანას. მისი გული, ბევრ დარდს და ტკივილს იტევდა, ამ ყველაფერმა მას ჯანმრთელობა შეურყია, მაგრამ რაც დატოვა, ეს არის ადამიანისთვის ძალიან დიდი ნუგეში. თანამედროვე ადამიანი მწირი სულიერი საკვებს იღებს, გოდერძი ჩოხელის მსგავსი ლიტერატურა კი ყუათს მატებს ამ საკვებს. როცა არ უნდა წაიკითხო გოდერძის მოთხრობები,ნოველები, რომანები, მუდამ გულზე გედება და გაღელვებს.ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო, როცა გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეცა, პირველი, გოდერძი ჩოხელის მოთხრობები ბავშვებისთვის გამომცემლობა „გორგაში“.  იგი ბავშვებისთვის  არ წერდა, მაგრამ ვიმუშავეთ ფსიქოლოგებთან ერთად და გამოვეცით პირველი კრებული ბავშვებისთვის „დამიბრუნეთ ჩემი ირმები“. ბედნიერი ვარ ამ ფაქტით, რომ ეს გავაკეთეთ“,- თქვა პოეტმა, მარიამ წიკლაურმა “პრაიმტაიმთან“.ამონარიდები გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებიდან:ნაწარმოებიდან თევზის წერილები. “რა არის სიკვდილი? – ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება.ზოგი დაბადებიდანვე გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს მისი შიში,მანამ სულ–ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს”.ნაწარმოებიდან წითელი მგელი “ხშირად გარბიან ადამიანები იქიდან სადაც სიკვდილი ეგულება და იქით კი მირბიან,სადაც სინამდვილეში ელოდება ის”.ნაწარმოებიდან წითელი მგელი “სადაც სული წმინდა ფეხს ვერ იკიდებს, იქ იმ წუთში მგელი ჩასახლდება, მერე ეს მგელი ცდილობს საზოგადოებას კრავად მოაჩვენოს თავი. მგლებს ხომ კანონები უყვართ, ჰოდა ეს „კრავიც“ კანონებს ეფარება, კანონების ციხესიმაგრეში ცხოვრობს. ცხოვრებას შეჭიდებულ კაცს კი სადაც ფეხი დაუცდება იქ წამოეწევა ხოლმე და იმ კანონის ძალით სისხლს გამოსწოვს.”

mama shalma

საზოგადოება 1723788660

"შეიძლებოდა, დღეს, მღვდელიც არ ვყოფილიყავი..." - მამა შალვა კეკელიას გულახდილი საუბარი

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ ვიდეო ჩართვაში მარიამობის მარხვის მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. მოძღვარი აღნიშნავს, რომ შარშან, ღვთისმშობლის სახელობის მარხვამ სულიერ განსაცდელს გადაარჩინა. მოუწოდებს მრევლს, რომ ეს ორკვირიანი მარხვა, დედაღვთისმშობლის სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად შეინახონ.მამა შალვა კეკელია: ეს პატარა, ორკვირიანი მარხვა ძალიან მნიშვნელოვანი მარხვაა. რახან ზაფხულია, ბევრი არ ინახავს ამ მარხვას. თავს იმართლებენ, ზაფხულია, ვისვენებთო. და პატივისცემას არ გამოხატავენ ჩვენი დედა ღვთისმშობლის მიმართ. უნდა გავიაზროთ, რისთვის ვმარხულობთ ამ მარხვაში. ჩვენ ყველას გვჭირდება ღვთის შეწევნა, წყალობა და განსაკუთრებით, დედაღვთისმშობლის შემწეობა. დედა ღვთისმშობელი არის ჩვენი დედა, ყველაფერია ჩვენთვის. გვისმენს და მის მიმართ წარმოთქმულ ყველა ჩვენს ლოცვას ისმენს. როგორც დედა არ გაწირავს შვილს და მისთვის ყველანაირი შვილია მისაღები, ისე გვეხმარება და გვწყალობს დედა ღვთისმშობელი. ადამიანმა მის მიმართ უდიდესი პატივისცემა უნდა გამოხატო. თუ გიყვარს დედა ღვთისმშობელი, მე ვერ წარმომიდგენია ქრისტიანი, ღვთისმშობლის მარხვას არ ინახავდეს და მის მიმართ პატივისცემას არ გამოხატავდეს. თუ მისი წყალობა და შემწეობა გინდათ, გამოხატეთ მისადმი პატივისცემა და იმარხულეთ ეს მარხვა. ღმერთმა შეგაძლებინოთ მისი შენახვა.ეს მარხვა ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. შარშან, როდესაც მარიამობის მარხვა დაიწყო, დიდი სულიერი განსაცდელის წინაშე ვიდექი, სულიერი პრობლემები მქონდა. ბრძოლა გავიარე და შარშან ამ დროს, ეს  მარხვა ძალიან დამეხმარა, უმძიმესი სულიერი მდგომარეობიდან გამომიყვანა. რომ არა დედა ღვთისმშობელი და რომ არა ეს მარხვა, მე შეიძლება დღეს მღვდელიც არ ვყოფილიყავი და ჩემი ცხოვრება დღეს სულ სხვანაირად წასულიყო. მადლობა ღმერთს, დედა ღვთისმშობელს და ამ ორკვირიან მარხვას, რომელიც ბოლომდე კიდევ არ მქონდა გააზრებული. შარშანდელმა მარხვამ დამანახა მისი ძალა და ღვთისმშობლის საოცარი წყალობა, მისი დედური განცდა და ზრუნვა, რომელიც ჩემს თავზე გამოვცადე. ჩემში სულიერი ბრძოლები გადატეხა და ეს ყველაფერი დაასრულა.მინდა თქვენს ცხოვრებაშიც გარდამტეხი იყოს ეს მარხვა. შეცვალოს თქვენი ცხოვრება დედაღვთისმშობლის მარხვამ და კიდევ უფრო დაგაახლოვოთ ღმერთთან, დედაღვთისმშობელთან, ჩვენს ამ დიდ სიყვარულთან.ღმერთმა გაგახაროთ, ბედნიერები გამყოფოთ და სიკეთე არ მოგაკლოთ.  ასევე დაგაინტერესებთ:"დარდიანი მარტო შენი გული ნუ გგონია. დარდი სათნო ჯვარივით უნდა ატარო და არა ლოდის კუზივით მოიკიდო..." - გურამ დოჩანაშვილის ფასდაუდებელი დარიგება"სანამ დედა ცოცხალია, მანამდე სიკვდილისა არ გეშინია, რადგან თავისი სუსტი ბეჭებით წინ ეღობება სიკვდილს..." - გოდერძი ჩოხელის განუმეორებელი სიტყვები დედაზე

goderdzi

კულტურა 1723635730

„სანამ დედა ცოცხალია, მანამდე სიკვდილისა არ გეშინია, რადგან თავისი სუსტი ბეჭებით წინ ეღობება სიკვდილს..." - გოდერძი ჩოხელის განუმეორებელი სიტყვები დედაზე

თუკი ვინმე, ჩვენს შორის, მიწად ჩამოსული იმიერი სამყაროს სული იყო, ეს გოდერძი ჩოხელია. კაცი სამყაროს მანათობელი და სინდისი... ამიტომ უჭირდა ხორცის სამოსის ტარება. ხშირად უნდა ვიკითხოთ მისი მოთხრობები, ლექსები და უფრო გავაადამიანურდებით...გახსოვთ, ალბათ, საოცარ სიტყვებს ამბობს დედაზე "ადამიანთა სევდაში"... დედა მისთვის მთავარი ხატება ყოფილა..."პრაიმტაიმის" მკითხველს ფოლკლორისტმა - ეთერ თათარაიძემ ასეთი რამ უამბო:"დედა მისთვის ხატი და ფრესკა იყო. ლელა დეიდა რომ კვდებოდა, გოდერძიმ დაგვირეკა, დედა კვდება და ჩქარა წამოდითო. მე, ჩემი და, ლელა და ამირანი ჩავედით ფასანაურში. მძიმედ იყო, ვერ საუბრობდა ლელა დეიდა უკვე. შეგვხედა, გვიცნო და მზერა ჩვენზე შეაჩერა, გოდერძი მარტო არ იყო, იფიქრა, ალბათ. საითაც გოდერძი წავიდოდა, თვალებით დაჰყვებოდა. ეს სურათი თვალწინ მიდგას. რომ გარდაიცვალა, გოდერძი სრულიად განადგურდა. მასზე ძვირფასი არავინ ჰყავდა ამქვეყნად. მერე უკვე ცოლი, ნინო და ვაჟები იყვნენ მისთვის ყველაფერი…დედის შემდეგ სხვანაირად ჩაღრმავებული გახდა. არავინ იცის, ადამიანის სულის ხვეულები საით მიემართება."***გოდერძი ჩოხელი: "გუდამაყარში მაღალი მთებია და როცა მთვარე ამოდის, ძნელი გასარჩევია, დღეა თუ ღამე.სათიბი მაღლა გვქონდა მთაში. დედაჩემს ეგონა, გათენდა, არადა, უშველებელი მთვარე ანათებდა. ღამით ჩრდილებმა უსაშველოდ იციან დაგრძელება. მივდივართ. დედაჩემი წინ მიმიძღვის. უცებ ვხედავ, გორაზე შედგა და მთვარის შუქმა ისე დაჰკრა ბეჭებზე, რომ დედის ლანდი დაგრძელდა, დაგრძელდა, დაგრძელდა, ხევში ჩავიდა, ხევიდან ამოვიდა, გორა გადაიარა, მერე სადღაც გადაიკარგა, მალე მეორე მთაზე აღმოჩნდა, იმ მთას გადასცდა, კიდევ იქით აუყვა, აუყვა და დაიკარგა. შევხედე და დავინახე შრომისგან ნაჯაფი, დაჩიავებული დედაჩემი, და ამ დროს მისი ამხელა ლანდი მთელი გუდამაყრის მთებს გადაწვდა.მაშინ ვამთავრებდი რომანს "ადამიანთა სევდა" და გამიხარდა, რომ დასასრული ვიპოვე. აი, რა აზრი დამებადა:"სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა, იმიტომ რომ ერთხელაც დედა აღარ იქნება და მაშინ მოვა დასასრული. სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან.რაც ხანი მიდის, ძალ-ღონეს გაცლის ეს დამთრგუნველი მზერა და ერთი წამითაც არა გცილდება, სულ თან დაგდევს და გულ-ღვიძლს გიწვავს ქვეშეცნეულად. შენ კი მაგრობ, მაგრამ თავისი მიაქვთ გარდასულ დღეებს, თანდათან მუხლებში ძალა გელევა, ახალგაზრდობის ოცნებები უფერულდება და გრძნობ, როგორ თანდათან იზრდება შენს არსებაში შიში, სიკვდილის მზერით თუ რაღაც გარდაუვალობის შეგრძნებით გაჯერებული შიში, რომელსაც არავის არ უმხელ და ვერც გაუმხელ, რადგან ერთადერთი ადამიანი, დედა, რომელსაც შეიძლება რომ გაუმხილო ეს შიში, წასულია ამ ქვეყნიდან, შენ კი მარტო ხარ და ხან დედისაგან გაკეთებულ საჭმელს ნატრულობ, როცა გშია, ხან დედისაგან მოქსოვილ ხელთათმანებს, ან წინდებს, როცა გცივა და შენ თავსაც კი არ უმხელ, ისე იძინებ იმ სურვილით, რომ იქნებ სიზმარში ნახო დედა, იქნებ სიზმარში მაინც განმეორდეს ის საოცარი იმედიანი მოფერება, ადამიანის სულიდან სიმარტოვესაც რომ აფრთხობს და არარაობის განცდასაც, სამაგიეროდ კი ხალისითა და იმედით გავსებს.''დედაჩემი ბუნებით პოეტი იყო, ლექსებს კი არ წერდა, მაგრამ რაღაცნაირი იყო. ალბათ იტანჯებოდა, იმიტომ რომ სულ ბალახს და ყვავილს ელაპარაკებოდა და რომ ელაპარაკებოდა, ფეხის დადგმაც ხომ უჭირდა მერე. ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ. ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ. ამის სათხოვნელად ნამდვილად მივალ იმ ადგილზე, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებდა ბავშვობაში. ალბათ, დედაჩემის სულიც შემეწევა და არ ჩამითვლის სიტყვის გატეხად."       ასევე დაგაინტერესებთ:"ქმარი სამი თვე ჰყავდა. ბევრი ეტრფოდა; ყოველთვის უიღბლო სიყვარული ჰქონდა. შვილი კი უნდოდა, მაგრამ..." - დღეს ზეიკო ბოცვაძე 80 წლის გახდებოდა"70-იან წლებში მედიკოს თამამი იმიჯი ჰქონდა. ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა წითელი თმით, პომადით, პაპიროსითა და წითელი ლაქით..." - საინტერესო ფაქტები მედეა ლორთქიფანიძეზე

წყალმომარაგება

დედაქალაქი 1719861825

GWP წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.კომპანიის ცნობით, ზოგიერთ ქუჩას წყალი შეწყვეტილი აქვს. gwp აღდგენის დროს ასახელებს:სამგორის რაიონი, სოფ. დიდი ლილო, უშბის ქ. N 5 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/1/2024 12:10 დან 7/2/2024 00:10 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ. დიდ ლილოს (სრულად).ნაძალადევის რაიონი, უიარაღოს ქ. 2 გას. N 5 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 7/1/2024 13:00 დან 7/2/2024 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: უიარაღოს და მ.კეკელიძის ქუჩას.საბურთალოს რაიონი, სოფ. დიღომი, დიდგორის ქ. N 115 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/1/2024 17:40 დან 7/1/2024 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:დიდგორის და ბარათაშვილის ქუჩებს.საბურთალოს რაიონი, დიღომი 7, გოდერძი ჩოხელის ქ. N 27 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/1/2024 18:00-დან 7/2/2024 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დიღომი 7 და დიღომი 8 (სრულად)დიდუბის რაიონი, ფიროსმანის ქ. N 2 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/1/2024 18:00 დან 7/2/2024 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ფიროსმანი ვაგზლის მოედანი 2 გოგოლის ქუჩა N14- N34 (კენტები და ლუწები) თამარ N33 თევდორე მღვდლის N3, N5,N7.ვაკის რაიონი, წყალი შეგიწყდათ ავარიულად წყნეთი, ივანე მაჩაბელის ქ. N 29 თან ქსელზე დაზიანების გამო. წყალმომარაგება აღდგება 02/07 01:00-საათზე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს:უჩანეიშვილის 28-66, 41-69, გაზდელიანი, მაჩაბელი, ქორქია, ნუშის ბაღები, ბათიაშვილი, თბილისის, მშვიდობის ქუჩა, კაკლების დასახლებას და ნაძვების ქუჩას (სრულად) 

წყალი

საზოგადოება 1719776721

თბილისში წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

GWP-ის ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.გლდანი, ავჭალა 2, ტაბიძის ქუჩის N 11 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/30/2024 21:30 დან 7/1/2024 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ავჭალა 1 და ავჭალა 2ისანი, სოლომონ დოდაშვილის ქ.N37-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 6/30/2024 19:30 დან 7/1/2024 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დოდაშვილის ქუჩას მთაწმინდა, 9 აპრილის ქ.N 4-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 6/30/2024 19:15 დან 7/1/2024 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: 9 აპრილის და ჩიტაძის ქუჩებს.სამგორი, ქვემო ალექსეევკის დას. 1 ქ.N68-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 6/30/2024 18:30 დან 7/1/2024 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ქვემო ალექსევკას.საბურთალო, დიღომი 7, გოდერძი ჩოხელის ქ. 1 შეს.N10-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 6/30/2024 17:00 დან 7/1  01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დიღომი 7 და 8 -ს.კრწანისი, ფირდოუსის ქ.N3-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 6/30/2024 16:45 დან 7/1/2024 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:ფირდოუსის ქუჩას.

შუქი

საზოგადოება 1715535222

„ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა...“ - ნახეთ, დეტალურად ქუჩების ჩამონათვალი, სად გაითიშება შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ფერაძის, გოგიძის, სოლოღაშვილის, კვიჭიძის, ენუქიძის, ბობ უოლშის, გოგიაშვილის, გოდერძი ჩოხელის და შალიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, ცაგარელის, მიცკევიჩის, ბურძგლას, ცინცაძის, საბურთალოს და შმიდტის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და ენუქიძის ქუჩის მოსახლეობას.ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), რკინიგზის ჩიხის, ქიზიყის, ბაღდავაძის,ლორთქიფანიძის, კაიროს და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ნადიკვარის, ოქროყანის, მეფე სოლომონ II, კრწანისის, ვოლსკის, ჯაფარიძის, ორთაჭალის და კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგოლაურის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნანეიშვილის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის, ახმეტელის, შენგელიას და ბრონშტეინის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის ქუჩის მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:მელიქიშვილის ქუჩის მოსახლეობას.„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოებისდასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“

შუქი

საზოგადოება 1715368685

შუქი მთელი დღით გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ფერაძის, გოგიძის, სოლოღაშვილის, კვიჭიძის, ენუქიძის, ბობ უოლშის, გოგიაშვილის, გოდერძი ჩოხელის და შალიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, ცაგარელის, მიცკევიჩის, ბურძგლას, ცინცაძის, საბურთალოს და შმიდტის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და ენუქიძის ქუჩის მოსახლეობას. ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), რკინიგზის ჩიხის, ქიზიყის, ბაღდავაძის, ლორთქიფანიძის, კაიროს და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ნადიკვარის, ოქროყანის, მეფე სოლომონ II, კრწანისის, ვოლსკის,  ჯაფარიძის, ორთაჭალის და კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგოლაურის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნანეიშვილის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის, ახმეტელის, შენგელიას და ბრონშტეინის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის ქუჩის მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის ქუჩის მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

შუქი

საზოგადოება 1713500270

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ მისამართები

 სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, იაკობის, მუხის, კალოუბნის, წყაროთუბნის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის,  გმირ კურსანტთა და ჭელიძის ქუჩების მოსახლეობას.ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების, უშაკოვის, მთისძირის, მშველიძის, ყვარლის, ტვიშის, მესხეთის და ბახუტაშვილის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ),  დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, პეტრე იბერის, ფატმანის, მირიანაშვილის, თინათინის, დემეტრე თავდადებულის, სვანიშვილის, შალვა ახალციხელის, გიორგი ბრწყინვალის, ნესტან-დარეჯანის, ცამეტი ასურელის, რამაზის, ბერტა ფონ ზუტნერის, შერმადინის, ვეხტმანის, მარკო პოლოს, ცხაკაიას, შაქარაშვილის, მირიან მეფის, არჩილ მეფის, ფრედერიკ მონტერეის, კასტელის, ერედვის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, უსენის, რაინგესის, კლაპროტის, ვეფხისტყაოსნის, ხატაეთის, ტარიელის, ჰუგო ჰუბერტის, სტრაბონის, ნიკო ბურის, არქანჯელო ლამბერტის, ავთანდილის, მაჭავარიანის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის, სოფელი დიღმის, სოფელი  ზურგოვანის, მუხათგვერდის დასახლების, პატარა დიღმის აგარაკების, დიღმის წყლის უბნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის მასივის I კვარტლის, ფარნავაზ  მეფის  გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი გელოვანის, გოდერძი ჩოხელის, კატო მიქელაძის, ნიკოლოზ ჩაჩავას, გიორგი ციციშვილის, ბენედიქტე მაღლაკელიძის, ძმები კარბელაშვილების, გრიგოლ ფერაძის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულიძის, აისის, სიხარულის, ლაშა ლაშხიას, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ეგრისის, ხახულის, გიორგი ციციშვილის, შალვა კარმელის, გურამ ნიჟარაძის, ნიკოლოზ ქაშაკაშვილის, გიგა ჯაფარიძის, ივანე სარიშვილის, ნიკოლოზ ბერაძის, ტარიელ გვიმრაძის, შალვა გოგიძის, გრიგოლ ფერაძის, ქრისტინე შარაშიძის, ყურაშვილის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, გერგედავას, ლორთქიფანიძის, ჩახავას,  ჩხეიძის,  გეგეჭკორის,  მარიკა ბარათაშვილის, კარტოზიას, საბურთალოს, თამარაშვილის, ანტონოვსკაიას და 26 მაისის ქუჩების მოსახლეობას.ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, შატბერაშვილის, ნინო ჟვანიას, კეკელიძის და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, სადგური ლილოს ტერიტორიის,  საქნავთობის დასახლების, იოსებ ალავერდელის, გრიგოლ  ლორთქიფანიძის,  ბაღდავაძის, ქიზიყის, მამისაშვილის და კაიროს ქუჩების მოსახლეობას.კრწანისის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვოლსკის და  კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.ნაძალადევის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეჩხუმის, წმინდა მელქისედეკის, მუშკორის, მანჯგალაძის, ტრიკოტაჟის, ლიკანის, სააკაძის, თოფურია  ვალენტინის, ქართლელიშვილის, სვანეთის, კამალოვის, ნიკო მარის, თამარაშვილის, ნინუას, ვანის, საჭილაოს, სუმბათაშვილის, მეჯვრისხევის, წიკლაურის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ბეჟანიშვილის, ხევსურეთის,  ჩაქვის, კურნატოვის, გულრიფშის, სართანიას, ლოტკინის, ზესტაფონის, ზაჰესის, ჯანელიძის და გომბორის ქუჩების მოსახლეობას. 

შუქი

დედაქალაქი 1713466581

ხვალ შუქი მთელი დღით გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, იაკობის, მუხის, კალოუბნის, წყაროთუბნის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის,  გმირ კურსანტთა და ჭელიძის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების, უშაკოვის, მთისძირის, მშველიძის, ყვარლის, ტვიშის, მესხეთის და ბახუტაშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ),  დიღმის სასწავლო მეურნეობის,  დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, პეტრე იბერის, ფატმანის, მირიანაშვილის,  თინათინის, დემეტრე თავდადებულის, სვანიშვილის, შალვა ახალციხელის, გიორგი ბრწყინვალის, ნესტან-დარეჯანის, ცამეტი ასურელის, რამაზის, ბერტა ფონ ზუტნერის,  შერმადინის, ვეხტმანის, მარკო პოლოს, ცხაკაიას, შაქარაშვილის, მირიან მეფის, არჩილ  მეფის, ფრედერიკ მონტერეის, კასტელის, ერედვის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, უსენის, რაინგესის, კლაპროტის, ვეფხისტყაოსნის, ხატაეთის, ტარიელის, ჰუგო ჰუბერტის, სტრაბონის, ნიკო ბურის, არქანჯელო ლამბერტის, ავთანდილის, მაჭავარიანის და  პეტრიწის  ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის, სოფელი დიღმის, სოფელი  ზურგოვანის, მუხათგვერდის დასახლების, პატარა დიღმის აგარაკების, დიღმის წყლის უბნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის მასივის I კვარტლის, ფარნავაზ  მეფის  გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი გელოვანის, გოდერძი ჩოხელის, კატო მიქელაძის, ნიკოლოზ ჩაჩავას, გიორგი ციციშვილის, ბენედიქტე მაღლაკელიძის, ძმები კარბელაშვილების, გრიგოლ ფერაძის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულიძის, აისის, სიხარულის, ლაშა ლაშხიას, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ეგრისის, ხახულის, გიორგი ციციშვილის, შალვა კარმელის, გურამ ნიჟარაძის, ნიკოლოზ ქაშაკაშვილის, გიგა ჯაფარიძის, ივანე სარიშვილის, ნიკოლოზ ბერაძის, ტარიელ გვიმრაძის, შალვა გოგიძის, გრიგოლ ფერაძის, ქრისტინე შარაშიძის, ყურაშვილის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, გერგედავას, ლორთქიფანიძის, ჩახავას,  ჩხეიძის,  გეგეჭკორის,  მარიკა ბარათაშვილის, კარტოზიას, საბურთალოს, თამარაშვილის, ანტონოვსკაიას და 26 მაისის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, შატბერაშვილის, ნინო ჟვანიას, კეკელიძის და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, სადგური ლილოს ტერიტორიის,  საქნავთობის დასახლების, იოსებ ალავერდელის, გრიგოლ  ლორთქიფანიძის,  ბაღდავაძის, ქიზიყის, მამისაშვილის და კაიროს ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვოლსკის და  კრწანისის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეჩხუმის, წმინდა მელქისედეკის, მუშკორის, მანჯგალაძის, ტრიკოტაჟის, ლიკანის, სააკაძის, თოფურია  ვალენტინის, ქართლელიშვილის, სვანეთის, კამალოვის, ნიკო მარის, თამარაშვილის, ნინუას, ვანის, საჭილაოს, სუმბათაშვილის, მეჯვრისხევის, წიკლაურის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ბეჟანიშვილის, ხევსურეთის,  ჩაქვის, კურნატოვის, გულრიფშის, სართანიას, ლოტკინის, ზესტაფონის, ზაჰესის, ჯანელიძის და გომბორის ქუჩების მოსახლეობას.