29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
1785260233
საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, რომლებიც ბებიებს მიეძღვნა, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში სპეციალური თაროები განთავსდა.
თაროებზე მკითხველებს ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნები დახვდებათ ბებიებსა და ბავშვობის მოგონებებზე, მათ შორის:
·ჩემი რჩეული - ნოდარ დუმბაძე 1ტ, მე, ბებია ილიკო და ილარიონი, მოთხრობები
·ძველი ფურცლიდან - რევაზ ინანიშვილი
·გოდერძი ჩოხელის მოთხრობები
·ბანდიტი ბებია - Liber kids
·ბანდიტი ბებია ბრუნდება - Liber kids
·ბებია, სურათები სოფლის ცხოვრებიდან - ბოჟინა ნემცოვა
·ჩემი აფრიკელი ბებია - მარიამ წიკლაური
·წერილს გწერ, ბებიას - ნინო ნანეიშვილი
·ბებიამ მთხოვა თქვენთვის მეთქვა, რომ ბოდიშს იხდის - ფრედრიკ ბაკმანი
აღნიშნული თაროები ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელის შემდეგ ლოკაციებზე: ვაკის პარკი, ჭავჭავაძის 2, გაგარინი, გალერეა თბილისი, ბიბლუსი გალერი ბათუმში, ბიბლუსი გალერი ქუთაისში, საბურთალოს სითი მოლი.
საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.