11 მარტს შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ნათურა

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, მედეა ჩახავას, უნივერსიტეტის, მარიკა ბარათაშვილის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, პეტრე ქავთარაძის, ლორთქიფანიძის, ჩხეიძის, სხირტლაძის, გიორგი გეგეჭკორის და ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, გოდერძი ჩოხელის, ნაქულბაქევის, სამაჩაბლოს, დემეტრე თავდადებულის, კოსტავას, ბერულავას, ასი ათასი მოწამის, ზუხბაიას და ხელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ღლონტის, ჭირნახულის და ტყემალაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონის, გუდამაყრის და სანერგეს ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, რიჩარდ ჰოლბრუკის, ისნის, ფერიცვალების, ლეხ კაჩინსკის, დოლაბაურის, დესპინე გელოვანის, კაჭარავას, ზახაროვის, ჩეხოვის, მეფე სოლომონ ბრძენის, მათიაშვილის, სოლომონ დოდაშვილის, სოფრომაძის, სანაპიროს, შავსოფლის, ონიანის, დუტუ მეგრელის, წერნაკის, ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, რუისის, ბოჭორიძის, ბოდბის, ბოჭორმის, ჯორჯაძის, უჯარმის, იალბუზის, სამასი არაგველის, ურბნისის, პატარძეულის და იორის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.