ცაგერის კულტურის ცენტრში სპექტაკლის ,,ადამიანთა სევდა“ პრემიერა გაიმართა

ცაგერის კულტურის ცენტრში სპექტაკლის ,,ადამიანთა სევდა“ პრემიერა გაიმართა

ცაგერის კულტურის ცენტრში გაიმართა სპექტაკლის პრემიერა, რომლის რეჟისორი გახლავთ დარეჯან საღინაძე.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მუნიციპალური თეატრების ხელშეწყობის მიზნით, გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ცაგერის კულტურის ცენტრმა, რის შედეგადაც სამინისტროს მიერ დაფინანსდა ცაგერის სახალხო თეატრის სპექტაკლი ,,ადამიანთა სევდა“ - გოდერძი ჩოხელის ნაწარმოების მიხედვით, თანადამფინანსებელი ცაგერის მუნიციპალიტეტი.

სპექტაკლში გრიგოლ მდივნის სახელობის ცაგერის სახალხო თეატრის დასთან ერთად მონაწილეობდნენ ლეჩხუმელი ახალგაზრდები, ნიჭიერი თაობა, რომელთაც უყვართ ქართული თეატრი და სასცენო ხელოვნება, ისინი აქტიურად არიან ჩართული მშობლიური კუთხის კულტურულ ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლმა დიდი წარმატებით, აპლოდისმენტების თანხლებით ჩაიარა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე.

ცაგერის კულტურის ცენტრში, გრიგოლ მდივნის სახელობის თეატრში კიდევ ერთი დაუვიწყარი სანახაობა შედგა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, თეატრალური საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამაზ დაუშვილი, მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ონისე ჩაკვეტაძე, ბიზნესმენი სერგო ხაბულიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.