სააკაშვილი

პოლიტიკა 1765301707

„ქართველმა ხალხმა რადგან ჯერ ვერ მოიცალა, რომ ჩემთვის ციხის კარი გაეღო, გადავწყვიტე, თვითონ გაგიღოთ კარები და შიგნით შემოგიპატიჟოთ...“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პირობებზე წერს.„წერილი რუსთავის კალათბურთის ციხის ლიგიდან, მინდა, ცოტა გაგახალისოთ.რადგან ქართველმა ხალხმა ჯერ ვერ მოიცალა, რომ ჩემთვის ციხის კარი გაეღო, გადავწყვიტე, მე თვითონ გაგიღოთ ეს კარები და შიგნით შემოგიპატიჟოთ.მოკლედ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესება – ქართული პოლიტელიტის და ინტელექტუალების ამჟამინდელი კლუბი – welcome!ყვარყვარეს ციხე ძალიან გადატენილია, მე შემიძლია, სამი წლის წინანდელ მდგომარეობას შევადარო. დერეფნებში მუდმივი ტრაფიკია. სახე-აჭარხლებული ბადრაგების რაციიდან მუდმივად ისმის ხმა – ამასთან ადვოკატი მოვიდა, ის სასეირნოდ ჩაიყვანეთ, სხვა დააყოვნეთ და ა.შ.რადგან ბადრაგს შევეხე, აქ ისინი იყოფიან ორ ძირითად კატეგორიად თვალების მიხედვით – შუშისთვალებიანებად და თანამგრძნობ-თვალიანებად. დაახლოებით შუაზე არიან გაყოფილები. ამ ორივე კატეგორიას და ციხის უფროსს შორის არის რეჟიმის 2 უფროსი – 1 ბოროტი და 1 უფრო ადამიანური. ბოროტმა თავი ჯერ კიდევ 3 წლის წინ გამაცნო, როცა ჩემს მოსანახულებლად მოსული ბუბა კიკაბიძე ჩემ თვალწინ ცუდად გახდა, ხოლო ამ ტიპმა ცოცხალი თავით ექიმი არ შემოუშვა. შედარებით ადამიანური სამ დღეში ერთხელ გვეცხადება და წვრილმან საკითხებს გვიგვარებს.როგორც უკვე აღვნიშნე, თითქმის ყველა ვართ აქ ის ხალხი, ვინც ივანიშვილის პარლამენტში არ შევიდა და აქაოდა არ გეგონოთ, არ შეხვედით და თავისუფლად ივლითო, ჭორვილელმა აქ მოუყარა თავი, აქ არის თავისუფლების მოედანზე პერფორმანსის მომწყობი, მსოფლიოში სახელგანთქმული მომღერალი, რომელზეც სულ მახსენდება „აბა ყვავების ვინ დაიჭერს კარგო, გალიაში ბულბულები ზიან“ ის ჩემს ქვემოთ იმყოფება და როგორც ჩანს არ ემღერება.სამაგიეროდ, ყოველ საღამოს ქვემოდან მოგვესმის კატის ჭყავილი, რომლის ხმასაც ჩემი კიეველი ფისოს (მიშას) კნავილს ვამსგავსებ. ჩემგან ერთი საკნის იქით არის კაცი, რომელსაც დეკლარირებულად არ სურს ჩემთან 1 ჰექტარზე ყოფნა, მაგრამ არ უჯერებენ და ჩემგან 7 ნაბიჯში (საკუთარი ფეხით გადავზომე) ამყოფებენ.ჩემ გვერდით საკანში ერთ დროს მაფიასთან შეუპოვრად მებრძოლი პროკურორია, რომელიც ჩემ მიმართ სოლიდარობას იმით გამოხატავს, რომ როცა მე კარებზე კაკუნით ბადრაგს ვიძახებ, და ბადრაგი არ მოდის, ისიც იწყებს კაკუნს, მადლობა მურთაზ, მე ყოველთვის მესმის და ვაფასებ.როგორც სტალინი იჭერდა ძველ რევოლუციონერებს, აქაც ჯურღმულში იმყოფება ძველი რევოლუციონერი ჩე გივირა (თარგამაძე) რომელიც თავის დროზე შიშის ზარს სცემდა შუა აზიის დიქტატორებს და ლუკაშენკოს. ახლა კი ჩემი არ იყოს ოპუსებს წერს ციხიდან.რაც შეეხება რუტინას, დღეში ერთხელ ადვოკატს ვხვდები და როცა ზოგჯერ ვერ მოდის, თავს იმ ბალღივით ვგრძნობ, საბავშვო ბაღში რომ არ მიაკითხეს. გარდა ამისა ყოველდღე ვმონაწილეობ კალათბურთის საერთაშორისო ტურნირში. ტურნირი ტარდება სეირნობისთვის გამოყოფილ ვოლიერში, დაახლოებით 30 კვადრატულ მეტრში, სადაც ზემოდან ჯერ გისოსებია და შემდეგ ცა.თავის დროზე „ნორჩ დინამოელში“ ვთამაშობდი, სადაც ლევან ინწკირველი მწვრთნიდა, შემდეგ კიევის უნივერსიტეტის გუნდში ბევრ აფრიკელ სტუდენტთან ერთად. ჰოდა ახლა დავუბრუნდი სიყრმეს და მე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რეგულარულად ვეთამაშები და ვამარცხებ აი იმ უკრაინის მოქალაქეს, ზელენსკის რეფორმათა თავმჯდომარედ რომ მუშაობს, ყოველდღე ორ ნახევარ საათიან ტაიმს ვთამაშობთ. ერთი კია, რომ ადმინისტრაცია უარს მეუბნება მედლის გადმოცემაზე, იმ მოტივით რომ ბურთი სტანდარტებს არ შეესაბამება და ვოლიერში ფარი არ ჰკიდია, თანაც ამტკიცებენ რომ ზელენსკის წარმომადგენელს კი არა, საკუთარ თავს ვეთამაშები (ნუ შეიძლება არ ცდებოდნენ) ამიტომ ვაპირებ კალათბურთის ფედერაციის გვერდის ავლით, პირდაპირ FIBA-ში ჩივილს, რომ თუ ჩემს სხვა დამსახურებებს არ აღიარებთ, სპორტული მიღწევები მაინც დააფიქსირეთ თქვე უღმერთოებო თქვენა!ვოლიერში არის კიდევ ერთი ბედნიერება, მე-4 წლის მზის უნახავმა, როგორც იქნა დავინახე მზე. ნუ მთლად ასე ადვილად არა, მზე ვოლიერს ისე უდგება, რომ უნდა ძალიან გაიჭიმო ფეხისწვერებზე, რომ შუბლზე და თვალებზე მოგანათოს და კიდევ თუ იხტუნავებ, მთელს სახეზე იგრძნობ. მოკლედ მზეთუნახავიდან გარდავიქმენი – მზეზე მხტომარე არსებად.ტურნირიდან სართულზე ამოსვლისას უკვე გვარამიას საკნის მიმდებარე ტერიტორიაზე (დერეფნის დასაწყისში) დერეფნის ბოლოდან, სადაც ჩემი საკანია, ცხვირში მხვდება შემწვარი თევზისა და ხახვის მძაფრი სუნი, დაახლოებით ისეთი ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის დროს საერთო საცხოვრებელში რომ გამოდიოდა, ჩინელი სტუდენტების ოთახებიდან.საქმე იმაშია, რომ ციხის საკვებზე თავიდანვე უარი ვთქვი. ერთადერთხელ გამოვართვი პური, რომელსაც დმანისის სამარხებში ნაპოვნის გემო ჰქონდა და ვუკვეთავ საკვებს ციხის მაღაზიიდან. ოღონდ ეს მაღაზია თქვენ რამე რესტორანი არ გეგონოთ, თუმცა რესტორანზე ბევრად ძვირია. შეკვეთის მიღებას 3-4 დღე უნდა და თან არ გქონდეთ ილუზია, რომ რასაც შეუკვეთავ იმას მოგიტანენ.მე მაგალითად, წინა კვირას შევუკვეთე ქათამი და ამათ მომიტანეს სკუმბრია. მერე ხაჭაპური და ამათ მოიტანეს მყრალი გაყინული სტავრიდა. მერე ამ ყველაფერს ხო მომზადება ხომ უნდა – ხოდა შევიძინე თურქული ელექტრო ტაფა (რა თქმა უნდა, უხარისხო და ატკატით ნაყიდი – 150 ლარი ღირდა). უკვე მესამე ტაფა შევისყიდე, ვინაიდან ამ ტაფის ჩართვა უფრო საფრთხიანია, ვიდრე პარაშუტით გადმოხტომა. წინა ორი ტაფა ამიფეთქდა, ისე რომ შნურიდან ცეცხლი გამოვიდა, ხოლო სახურავი ორჯერ შემეყარა სახეში წვრილ ნამსხვრევებად.ხოდა ვარ ასეთ გაწამაწიაში, მთელი კედლები წინა ტაფების ნარჩენებში და შხეფებშია. მერე ამ ყველაფერს გარეხვა უნდა და მე ჩემი გამოუცდელობით, მთელი ორი კვირა ჭურჭელს ტუალეტის სარეცხი დომესტოსით ვრეცხავდი, ხოლო ტუალეტს ჭურჭლის სითხით. ტუალეტი რა თქმა უნდა თურქულია, ხოლო თუ მუხლებზე პრობლემა გაქვთ, მისით სარგებლობა ყოველ ჯერზე ოლიმპიურ ასპარეზობას ემსგავსება.ნუ ხომ კიდევ ბადრაგის ოთახში რამდენჯერმე ის კაცი მომხვდა თვალში, თვალებმოჭუტული, რომელიც სწორედ ისაა ვინც სამი წლის წინ ამ ციხეში საკვები შემომიტანა, რომლის გასინჯვის შემდეგ ერთი წელი სიკვდილთან ძალიან ახლოს ვიმყოფებოდი და დღემდე ვერ ვგრძნობ კიდურებს და უამრავი სხვა დატოვებული სიმპტომი მაქვს. ხოდა დაახლოებით შორიახლოს ჩასაფრებულ ნიანგს ჰგავს ეს სიტუაცია. სხვათა შორის ბადრაგების ოთახში მუდმივად აქვთ ჩართული ოპოზიციური არხები, ხოლო კვირის ბოლოს მთელი ხმით აღრიალებენ „ნოდარ მელაძის შაბათს“.იმ დღეს სოფო მოვიდა ყოველთვიურ ვიზიტზე (ფანჯრის აქეთ-იქიდან ვსაუბრობთ ტელეფონით, რომელიც სულ წივის) და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცხებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა, გრძელი დერეფნებით, რომლებიც გეგონება არ მთავრდება, გასაღებების და რკინის კარების ჩხაკუნით, ნახევრად ბნელი, მოქუფრული სივრცეებით, მოღუშული თანმხლები ბადრაგით. სოფოს ასევე უცებ გაახსენდა მრავალი წლის წინ „ვერის უბნის მელოდიებში“ თამაში, როცა მას, როგორც მრეცხავ ვარდოს , ციხეში სვამენ შეშის მოპარვისთვის.ეს ყველაფერი ნახევრად ხუმრობით და ისე ამ ღირსეული ადამიანების ყოველი შემდეგი დღე ციხეში დიდი დანაშაულია მათი გამომკეტავების. ეს ხალხი ახლა საოპერო სცენებს უნდა იპყრობდეს, ახალ იუსტიციის სახლებს იგონებდეს, ახალ მედიებს ქმნიდნენ, ნამდვილ პარლამენტში უნდა ისხდნენ – მოკლედ ქვეყანას, რომელთაც ესენი ძალიან სჭირდებათ, უნდა ემსახურებოდნენ, ხოლო დანარჩენ პატიმრებს ბევრად უფრო ადამიანური მოპყრობა სჭირდებათ.დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

gia

ტაბლოიდი 1721579301

"არ იცოდა, არ ელოდა, ვერ ხვდებოდა... და მან თქვა..." - გია ფერაძემ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა

გია ფერაძე უმცროსმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა. ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.გიას საცოლე ქსენია ბეზუგლოვაა, რომელზედაც მაისში ამცნო საზოგადოებას, როდესაც პრემიერა ითამაშა და რჩეულს დონ კიხოტის საყვარელი ქალის სახელი - თავისი დულსინია უწოდა. გია ფერაძის უმცროსი ვაჟი ფეისბუქზე ამგვარ ტექსტს აქვეყნებს."მან თქვა - კი! მიყვარხარ!ბოლო მომენტამდე ყველაფერი საიდუმლოდ იყო შენახული. და ეს მოხდა კინოფესტივალის დასკვნით საღამოზე. მან არ იცოდა, არ ელოდა, ვერ ხვდებოდა, თუმცა შინაგანად მზად იყო, ისევე, როგორც მე!ჩვენი პირველი შეხვედრის დღიდან მე ზუსტად ვიცოდი, რომ ის სწორედ ის იქნებოდა, ვისაც ხელს ვთხოვდი. მადლობა ყველას, ვინც გვერდით გვყავდა... მადლობა შენ (გია მიმართავს საქორწინო ბეჭდის იუველირს) იმ შედევრისთვის, რომელსაც ქსენია საერთოდ აღარ იხსნის" - წერს გია ფერაძე.ასევე დაგაინტერესებთ:"სულ მალე ველოდები შვილს... მე და ჩემს მეუღლეს სულ გვინდოდა საერთო შვილი..." - ნინო თოლორდავა"ამ ჯენტლმენმა საკუთარი ფეხსაცმელი მათხოვა და გადამარჩინა“ - რა კადრებს აქვეყნებს ხატია ბუნიათიშვილი"19 ივლისს გონიოში იყო ხოლმე, თევზაობდა, სუფრას შლიდა...“ - მოგონებები ბუბა კიკაბიძეზე, რომელიც დღეს 86 წლის გახდებოდა

buba

კულტურა 1721406685

„19 ივლისს გონიოში იყო ხოლმე, თევზაობდა, სუფრას შლიდა...“ - მოგონებები ბუბა კიკაბიძეზე, რომელიც დღეს 86 წლის გახდებოდა

19 ივლისს ბუბა კიკაბიძე 86 წლის გახდებოდა. ამ დღეს, უკანასკნელი 15 წლის მანძილზე, არტისტი თავის აგარაკზე - გონიოში ატარებდა. მოუბეზრებლად თევზაობდა, ტრადიციულად "სადაბადებისდღეო" კონცერტს ატარებდა და პატარა სუფრასაც შლიდა. ზღვაზე ყოფნა და ბათუმი უყვარდა. გულით უმღეროდა საყვარელ ხალხს და თავის ქვეყანას... ბუბას გონიოს სახლში, დღეს, ტრადიციის დაურღვევლად, სიმბოლური სუფრა გაიშლება. არტისტის გერი, მარინა საღარაძე ეცადა, 19 ივლისს ბუბას ხსენება, დღეს ამ სახლის კედლებში ყოფილიყო... ის „პრაიმტაიმთან“ საყვარელ მამობილს და დიდ მეგობარს იხსენებს. მარინა საღარაძე: ამ დღეს გონიოში იყო ხოლმე. ძალიან უყვარდა აქ ყოფნა, თევზაობა. კარგად ისვენებდა. თან თავისი დაბადების დღისთვის პატარა სუფრას შლიდა. ტრადიციულად 19 ივლის კონცერტს აკეთებდა ბათუმში. გიჟდებოდა აქაურობაზე. ამ დღის გატარება აქ უნდოდა ბოლო 15 წლის მანძილზე. ახლა მეც გონიოში ვარ. ხელი აქ არაფრისთვის მიხლია. როგორც დატოვა, ისეა ყველაფერი. ანკესებიდან დაწყებული, რაც უყვარდა, ყველაფერი აქ არის.ანკესების კოლექცია დატოვა. ყველა ქვეყნიდან ჩამოჰქონდა. სერიოზული მეთევზე იყო. თავის მეგობართან, ფანტასტიკურ პიროვნებასთან, გურამ მელივასთან ერთად თევზაობდა ხოლმე. თევზაობის თავისი რიტუალი ჰქონდათ. იყვნენ ერთ ამბებში, თავგადასავლებში. მერე ჰყვებოდნენ და ვიხოცებოდით სიცილით.ერთხელ, სადღაც, მდინარეზე წასულან სათევზაოდ. სერიოზული დინება ყოფილა. ბუბა ნავში რომ ჩამჯდარა, დინებას გაუტაცებია ნავიანად. გურამი ნაპირით დადევნებია. მოსულან ადგილობრივი სოფლელები და ძლივს გაუჩერებიათ დინებისგან გატაცებული ბუბა. ამას თვითონ ისე ჰყვებოდნენ, ცოცხალი ვერ გადარჩებოდი.თევზზე დიდად არ გიჟდებოდა, თევზაობის პროცესი უყვარდა. შეეძლო საათობით მდგარიყო, მჯდარიყო და ეთევზავა. გიჟდებოდა ყვარლის ტბაზე. მეც დავყავდი. იქ ბევრი წელი იარა სათევზაოდ.საერთოდ, საქართველოში მოგზაურობა უყვარდა. სამშობლო უყვარდა და სხვაგან ვერსად ჩერდებოდა. სამ კვირაზე მეტ ხანს, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ვძლებო, ამბობდა. უცხოეთში ვიყავი და როდის დავბრუნდებოდი. მეც ერთი სული მქონდა. 19 რიცხვში გონიოში მინდოდა ჩამოვსულიყავი. ეს სახლი ამ დღეს დაკეტილი რომ არ ყოფილიყო და მიხარია, რომ ჩამოვასწარი...ჩემი ძმა კანადაშია. ჩემი შვილი და ძმისშვილი ავლენ დღეს საფლავზე. სხვა რა შეგვიძლია? ადამიანი მიდის და მორჩა... დედა, ბუბა და მამაჩემი რომ წავიდნენ ჩემი ცხოვრებიდან, სულ სხვანაირი გახდა ცხოვრება თავისი დამოკიდებულებებით. დაუსრულებლად ვურთიერთობ მათთან. ამაში ვიჭერ ჩემს თავს. ვგრძნობ, რომ ბუბა ძალიან დიდი დანაკლისია საზოგადოებისთვის. საქართველოს გაეცალა ნიჭიერი ხელოვანები, რომლებიც ამ ქვეყნის სახელს ქმნიდნენ. მათი არსებობა და მოღვაწეობა ძალიან ბევრს ნიშნავდა. ბევრი აღარ არის... გეტყვით სიახლეს - ბუბას სახელობის საქველმოქმედო ფონდს ვაყალიბებთ. თვითონ მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას ეწეოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მისი სახელობის ფონდით მისი საყვარელი საქმე გაგრძელებულიყო. ასევე დაგაინტერესებთ:"შვილი რომ არ მყ­ოლოდა, ჩემი გა­დაწყვეტილება იყო. თავი მუსიკას შევწირე და ეს არ მინანია" - ლიანა ისაკაძის გულახდილი ინტერვიუ "პრაიმტაიმთან" (არქივი)"იშვიათად იღიმებოდა, ტრაგიკული პიროვნება იყო...“ - ფრუნზიკ მკრტჩიანი 94 წლის გახდებოდა„მახსოვს როგორ ველაპარაკე ზუსტად ერთი წლის წინ, ყოველი დღე შენთვის არის დე...“ - მარიკუნა მიქატაძის შვილის ემოციური წერილი

artists

კულტურა 1702486804

ლეგენდები, არტისტები და ხელოვანები, რომლებსაც 2023 წელს დავემშვიდობეთ

2023 წელს ბევრი ხელოვანი დავკარგეთ. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ოცამდე არტისტის იმიერში გადასვლა, ბევრია... მით უფრო, როდესაც ამგვარი მასშტაბური ადამიანების წასვლით, ძალიან ვღარიბდებით. წლის დასაწყისში "მიმინო" გაგვიფრინდა... ეპოქალური ბუბა 15 იანვარს წავიდა... ნათლისღების დღეს, მშობლიურ ვერაზე, "წუთისოფლის ეტლმა, ჭენებ-ჭენებით გააქროლა" ჩვენი ლეგენდა. ვახტანგ კიკაბიძე საქართველომ გულიდან წამოსული ცრემლით გააცილა...ტაში და აღიარება, რომელიც მთელი ცხოვრება თესა, საბოლოოდ უკანასკნელ გზაზე მოიმკა და შლეიფივით თან გაიყოლა..."სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა..."  დიახ, ბუბას პროცესია ვარდისფერი იყო, სიყვარულის და ვარდის ფურცლებისფრად მეფურიც და ფაქიზიც.სევდიანი იყო სცენა, საიდანაც ჩვენი მიმინო ჯერ აფრინდა, შემდეგ მთელი ცხოვრება, დიადი კამარა შეკრა და 2023 წლის 19 იანვარს, მარადიულ განსასვენებლამდე, რამდენიმე საათით შეისვენა. შესვენება იყო ცრემლიან- ყვავილიანი. მადლიერი აპლოდისმენტებით გული იჯერა და ისე წავიდა. მაგრამ ეს სულ სხვა ტაში იყო. ის არაფრით ჰგავდა ბუბას შესრულებით აღტაცებულ აპლოდისმენტებს. იყო სევდიანი, მადლიერებით გაჟღენთილი და სამარის კარამდე მიმცილებელი.ბუბა ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ლოგო იყო... თავის გმირებსაც ჰგავდა... ჰქონდა ღირსება და დიდი სიკეთე" - ცნობილი ქართველები 84 წლის ლეგენდას ასე გამოემშვიდობნენ...მეორე ლეგენდა და მისი თაობის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი - ჯემალ ღაღანიძე მარადისობას 3 თებერვალს შეერთო. 89 წლის მსახიობმა უკანასკნელი წლები, ძირითადად, მწოლიარემ გაატარა. უბედნიერესს ხდიდა ყურადღება, მოკითხვა და სცენაზე დაბრუნების იმედი უთბობდა სიბერისგან გაფერმკრთალებულ წლებს. "კეთილშობილი, კომფორტული და ნამდვილი" - ეს იყო შეფასებები, რომლითაც არტისტს ახასიათებდნენ. მურმან ჯინორია: რა ხიბლი ჰქონდა ამისთანა ჯემალ ღაღანიძეს, რომ ის ხალხს უყვარდა? ეს ხიბლი ან გაქვს, ან არ გაქვს. მას ვერავინ მოგცემს. სცენაზე რომ გამოვიდოდა, ყველა მას უყურებდა, შენატროდა. იმ 70 წლის მანძილზე , რაც მან რუსთაველის თეატრის სცენაზე გაატარა, რამდენ ადამიანს მიანიჭა სიხარული. ეს სიხარული გაჰყვეს მას იმ ქვეყნად...ერთია, რომ კარგი მსახიობი ხარ, მეორეა, რომ ხარ კომფორტული ადამიანი. ის კომფორტული იყო ოჯახშიც, თეატრშიც, სამეგობროშიც, სუფრაზეც, სიმღერის დროსაც.12 აპრილს, 58 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ბესო მეგრელიშვილი.ქეთი ქიტიაშვილი: 1 აპრილს სპექტაკლი ვითამაშეთ და იქიდან მხიარულები წამოვედით. ბესოზე რატომღაც გავიფიქრე, რა ყოჩაღად არის-მეთქი. მომეწონა, კარგად ითამაშა, კმაყოფილი ვუყურებდი კულისებიდან და ჩემი შეგრძნებები მახსოვს. მაგრამ ეს არ ყოფილა არანაირი წინათგრძნობა. ვერც ვიფიქრებდი, რომ რამდენიმე დღეში მასზე წარსულში მომიწევდა საუბარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუდმივები ვართ. არ ვუფრთხილდებით ჯანმრთელობას. არადა, რა არის ადამიანის ცხოვრება.9 მაისს გარდაიცვალა პოეტი ბერდია არაბული. ხევსურეთმა თავისი 61 წლის კაი ყმა იგლოვა. ეთერ თათარაიძე: როგორც ის დამამახსოვრდა, ეს მისგან წამოსული სინათლეა. თავისი კუთხის, ხევსურეთის ძალიან ერთგული იყო. მოუშორებლად იქ იყო. ქართულს ასწავლიდა.უთქმელი ადამიანი იყო. ნამდვილი მთის კაცი. როდესაც შეგვხვდებოდა, დიდი სითბოთი და სხვანაირი სიკეთით გამორჩეული მამახსოვრდებოდა, თავისი ნაღვლიანი ღიმილით. ეგეთი იყო. ძალიან არ გასამეტებელი ადამიანი იყო. მისნაირები უვლიან ხევსურეთს ახლა და აცოცხლებენ. თბილისში ისწავლა, თავის კუთხეში დაბრუნდა და იქაურობას შეეწირა. მაისში გარდაიცვალა 51 წლის პოეტი ლევან ალავერდაშვილიც. უავადმყოფია, როგორც ახლობლები წერენ. ლევანი მშობლიურ ქიზიყში ცხოვრობდა. დედაქალაქს მაშინ სტუმრობდა, როდესაც "საჭირო" იყო. არ უყვარდა ქალაქი. ფესვებთან ახლოს ყოფნითა და ვაზის მოვლით გართულს, მიწის სუნით გაბრუებულსა და ღვინისფრად შესხვაფერებულს, სამრეკლოში ნახავდით. ეს მისი სოფლის სახელია, ამგვარად რელიგიურად პოეტური.ლევანას (ასე ეძახდა თავის თავს) პოეზია გულიდან წამოსული რითმების სიმფონიაა, რომელიც კითხვისას გასხვაფერებს და უკეთესს გხდის. ***გასულ ზაფხულს მარიკუნა მიქატაძემ სრული შოკი მიგვაღებინა! გია ფერაძის 39 წლის ქალიშვილის მოულოდნელმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ზაფხული შუაზე გადატეხა.მარიკუნა 14 ივლისს საბერძნეთში გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მოტოციკლეტიდან გადავარდა... მარიკუნა მოდის სფეროში მოღვაწეობდა. ომის დაწყებამდე, ცხოვრობდა და მუშაობდა უკრაინაში.ნანახი თუ გყავდათ, ამ ტრაგიკული ბედის მანტიით მცხოვრები გოგონას სევდიან თვალებს, ვერასდროს დაივიწყებდით. ადვილი არ იყო მთელი ცხოვრება ევლო აჩრდილითა და ხმით - მამამ დედა მოუკლა...აპატია? ალბათ, ბოლომდე ვერც შეძლებდა ამის შენდობას. იყო ვარსკვლავური, მომხიბვლელი და სევდიანი...შავი თმით, ყურზე რგოლებით, გაბუტული ტუჩებითა და სევდიანი თვალებით - მარიკუნა სულ ასეთი ემახსოვრება ყველას... 17 ივლისს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მოცეკვავე, ომარ მხეიძე. ნატალია მხეიძე: ბაბუ არ ტოვებდა არც ერთ კონცერტს, შეკრებას, დაჯილდოებას და მსგავს ღონისძიებებს. ძალიან ბევრს და ხშირად დადიოდა მთასა თუ ბარში. მისი პროფესიით ცოცხლობდა. მამა ხშირად სთხოვდა, რომ ასაკის გამო ამდენი აღარ ევლო, ცუდად რომ არ გამხდარიყო; ამაზე ომარი ბრაზდებოდა, რა დროს ეგ არისო. 86 წლამდე ამ რეჟიმით იცხოვრა. ძალიან უყვარდა სიცოცხლე. ბოლოს, როდესაც აღარც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს და აღარც მეხსიერება, არასოდეს დავიწყებია "სუხიშვილების" პერიოდი, არც ერთი დეტალი. არ ახსოვდა არაფერი, მაგრამ ახსოვდა "სუხიშვილები". ახსოვდა ყველა კონცერტი, ყველა ჯილდო81 წლის გოგი ხარაბაძემ თავისი უკანასკნელი განსასვენებელი, 20 აგვისტოს, მახათას მთაზე დაიდო.პირადმა ტრაგედიამ მოწყვიტა ყველაფერს და როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, შვილმკვდარი უფალს დაუახლოვდა... მგლოვიარეთათვის პატრიარქი აუწონავი ნუგეშისმცემელია; მსახიობი ხშირად სტუმრობდა მას და ერთ-ერთ ვიზიტზე, რომელსაც საქმიანი ეთქმოდა, ასეთი რამ მოჰყვა;გოგი ხარაბაძემ 14 წლის წინ „ბიბლიის“ პირველი სრული აუდიო ვერსია ჩაწერა, დაბადებიდან – აპოკალიფსის ჩათვლით. პატრიარქმა ორწლიანი ნაშრომი 2009 წლის 1 მაისს ჩაიბარა და მას "საუკუნის პროექტი" უწოდა. პროექტის პროდიუსერები მერაბ სანოძე, გიორგი ხარაბაძე (უმცროსი) და თამარ ცაგარეიშვილი გახლდნენ. ბუნებრივია, „ბიბლია“ პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და წინამძღვრობით ჩაიწერა. გოგი ხარაბაძე თითქმის ყოველ კვირა დადიოდა პატრიარქთან, ხშირად ესაუბრებოდა უწმინდესს, ლოცვა-კურთხევას იღებდა. მაქსიმალურად ემზადებოდა ამ პროექტისთვის. უზარმაზარი შრომა ჩადო, რომ მაღალ დონეზე შესრულებულიყო.20 აგვისტოს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი თემო გოცაძე."ყველაზე მეტად მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო, ამბობდა. ძალიან დააკლდა, განიცადა და მალევე წავიდა კიდეც.კი ვითომდა თავი ხელში აიყვანა, კუს ტბაზე დადიოდა, რომ გაევლო, გამოევლო, თითქოს სიძლიერე გამოიჩინა, მაგრამ მაინც არ გამოუვიდა.მე ვფიქრობ, რომ მარინა რომ ცოცხალი ყოფილიყო, თემოს სიცოცხლე გახანგრძლივდებოდა. მამაკაცი უფრო სუსტია, მოსავლელია, ამიტომ თემოს მარინა ძალიან დააკლდა, განიცადა და დაეტყო კიდეც; საყვარელი ქალის წასვლის შემდეგ, თავადაც საკმაოდ მალე წავიდა... " - ნანა ფაჩუაშვილი თემო გოცაძეს იხსენებსინგა ფერაძე 9 ოქტომბერს ბრიუსელში გარდაიცვალა. უკანასკნელი განსასვენებელი მახათას მთაზე, პანთეონში დაიდო... დრამატიზმით სავსე, დუდუკის ხმოვანი ვოკალის მუსიკოსი, მონატრებულ მშობლიურ მიწას საუკუნოდ შეუერთდა.პერიოდულად ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში ევან­გე­ლის­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ლობ­და.  ადამიანი, რომლის კეთილშობილებასაც არანაირი საზღვარი არ გააჩნდა, უანგაროდ ბოლომდე ერთგული... ყველაზე დიდი ოცნება საქართველო, სიმღერა იყო.28 ოქტომბერს შეუცვლელი არსაკიძე აღესრულა. კაცი, რომელმაც ისე განასახიერა ეს გმირი, რომ მას მართლა სვეტიცხოვლის აღმშენებელთან აიგივებდნენ.თენგიზ არჩვაძემ 91 წელი ისე გაატარა ამ მღვრიე წუთისოფელში, რომ არ გასვრილა."სულს აღზრდა უნდა. დღეს ვერ იცლიან ამისთვის თუ არ იცლიან, არ ვიცი. კუნთების ჩამოყალიბება ადვილია, სულისა - ძნელი... ამის გარეშე კი... ერთ მეგობარს ვუთხარი: რა არის, სულ ღორივით (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ უნდა ვთქვა) ძირს რომ იყურები, საშოვარზე. აიხედე, ნახე რა ზეცაა; შენ ისე ცხოვრობ, ცა არ გინახავს-მეთქი!მე სულ ზეპირად ვიცოდი ცარგვალის განლაგება, ირმის ნახტომი, დიდი დათვი, პატარა დათვი... თუშეთში ცეცხლს დავანთებდი, ნაბადში გავეხვეოდი და გარეთ ვწვებოდი დასაძინებლად, იმიტომ კი არა, რომ სახლში არ შემეძლო ღამის გათევა, გარეთ ცას მივჩერებოდი. ვუყურებდი, როგორ მოგზაურობდა ცისკრის ვარსკვლავი. მეც მათთან ერთად ვსერავდი ცის კაბადონს...სამზეოსკენ უნდა გაიხედო. იცით, რა არის სამზეო? მე კუს ტბაზე დავდიოდი ფეხით. იქ, ზევით, კაკლები ხარობს... უძოზეც ავდიოდი ხოლმე. იქიდან კოჯრამდე კილომეტრ ნახევარიღა რჩება. მზის ამოსვლას ვასწრებდი იქ ასვლას. რომ გადმოიხედავ და მზე ამოდის - ეს არის სამზეო. მატერიალურს აბსოლუტურად არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი რომ წამართვან, ამისი ნახვის უფლებას თუ დამიტოვებენ, უბედნიერესი კაცი ვიქნები. ეს უნდა შეიგრძნო. ბედნიერებას დანახვა უნდა. უნდა განასხვავო ღირებული და ნაკლებად ღირებული" - თენგიზ არჩვაძე.27 ოქტომბერს ბათუმში ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი გოგიბერიძე გარდაიცვალა. საერთაშორისო კინო ფესტივალის - "ბიაფის" წყალობით, ბათუმი  მსოფლიო კინო რუკაზე რომ მოხვდა, ამაში დიდი წვლილი ამ ხელოვანსაც მიუძღვის. გიორგის მიერ დაარსებული "ბიაფის" ფარგლებში, ხავერდოვან სეზონზე, ბათუმს მართლაც მსოფლიო დონის კინო ხელოვანები სტუმრობდნენ და შავი ზღვისპირა ლამაზი ქალაქის კულტურულ ცხოვრებას ეცნობოდნენ.48 წლის ხელოვანი, ბოლო ერთი წელი, მძიმე სენს ებრძოდა. ირაკლი კიკვაძე: სათნო და კეთილი ადამიანი გახლდათ. ყველა იცნობს, როგორც რეჟისორს და ხელოვანს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ გიორგი ხატებს წერდა ტაძრებისთვის.მე რომ ბოლოს ვნახე მამა გაბრიელის დიდ ხატზე მუშაობდა.14 ნოემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულმა თეატრმა ზვიად სვანაძის გარდაცვალება ამცნო საზოგადოებას. მაკა შალიკაშვილი: ზვიადი ნიჭიერი მსახიობი იყო. "მაკბეტში", სადაც მიწვევით მეც ვთამაშობ, მას პატარა როლი ჰქონდა, მაგრამ იმ როლთან მიდგომაც ჰქონდა ძალიან ღირსეული, პროფესიონალური. მე ჩასული ვიყავი ქუთაისის თეატრში და ის იქაური და მნიშვნელოვანია, რომ შემხვდა თბილად.მსახიობის შვილი იყო. თვითონაც ნიჭიერი მსახიობი...იყო მორიდებული, მშვიდი, დიდი ადამიანი... ჩვენ სულ ლექსებზე ვლაპარაკობდით. ძალიან უყვარდა ლექსები...ქართულმა საოპერო სამყარომ, წლის მიწურულს, 3 დეკემბერს დაკარგა ლეგენდა სახელად მედეა ამირანაშვილი. მომღერალი, რომელსაც ახალგაზრდა თაობის დიდ გულშემატკივრად და ქომაგად აღიარებდნენ. უკანასკნელ დღეებში მეგობრებს ღიმილით მასპინძლობდა. ამ ღიმილში კი ერთად განვლილი წლების აღმართ-დაღმართი და სითბო იმალებოდა...იმერი კავსაძე: პეტრე ამირანაშვილის ხსოვნის საღამო იყო კონსერვატორიაში. მეორე დღეს მედეას შვილმა, მარინა ფარულავამ სახლში მიგვიწვია მე, რეზო ტაბიძე და ემზარ გეწაძე. ვნახეთ მედიკო. ეს იყო ბოლო ნახვა...ეტლით გამოიყვანა ქალიშვილმა. გვიყურა, გვიყურა. იმერი ვარ, ხომ გახსოვარ? ერთად რომ ვმღეროდით-მეთქი? მის თვალებში სითბო ვიგრძენი და გამიღიმა. ამ ღიმილში ჩვენი შეხვედრები და მეგობრობა იყო... ეს იყო ჩემთვის შთამბეჭდავი და.. ალბათ, ეს უკანასკნელი შეხვედრა და ღიმილი, არასდროს დამავიწყდება.ყველა გვიცნო, ყველაფერს ხვდებოდა, თვალებით, ღიმილით ვატყობდით, რომ ჩვენთან იყო, მაგრამ ვერ მეტყველებდა...მედიკო ჩემს მეხსიერებაში ჩარჩება როგორც დიდი მუსიკოსი, მომღერალი და ჩვენი ერის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ქართული მუსიკალური სამყაროს ლეგენდა წავიდა ჩვენგან.12 დეკემბერს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე.ჯაზის დიდ გულშემატკივარსა და მოყვარულს, დღეს არა მხოლოდ ლიტერატურული წრე მისტირის, არამედ ჯაზმენებიც...მიხო მოსულიშვილი: ნამდვილი კულტურტრეგერი, ჯაზისა და ჯოისის აქცენტებით... 2012 წელია და ზურას ვხვდები უცებ, სახელდახელოდ.მეთქი, ზურა, შენი შარშან დაწერილი Dagny, or a Love Feast წავიკითხე... ერთ საიტზე იდო, იქიდან გადავიწერე და ისე.მართლაო, - უკვირს, - მართლა წაიკითხეო? ინგლისურადო?შენ ხო იცი, როგორი გაჭირვებული ინგლისურიც ვიცი, მაგრამ რაც გავიგე, - მაგარ!თან სჯერა, თან ეეჭვება ცოტაც...და მეთქი, ხო იცი, დამაინტერესებდა ძალიან და შენ რომ მანდ ვაჟა-ფშაველა გამოიყვანე, ზუსტად ეგ არი...ჰოო?ვახ, კი მეთქი, კი! აბა რა!შენ ხო მაგისი ბიოგრაფია დაწერე და ვაჟაზე რომ მაგას მეტყვი, მართლა კაია მაშინო...მარტო ვაჟათი კი არა, თავისი გურჯიევიან-სტალინიანად და დაგნიანად და ყველა დანარჩენებიანად მაგარია მეთქი...გაიხარე, გაიხარეო, მე მიბარებს და თავად არის გახარებული...აი, ეგეთი გახარებული ზურა მაგონდება ჩვენი მრავალგზისი შეხვედრებიდან...და დიდი ტკივილიც აქვეა, რომ ნაადრევად და მოულოდნელად წავიდა მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების გასაყარის ერთი საუკეთესო მწერალი და ნამდვილი კულტურტრეგერი, ჯაზისა და ჯოისის აქცენტებით...ასევე დაგაინტერესებთ:კერძები, რომლებიც გაცხელებისას მომწამვლელი ხდება„დედას ვკითხე, ვინ არის ღმერთი-მეთქი - შენ ხარო... როგორი კაციც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო“ - ბუბა კიკაბიძე დედაზე"სიყვარული არის ზრუნვა...“ - კახის და ანუკის უთბილესი კადრები

ოთო ბეზარაშვილი

კულტურა 1693661902

VIDEO: „ამ ბავშვმა გააცოცხლა ბუბა კიკაბიძე“ - ოთო ბაზერაშვილის შესრულება და დარბაზის უწყვეტი ოვაციები

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში ოპერის მომღერლის, აჩიკო გოგიტიძის სოლო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა არაერთ ნიჭიერ მომღერალთან ერთად, ყველასთვის საყვარელმა ოთო ბაზერაშვილმა მიიღო.ოთო მსმენელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროექტიდან – „რანინა“ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. ყველა თანხმდება, რომ ის ქართულ სიმღერებს ყოველთვის გამორჩეული ემოციით ასრულებს.ვიდეოს სოციალურ ქსელში ტრადიციულად არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.„ამ ბავშვმა გააცოცხლა ბუბა კიკაბიძე“, „მეფეთ მეფე კაცი!“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.ასევე ნახეთ:VIDEO: ,,შენი ცხოვრება ღირს იმად, რომ იცხოვრო..."- Imagine Dragons-ის სოლისტის ემოციური მიმართვა მსმენელსგამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან დაიწყება - რა შემთხვევაში და რამდენით დაჯარიმდებიან მძღოლები

ნანი ბრეგვაძე

საზოგადოება 1689924540

ნანი ბრეგვაძე იუბილარია – ლეგენდარული მომღერალი 87 წლის გახდა

ნანი ბრეგვაძე იუბილარია. ლეგენდარული მომღერალი 87 წლის გახდა. სცენის ლეგენდა სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.აღსანიშნავია, რომ მისი შვილიშვილი, ნატალია ქუთათელაძე და მისი ვაჟი 21 რიცხვში არიან დაბადებულები. ასევე ნახეთ:VIDEO: „რაც მამაა, ის შვილიო“ - შვილთან ერთად ამღერებული ლევან სუხიტაშვილის ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანა„გთხოვთ, თქვენი ახლობლებიც გააფრთხილეთ...“ - ქეთი ვაწაძის საგანგაშო მიმართვაVIDEO: „ბუბა კიკაბიძეს უნდა ემღერა, ასე ვიყავით შეთანხმებული.. ამიტომაა სევდიანი...“ - რა კადრებს ავრცელებს ზურა შევარდნაძეVIDEO: „დიდებული, სევდიანი და დახვეწილი“ - ნანი ბრეგვაძის ახალი კლიპი ნახვების რეკორდს ხნის

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე და იოლიტე ხვიჩია მოკლემატრაჟიანი ფილმიდან - „ვაგონში“

კულტურა 1689775020

VIDEO: „მართლა არტისტი ხარ ჟუჟუნა კიტრაძე... არც მე ვარ შენზე ნაკლები!...“ - ბუბა კიკაბიძის და იპოლიტე ხვიჩიას აქამდე უცნობი ფილმი

დღეს ქართველი კინო მსახიობის, საესტრადო მომღერლისა და კინორეჟისორის, ვახტანგ კიკაბიძის დაბადების დღეა. ლეგენდარული მსახიობი 85 წლის გახდებოდა.ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს, თბილისში დაიბადა. 1959-1965 წლებში, სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი.მან კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა. შესრულებული აქვს როლები ფილმებში - „არ დაიდარდო", „მე, გამომძიებელი", „წყალწაღებული", „ვერის უბნის მელოდიები", „ფსევდონიმი ლუკაჩი", „თვალი პატიოსანი", „მიმინო", „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს".მსახხიობს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო" (1969) საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახენა -70" მიღებული აქვს პრემია, ფილმისთვის „მიმინო" -  სახელმწიფო პრემია მიიღო.ვახტანგ კიკაბიძემ თავისი პირველი ფილმი „იცოცხლე, გენაცვალე" 1981 წელს გადაიღო, მეორე ფილმში „მამაკაცები და სხვები" კი მან მთავარი როლიც შეასრულა.ვახტანგ კიკაბიძე იყო სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის, ასევე მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, წმ. ნიკოლოზ საკვირველმოქმედის და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი.  ცნობილი კინომსახიობი 2023 წლის 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს. „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ, მოკლემეტრაჟიანი კომედიური ჟანრის მხატვრულ ფილმს - „ვაგონში“, გენიალური მსახიობების ბუბა კიკაბიძის და იპოლიტე ხვიჩიას მონაწილეობით, რომელიც სავარაუდოდ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია.  ფილ­მში მოქ­მე­დე­ბა, თბი­ლი­სი­დან ცხაკაიაში (სენაკი) მი­მა­ვალ მა­ტა­რე­ბელ­ში ვი­თარ­დე­ბა. სცენარის მიხედვით, ორი მგზავრი ერთმანეთს, ვაგონის კუპეში გაიცნობენ და აღმოჩნდება, რომ ერთი და იგივე ადგილას მიდიან.ბუბა კიკაბიძე (ჟუჟუ კიტრაძე), რომელიც ფილმშიც მსახიობია, სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში, სპექტაკლზეა მიწვეული და იპოლიტე ხვიჩია (კუჭკუჭი მარღანია) კი, მშობლიურ სოფელში მიემგზავრება...   

buba

კულტურა 1689744618

„მე ყველაზე ძალიან მაკლიხარ დღეს!“ - ბუბა კიკაბიძეს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მას დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა. ბუბას ემოციურ პოსტს, პროდიუსერის, სოსო აბზიანიძის ვაჟი უძღვნის. "გილოცავ ბუბა! 85  შენს ლამაზ, სპეტაკ, სუფთასა და თავმდაბალ სულს გაუმარჯოს.ვიცი ბევრს აკლიხარ, არ ვიქნები თავხედი თუ ვიტყვი, რომ მე ყველაზე ძალიან მაკლიხარ დღეს! ჩემთვის ნათლიაც, ბაბუაც, მშობელიც და უბრალოდ ძმაკაციც იყავი.ჩემი ცხოვრება ღმერთისგან თუ რამით დაჯილდოვებული იყო, ეს ჯილდო შენ იყავი. შენ მასწავლე სამშობლოს, მშობლის, მეგობრობისა და საერთოდ ადამიანის სიყვარული. ერთი იოტისოდენა წყენაც კი არ მახსოვს შენგან.მთელი ცხოვრება სტიმულს მაძლევდი და ყველაზე რთულ დროსაც კი მამხნევებდი, პატარაობიდან დიდ კაცად მაქცევდი და ნდობას მიცხადებდი, გულსაც გადამიშლიდი ხოლმე და საიდუმლოსაც გამანდობდი. მიყვარახარ და კიდევ ერთხელ გაგიმარჯოს იქ, სადაც შენისთანა მართალნი განისვენებენ ხოლმე! შენი რატი",-წერს რატი აბზიანიძე.ასევე ნახეთ:⇒ VIDEO: „ადამიანი მაინც მარტოა“ - ვრცელდება დაღუპული, ლუკა ლაცაბიძის სულისშემძვრელი ვიდეო⇒ ვრცელდება ბიჭის ფოტო, რომელიც სასტუმროს აუზში დაიხრჩო - „განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა...“⇒ „ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელს, მის მეუღლეს, მშობლებს“ - მეტეხში მომხდარ დაპირისპირებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს⇒ ,,ჩემი სიმპათიური ძამიკო, როგორ მენანები მიწისთვის..." - ლუკა ლაცაბიძეს ემშვიდობებიან  

ზურა შევარდნაძე

საზოგადოება 1688806220

VIDEO: „ბუბა კიკაბიძეს უნდა ემღერა, ასე ვიყავით შეთანხმებული.. ამიტომაა სევდიანი...“ - რა კადრებს ავრცელებს ზურა შევარდნაძე

ცნობილი მებაღე, „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ნანი ბრეგვაძის ახალ კლიპზე მუშაობის კადრებს გვიზიარებს.ზურა შევარდნაძის თქმით, როგორც მანამდე იყო დაგეგმილი, სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“ ბუბა კიკაბიძეს უნდა ემღერა, ვიდეოკლიპი კი „გარდენიაში“ გადაეღოთ:ბუბა კიკაბიძეს უნდა ემღერა და ჩვენს ბაღში გადაეღოთ – ასე ვიყავით შეთანხმებული და გვიხაროდა.ნანი ბრეგვაძემ იმღერა ძვირფასი მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად, ამიტომაა სევდიანი, განსაკუთრებით ემოციურია, როცა აზერბაიჯანელი მომღერალი ქართულად მღერის და ამხელა პატივისცემას გამოხატავს“, – წერს ზურა შევარდნაძე.ცნობისათვის, ბუბა კიკაბიძის ხსოვნის პატივსაცემად, აზერბაიჯანელმა მომღერალმა ემინ აგალაროვმა ნანი ბრეგვაძესთან ერთად სიმღერა ჩაწერა.

nani

კულტურა 1686929586

რას გვიყვება მილიარდერ აგალაროვზე ნანი და რისთვის ჩაიწერა მასთან დუეტი? - "ბუბას ემინისთვის უთქვამს..."

"ყვავილების ქვეყანას" ბუბა კიკაბიძე მისეული მანერითა და ქარიზმით ასრულებდა და ეს სმენით მახსოვრობაში გვაქვს ჩალექილი. მანამდე მას ბაგრატიონები ასრულებდნენ, ჯერ ბუბას ბიძა, დიდი ჯანო და შემდეგ ბიძაშვილი - ჯანო ბაგრატიონი მღეროდა.19 ივლისს არტისტის 85 წლის იუბილისთვის მზადება დაწყებული იყო, თუმცა 15 იანვარს "უკანასკნელი მეფაიტონე" თბილისს დაემშვიდობა... და წავიდა.ბუბას ხსოვნის საიუბილეო საღამო ჩატარდება. "ყვავილების ქვეყანას" კი აზერბაიჯანელი მომღერალი, ემინ აგალაროვი, ბუბას ნაცვლად, ნანი ბრეგვაძესთან ერთად იმღერებს. დუეტი ჩაიწერა, მასზე ვიდეო კლიპიც გადაღებულია.ემინი თბილისს სტუმრობდა. გადაღებამ "გარდენიაში" ერთი დღე წაიღო. დუეტი ბუბას ხსოვნას მიეძღვნა. კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო."ჩემთვის სასიამოვნო იყო ის, რომ აზერბაიჯანელი მომღერალი "ყვავილების ქვეყანას" მღერის ქართულად. სენსიტიური მომენტია. დუეტიც თბილი და ნოსტალგიური გამოვიდა. მე როგორც ვიცი, ვიდეოკლიპი იტრიალებს საქართველოში და აზერბაიჯანში. სხვა ინფორმაცია არ მაქვს" - უთხრა ზაზა ორაშვილმა "პრაიმტაიმს".სანამ "გარდენიაში" ლეგენდა, სახელად "ნანი" გამოჩნდებოდა, ლოკაცია ზღაპრულად მორთეს, გარემო არტისტისთვის შესაფერისად მომზადდა...ზაზა ორაშვილი: მე ნანისთან პირველად არ მიმუშავია. მასთან გადასაღებ მოედანზე ყოფნა დიდი სიამოვნებაა. ხვდები და რწმუნდები, რა დიდი პროფესიონალია. ცხოვრება მიდის და ნანი ისეთივეა, როგორც ყოველთვის იყო და დაიმსახურა ის დიდება, რაც მის სახელს ახლავს. უდიდესი პროფესიონალია. გადაღება ძალიან შრომატევადი პროცესია. ის ბოლომდე თავდაუზოგავად მოგყვება და გეუბნება, გავაგრძელოთ, გადავიღოთო...სცენის დედოფალი "პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ სიმღერა "ყვავილების ქვეყანა" თავიდან აღმოაჩინა და შეიყვარა. სხვაგვარად აღიქვა და გაიაზრა. გამაოცა იმ ფაქტმა, რომ 87 წლის პრიმა მომღერალს, უკვე ჩაწერილი სიმღერის თავიდან ჩაწერა სურს, რადგან საკუთარი ნამღერით უკმაყოფილოა და ყოველგვარი დაღლის, "ხალტურის", "გატარების" გარეშე, ისევე აქტიურად ეკიდება საქმეს, როგორც ადრე. და აბა, ამის გათვალისწინებით რომ დავასკვნათ, როგორღა დაეტყობა ასაკი? ნანი ბრეგვაძე: წინ და წინ ვერ გეტყვით, როგორი გამოვა ეს ნამუშევარი. ამის თქმა წინასწარ ძნელია. მინდა კარგი იყოს. "ყვავილების ქვეყანა" თავიდან აღმოვაჩინე. არაჩვეულებრივი სიმღერა ყოფილა. ისე იმღერება, იმდენ საშუალებას გაძლევს შენი დამოკიდებულება და სიყვარული გამოხატო, რომ ნამდვილად გადასარევი სიმღერაა. ადრე მაინცდამაინც არ ვგიჟდებოდი. სახლშიც არ მიმღერია. არის სიმღერები, რომელიც საკუთარი რეპერტუარიდან მიყვარს და ვმღერი. "ყვავილების ქვეყანა" ჩემს ოჯახში არასდროს გაჟღერებულა. დიდი ჯანო ბაგრატიონი სწორი ყოფილა, ეს სიმღერა რომ აურჩევია და მღეროდა. მერე პატარა ჯანომ შესანიშნავად იმღერა, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მომღერალი არ იყო. მერე ბუბა მღეროდა. ანუ "ყვავილების ქვეყანა", მათ ოჯახში მემკვიდრეობით გადავიდა. მე არ მომისინჯავს მისი შესრულება. ახლა ჩავწერე, თუმცა მანამდე დრო არ მქონდა ჩემთვის მემღერა. მივედი "ბრავო რექორდსში", ჩავწერე, ვიმუშავეთ, მაგრამ ჩემთვის არ არის საკმარისი. რადგანაც კარგად არ მქონდა გათავისებული. ახლა სახლშიც ვმღერი, ფრაზებს ვიაზრებ, ვითავისებ. გადასარევი მელოდიაა, სითბო მოდის. როგორ ეხვეწება, მე გელოდი, რომ მითხარი მოვალო და შენ რატომ დაიგვიანეო. ტექსტიც არაჩვეულებრივია. მოვიარე არე მარე, გელოდებიო, გულდაწყვეტილია. არ მომწონს ჩემი ნამღერი და უნდა გავასწორო, თავიდან ჩავწერო, უკვე გააზრებულად. კმაყოფილი არ ვარ და როგორ უნდა დავტოვო? ის ხმა აღარ მაქვს, რაც მქონდა. 87 წლისას კიდე მინდა ის ხმა მქონდეს, მაგრამ სად არის ასე?  შენზე სიმღერის სიტყვები უნდა მოქმედებდეს. - ახლა გვითხარით ემინ აგალაროვზე, როგორი მეწყვილე აღმოჩნდა? - ემინს ვიცნობდი მოსკოვიდან. გამოვსულვართ საერთო კონცერტებზე. ის განებივრებული ბიჭია, მილიარდერის შვილია, მაგრამ თქვენ ამას მას ვერ შეატყობთ. ეს არაფერში არ ჩანს. სულ სხვანაირად გაზრდილი, განათლებული ბიჭია და ვერ იტყვი, რომ ის ბედისგან განებივრებულია. აქვს უფროსების მიმართ პატივისცემა.ეს დუეტი ბუბასთან უნდა ჩაეწერა ემინს. მაგრამ 19 ივლისს, ბუბას საიუბილეო საღამოზე, როდესაც მე და ემინი ამ სიმღერას შევასრულებთ, ბუბა ეკრანიდან იმღერებს.ბუბას ემინისთვის უთქვამს, ქართულად უნდა იმღერო, ამ სიმღერის თარგმანი არ გამაგონოო. მშვენივრად უსწავლია ქართულად და მღერის. ბუბაზე გიჟდებოდა, ისე უყვარდა. 19 ივლისს ბუბა 85-ის გახდებოდა, მე 21-ში ვხდები 87 წლის. ბუბა ჩემთვის ცოცხალია, მასზე წარსულში ვერ ვსაუბრობ. გაგიჟებით უყვარდა საქართველო. ვერსად ვერ ჩერდებოდა. მე ვიცი, რამდენი განცდები ჰქონდა. მოთხრობებს, სცენარებს, ლექსებს წერდა. უნიჭიერესი იყო.ვნახოთ, კლიპი როგორი გამოვა. კლიპში სამი სხვადასხვა სამოსით ვარ. "გარდენიაში" ყველაფერი მაღალ დონეზე დამხვდა. ყველა თვალებში მიყურებს და მე მადლიერი ვარ. მადლიერების განცდა არ მტოვებს, როგორც უფლისადმი, ასევე ხალხისადმი. სხვაგვარად არ შეიძლება... ასევე დაგაინტერესებთ: „ძნელი სცენები გადავაგორეთ... იქ ალეკო ტიროდა, ზურასაც წამოუვიდა ცრემლები...“ - რა ხდებოდა კლინიკაში სამი დღის განმავლობაში"ერთხელ თქვა: ჩვენ ვართ ერთმანეთის სამოთხეებიო... გვიან მივხვდი, რა იგულისხმა" - ალუდას "პრაიმტაიმთან" გიორგი არაბული იხსენებს„შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიით"ხმას ვერ ვიღებდი... რა იყო ეს? წინათგრძნობა? თამაზი 67 წლის იყო, მხედველობა რომ დაკარგა" - ლანა ღოღობერიძემ მეგობარს დაბრმავება უწინასწარმეტყველა

ემინ

შოუბიზნესი 1686900381

„დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის და არც რუსულად ვმღერით...“ - ნანი ბრეგვაძე

„მომღერალი, ემინ აგალაროვი თბილისში იმყოფება. ის ნანი ბრეგვაძესთან ერთად მუსიკალურ კლიპზე მუშაობს. კლიპის გადაღება თავიდან  ბუბა კიკაბიძესთან ერთად იყო დაგეგმილი. ამ კლიპში აზერბაიჯანელი მომღერალი მონაწილეობს.სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ ემი­ნი რუსია და სიმღერასაც რუსულად ასრულებს.ნანი ბრეგვაძე მისი და აზერბაიჯანელი მომღერლის ირგვლივ ატეხილ მითქმა-მოთქმას ეხმიანება და ამბობს რომ „დაწყნარდეს ყველა“.„ძალიან დავიღალე გადაღებაზე, ღამის 11 საათამდე გაგრძელდა. მე არ მომეწონა ჩემი ნამღერი და თავიდან უნდა ჩავწერო. ის ადგილები უნდა ვიმღერო თავიდან რაც ამ ბიჭს დაემთხვევა ტონალაბობაში. ის აზერბაიჯანელია. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ემინი შესანიშნავი ბიჭია. ძალიან პოპულარული იყო მოსკოვში. კარგად მღერის ქართულად და ინგლისურად. დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის, არც რუსულად ვმღერით“,- ამბობს ნანი ბრეგვაძე.ნახეთ ვიდეო:„ემინ აგალაროვი თბილისშია... ის ნანი ბრეგვაძესთან ერთად მუსიკალურ კლიპზე მუშაობს“ - ნახეთ, ვიდეო

bakuradze

ტაბლოიდი 1677246120

„ამ ტრაგედიის მერე დედას სიმღერაც დამთავრდა და ცხოვრებაც“ - სალომე ბაკურაძე მძიმე პერიოდს იხსენებს

ბევრმა არ იცის, რომ სალომე ბაკურაძის დედა ვოკალისტია და სიმღერის ნიჭი გენეტიკურად ერგოთ მას და მის დას. თუმცა, ერთმა საბედისწერო დღემ მათი ცხოვრება შეცვალა. როცა მომღერალი 10 წლის იყო, მამა გარდაეცვალა. დაქვრივებულ დედას კი ხმა საერთოდ წაერთვა.„მამა 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ, ათი წლის ვიყავი. ოჯახს მძიმე პერიოდი ჰქონდა. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა უფრო გააქტიურდა, რადგან ჩემი სიმღერა ის იყო, რაც მამას ყველაზე მეტად ახარებდა. თავად სიმღერას თავი დაანება. 37 წლის ასაკში, ქმრის გარდაცვალების მერე, ხმა საერთოდ წაერთვა. მოკლედ, ამ ტრაგედიის შემდეგ დედას სიმღერაც დამთავრდა, ცხოვრებაც და მთლიანად შვილებზე გადმოერთო. ასე რომ, რაც მამას გაუხარდებოდა, დედამ ის გააკეთა – მიმიყვანა კოტე და ირმა მალანიების სტუდიაში, სადაც ფანტასტიკური პედაგოგები ასწავლიდნენ. იმ დროს ბევრი რამ არ ხდებოდა შემოქმედებითი კუთხით, თუმცა ბორჯომის „ბროლის ნაძვის“ ფესტივალი ტარდებოდა, სადაც მთელი საქართველოს ნიჭიერი ბავშვები ჩადიოდნენ. ვინც დღეს სცენაზე დგას, ყველა „ბროლის ნაძვის“ კონკურსანტი იყო. მაგალითად, ნეკა სებისკვერაძე, სტეფანე და ასე შემდეგ. მათ შორის, მეც. სხვათა შორის, სახლში ვიპოვე ბუკლეტი, სადაც ამ კონკურსის მაშინდელ ჟიურის წევრებს – ნანი ბრეგვაძეს, ბუბა კიკაბიძეს, ნუგზარ კვაშალს, ნუგზარ ერგემლიძეს ჩემთვის, როგორც ნიჭიერი პატარა მომღერლისთვის, სურვილები და ავტოგრაფები აქვთ დაწერილი.“ - ამბობს „თბილისელებთან“ სალომე ბაკურაძე.