„მე ყველაზე ძალიან მაკლიხარ დღეს!“ - ბუბა კიკაბიძეს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა

buba

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მას დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა. 

ბუბას ემოციურ პოსტს, პროდიუსერის, სოსო აბზიანიძის ვაჟი უძღვნის. 

"გილოცავ ბუბა! 85  შენს ლამაზ, სპეტაკ, სუფთასა და თავმდაბალ სულს გაუმარჯოს.
ვიცი ბევრს აკლიხარ, არ ვიქნები თავხედი თუ ვიტყვი, რომ მე ყველაზე ძალიან მაკლიხარ დღეს! ჩემთვის ნათლიაც, ბაბუაც, მშობელიც და უბრალოდ ძმაკაციც იყავი.

ჩემი ცხოვრება ღმერთისგან თუ რამით დაჯილდოვებული იყო, ეს ჯილდო შენ იყავი. შენ მასწავლე სამშობლოს, მშობლის, მეგობრობისა და საერთოდ ადამიანის სიყვარული. ერთი იოტისოდენა წყენაც კი არ მახსოვს შენგან.

მთელი ცხოვრება სტიმულს მაძლევდი და ყველაზე რთულ დროსაც კი მამხნევებდი, პატარაობიდან დიდ კაცად მაქცევდი და ნდობას მიცხადებდი, გულსაც გადამიშლიდი ხოლმე და საიდუმლოსაც გამანდობდი. მიყვარახარ და კიდევ ერთხელ გაგიმარჯოს იქ, სადაც შენისთანა მართალნი განისვენებენ ხოლმე! შენი რატი",-წერს რატი აბზიანიძე.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ადამიანი მაინც მარტოა“ - ვრცელდება დაღუპული, ლუკა ლაცაბიძის სულისშემძვრელი ვიდეო

ვრცელდება ბიჭის ფოტო, რომელიც სასტუმროს აუზში დაიხრჩო - „განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა...“

„ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელს, მის მეუღლეს, მშობლებს“ - მეტეხში მომხდარ დაპირისპირებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

,,ჩემი სიმპათიური ძამიკო, როგორ მენანები მიწისთვის..." - ლუკა ლაცაბიძეს ემშვიდობებიან