გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
დღეს ქართველი კინო მსახიობის, საესტრადო მომღერლისა და კინორეჟისორის, ვახტანგ კიკაბიძის დაბადების დღეა. ლეგენდარული მსახიობი 85 წლის გახდებოდა.
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს, თბილისში დაიბადა. 1959-1965 წლებში, სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი.
მან კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა. შესრულებული აქვს როლები ფილმებში - „არ დაიდარდო", „მე, გამომძიებელი", „წყალწაღებული", „ვერის უბნის მელოდიები", „ფსევდონიმი ლუკაჩი", „თვალი პატიოსანი", „მიმინო", „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს".
მსახხიობს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო" (1969) საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახენა -70" მიღებული აქვს პრემია, ფილმისთვის „მიმინო" - სახელმწიფო პრემია მიიღო.
ვახტანგ კიკაბიძემ თავისი პირველი ფილმი „იცოცხლე, გენაცვალე" 1981 წელს გადაიღო, მეორე ფილმში „მამაკაცები და სხვები" კი მან მთავარი როლიც შეასრულა.
ვახტანგ კიკაბიძე იყო სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის, ასევე მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, წმ. ნიკოლოზ საკვირველმოქმედის და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი.
ცნობილი კინომსახიობი 2023 წლის 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს.
„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ, მოკლემეტრაჟიანი კომედიური ჟანრის მხატვრულ ფილმს - „ვაგონში“, გენიალური მსახიობების ბუბა კიკაბიძის და იპოლიტე ხვიჩიას მონაწილეობით, რომელიც სავარაუდოდ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია.
ფილმში მოქმედება, თბილისიდან ცხაკაიაში (სენაკი) მიმავალ მატარებელში ვითარდება. სცენარის მიხედვით, ორი მგზავრი ერთმანეთს, ვაგონის კუპეში გაიცნობენ და აღმოჩნდება, რომ ერთი და იგივე ადგილას მიდიან.
ბუბა კიკაბიძე (ჟუჟუ კიტრაძე), რომელიც ფილმშიც მსახიობია, სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში, სპექტაკლზეა მიწვეული და იპოლიტე ხვიჩია (კუჭკუჭი მარღანია) კი, მშობლიურ სოფელში მიემგზავრება...