„დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის და არც რუსულად ვმღერით...“ - ნანი ბრეგვაძე

ემინ

„მომღერალი, ემინ აგალაროვი თბილისში იმყოფება. ის ნანი ბრეგვაძესთან ერთად მუსიკალურ კლიპზე მუშაობს. კლიპის გადაღება თავიდან  ბუბა კიკაბიძესთან ერთად იყო დაგეგმილი. ამ კლიპში აზერბაიჯანელი მომღერალი მონაწილეობს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ ემი­ნი რუსია და სიმღერასაც რუსულად ასრულებს.

ნანი ბრეგვაძე მისი და აზერბაიჯანელი მომღერლის ირგვლივ ატეხილ მითქმა-მოთქმას ეხმიანება და ამბობს რომ „დაწყნარდეს ყველა“.

ძალიან დავიღალე გადაღებაზე, ღამის 11 საათამდე გაგრძელდა. მე არ მომეწონა ჩემი ნამღერი და თავიდან უნდა ჩავწერო. ის ადგილები უნდა ვიმღერო თავიდან რაც ამ ბიჭს დაემთხვევა ტონალაბობაში. ის აზერბაიჯანელია. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ემინი შესანიშნავი ბიჭია. ძალიან პოპულარული იყო მოსკოვში. კარგად მღერის ქართულად და ინგლისურად. დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის, არც რუსულად ვმღერით“,- ამბობს ნანი ბრეგვაძე.

ნახეთ ვიდეო:

„ემინ აგალაროვი თბილისშია... ის ნანი ბრეგვაძესთან ერთად მუსიკალურ კლიპზე მუშაობს“ - ნახეთ, ვიდეო