გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ცნობილი მებაღე, „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ნანი ბრეგვაძის ახალ კლიპზე მუშაობის კადრებს გვიზიარებს.
ზურა შევარდნაძის თქმით, როგორც მანამდე იყო დაგეგმილი, სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“ ბუბა კიკაბიძეს უნდა ემღერა, ვიდეოკლიპი კი „გარდენიაში“ გადაეღოთ:
ბუბა კიკაბიძეს უნდა ემღერა და ჩვენს ბაღში გადაეღოთ – ასე ვიყავით შეთანხმებული და გვიხაროდა.
ნანი ბრეგვაძემ იმღერა ძვირფასი მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად, ამიტომაა სევდიანი, განსაკუთრებით ემოციურია, როცა აზერბაიჯანელი მომღერალი ქართულად მღერის და ამხელა პატივისცემას გამოხატავს“, – წერს ზურა შევარდნაძე.
ცნობისათვის, ბუბა კიკაბიძის ხსოვნის პატივსაცემად, აზერბაიჯანელმა მომღერალმა ემინ აგალაროვმა ნანი ბრეგვაძესთან ერთად სიმღერა ჩაწერა.