ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში - დეტალები
1789500836
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს საერთაშორისო მეკავშირე ოფიცერთან, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCA) წარმომადგენელ ჯონათან მეთიუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით არდაზიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით შაქარაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აქტიური კომუნიკაციისა და საერთო პრიორიტეტების განსაზღვრის მნიშვნელობას.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კონკრეტული მიმართულებებით სამუშაო ფორმატში გააგრძელონ თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ პარტნიორობის გაღრმავება ხელს შეუწყობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას, მათ შორის, მოქმედი კანონმდებლობის შესწავლასა და ანალიზს, აგრეთვე კიბერდანაშაულისა და სხვა სახის ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებით გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.
საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეები სამომავლო ერთობლივი აქტივობების დაგეგმვაზე მუშაობას გააგრძელებენ.