ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის 68-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც, საქპატენტმა კულტურული ღონისძიება გამართა

ჟენევა

ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის 68-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც, საქპატენტმა კულტურული ღონისძიება გამართა. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა. მან საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე, მათ შორის, ქართულ ანბანზე, მეღვინეობის მრავალათასწლიან ტრადიციასა და ქვეყნის ისტორიულ მემკვიდრეობაზე.

"ზოგადად ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან აქტიური და ძლიერი მხარდაჭერა. მაგრამ, არ შეიძლება არ გამოვყოთ კულტურა, როდესაც ვსაუბრობთ ინტელექტუალურ საკუთრებაზე, რადგან ამის ჩვენება არის ის, რაც ჩვენს იდენტობასთან არის დაკავშირებული და რაც სიმყარეს გვაძლევს საერთაშორისო ორგანიზაციებს და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებებს", - აცხადებს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში რევაზ ლომინაძე.