Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორის იუბილეს პოლიტიკოსები ულოცავენ. "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ მილოცვის წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ქვეყნის წინაშე მის ღვაწლს გაუშვა ხაზი.
"ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 91 წლის იუბილეს! ვუსურვებ ჯანმრთელობას და სულიერების სათავეში დიდხანს ყოფნას.
უდიდესია მისი ღვაწლი სასულიერო და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. რთულ ვითარებაში, მის გონიერ გადაწყვეტილებას, ხშირად მოუტანია საზოგადოებრივი სიმშვიდე ქვეყანაში. ის მსოფლიო მნიშვნელობის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია, რისი აღიარების შემსწრე არაერთხელ ვყოფილვართ.
ბედნიერია ჩვენი თაობა იმით, რომ თითოეული ჩვენგანი მისი მოღვაწეობის უშუალო თანამონაწილე ვართ," - წერს დიმიტრი ხუნდაძე.