ევაკუაცია რამდენიმე სკოლაში - რა ხდება ადგილზე
1728288316
მალე საქართველოში „თბილი ქურთუკების კამპანია“ დაიწყება. იდეა საქველმოქმედო ორგანიზაცია „სხვა სიცოცხლეს“ ეკუთვნის.
ამ ინფორმაციის შესახებ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ყელბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„მეგობრებო, გადავწყვიტე ესტონეთისა და თურქეთის მაგალითზე შექმნილი იდეა საქართველოშიც გავაცოცხლო და ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც ქუჩაში უწევთ ღამის თენება, ამ მხრივ მაინც გამოვხატოთ თანადგომა.
ამიტომ, ვისაც გაქვთ ქურთუკები, რომელიც აღარ გჭირდებათ (ასაკს და სქესს არ აქვს მნიშვნელობა) შემეხმიანეთ მალე თბილისის და არა მხოლოდ დედაქალაქის ყველა ქუჩაში ვიხილავთ ქურთუკებით მორთულ ხეებს და ვიმედოვნებ ეს კამპანია ნამდვილ მარათონად იქცევა.“ – წერს გიორგი ყელბერაშვილი