მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
7 მაისს, ლაშა ფანქველაშვილის ზღაპრების კრებულის პრეზენტაციაა დაგეგმილი.
“სიყვარულის ძალა" - ასე ჰქვია წიგნს, რომელსაც შექმნის უცნაური ისტორია აქვს… ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90- იან წლებში, როცა თბილისში ბნელი, უშუქო და ცივი ღამეები იდგა, პატარები მშობლებისგან ზღაპრების მოყოლას ითხოვდნენ, მშობლებიც, პატარების "გასათბობად", დაუსრულებლად ჰყვებოდნენ ზღაპრებს, ის, რაც ბავშვობიდან თავად ახსოვდათ ან გაეგონათ, მაგრამ, ზღაპრების ერთი და იგივე სიუჟეტის მოსმენა პატარებს მალე მობეზრდათ…
ბოლოს, ზღაპრებიც “გაიცვითა” და მათი მაგიური ხიბლიც გაქრა… და როცა მშობლებს ზღაპრების უკანასკნელი “მარაგიც” ამოეწურათ”, მაშინ, ლაშამ გადაწყვიტა, რომ პატარებისთვის თავად შეეთხზა ზღაპრები, ოღონდ ბევრად განსხვავებული იმისგან, რასაც ბავშვები დიდებისგან ტრადიციულად ისმენენ ხოლმე. ამ ზღაპრებს მხოლოდ ოჯახის და ახლობლების წრეში უკითხავდნენ პატარებს …
ახლახან ლაშას ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მისი ზღაპრები კრებულის სახით გამოეცა. სამწუხაროდ, ამ გამოცემას თავად ავტორი ვერ მოესწრო… ის შარშან გარდაიცვალა.
ლაშას ზღაპრის გმირებს ახლა უკვე უამრავი ადამიანი გაეცნობა - ამ უნიკალურ კრებულს დიდები და პატარებიც ერთად წაიკითხავენ…
ამდენად, თუ თქვენც ამოწურეთ ზღაპრების მარაგი, თქვენი პატარები კი რაიმე ახლის მოყოლას გთხოვთ, შეიძინეთ ახალი ზღაპრების საინტერესო კრებული.
წიგნის პრეზენტაცია 7 მაისს, შაბათს, 16 საათზე, “სილქ ფაქტორ სტუდიაში” (კოსტავას 59) შედგება.