კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ, ბიჭს მანქანიდან 8000-დოლარიანი ფეხის პროთეზი მოპარეს

პროთეზი

მამაკაცს, რომელსაც თინეიჯერობისას ძვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მანქანის საბარგულიდან ფეხის პროთეზი მოპარეს, რომლის ღირებულება 8000 დოლარად იყო შეფასებული. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ატიკუს რუტი 8 დეკემბერს პორტლენდში რამდენიმე მეგობართან ერთად სადილზე იმყოფებოდა.

როდესაც ის სასადილოდან დაბრუნდა, მისი ხელსაწყოები გაქრა ფეხის პროთეზთან ერთად, რომელსაც ის 14 წლის ასაკიდან იყენებდა. კიბო მარცხენა ბარძაყის ძვალში მდებარეობდა. ექიმები იძულებულები გახდნენ, ბიჭისთვის მთელი ფეხი მოეკვეთათ, რის შედეგადაც მან ხელახლა ისწავლა სიარული, მუშაობა და ცხოვრება მისი შეკვეთით დამზადებული პროთეზით.

რამდენიმე ფონდმა ბიჭს ფული შეუგროვა. 21 დეკემბრის მდგომარეობით, ანგარიშზე $12,000 შეგროვდა.

პოლიციის ცნობით, საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.