-12 გრადუსი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ამინდი თოვლი

როგორი ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში - თემაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.

„საქართველოში გამოიდარებს, ღამით მოიმატებს ყინვები, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია -2 გრადუსამდე ყინვა. შემდეგ დღეებს რაც შეეხება, ყინვა არ არის მოსალოდნელი და გამოიდარებს. დღის ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში მოიმატებს და +15 +17 გრადუსს მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში და დედაქალაქში უმეტესად მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ზოგან იქნება ნისლი.

გუდაური-სტეფანწმინდის მიდამოებში, მოსალოდნელია -10 -12 გრადუსი.

შეიძლება ითქვას, უნალექო ამინდები 27 დეკემბრამდე შენარჩუნდება“,- გვითხრა დოდო გვაზავამ.