„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
სოაციალურ ქსელში არსებულ გვერდზე - „წიგნის ჭია“, ერთ-ერთმა ფეისბუქელმა, სხვებს, მამა ამგვარად გააცნო. ეს მცირე პოსტი კი, წიგნის პოპულარიზაციისთვის, ემოციურად სასარგებლოა.
„გამარჯობა, ეს წიგნებზე უსაზღვროდ შეყვარებული მამაჩემია, ვინც არ იცნობთ, მინდა იცნობდეთ... ადამიანი, რომელიც კითხულობს ყველგან და ყოველთვის... მამა, მაგისტრალზე, სოფელ რუისთან დგას, თავისი შრომის ნაყოფს თავისი ხელით ყიდის. ასე გაჰყავს დრო.
არ ესმის კიბერ-თაობის, ინტერნეტში გადავარდნილები ერთმანეთის გვერდით რომ სხედან გაშეშებულები, უემოციო სახეებით.
ამ გაცრეცილ, გახუნებულ წიგნს, ალბათ უკვე მერამდენედ კითხულობს, მაგრამ ისეთი ინტერესით ჩაჰყურებს, თითქოს სულ პირველად აეღოს თაროდან... იცნობდეთ - გიორგი საათაშვილს."