მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
გერმანიის მიერ საერთაშორისო ძებნაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, გასიმოვი ნათიგ აბდურაჰმან ოღლი, აზერბაიჯანში დააკავეს.
ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, სადაც განიხილება მისი აზერბაიჯანიდან გერმანიაში ექსტრადირების საკითხი.
გასიმოვს ბრალი ედება გერმანიაში ჩადენილი დანაშაულისთვის.
საქმის პროკურორმა სასამართლოს სთხოვა, ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის ვადა გაგრძელებულიყო. სასამართლომ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და გადაწყვიტა, რომ ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დარჩება საქმის განხილვის დასრულებამდე.