მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერად გააფრთხილა

giorgi baxutaSvili

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერად გააფრთხილა.

სხდომაზე განცხადება გააკეთა მსახიობმა, გიორგი ბახუტაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა. მისივე თქმით, სამართალდარღვევის ოქმში დამკავებელ პოლიციელებად ის სამართალდამცავები წერია, ვინც რეალურად, ბახუტაშვილის თქმით, მის დაკავებაში არ მონაწილეობდნენ.

პროცესზე დაიკითხა ორი პოლიციელი და მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბახუტაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.