წყალი 6 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

WKALI

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

,,8 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში, ახმეტელის ქუჩა N19-თან  წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 8 ოქტომბერს, ღამის 01:00 საათიდან 8 ოქტომბრის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში - დიღმის მასივის V კვარტლის N6-9, 25ა, 25ბ კორპუსებს, დიღმის მასივის

IV კვარტალს, გოგიბერიძისა და ლევან ცისკარიშვილის ქუჩებს. დიღმის მასივის III კვარტლის N7-20, 35-38 კორპუსებს, ბელიაშვილის N11-79, ბელიაშვილის I ჩიხს", - აცხადებენ კომპანიაში.