თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამგზავრო ბარათების გაყიდვა შეჩერდა

საბაგარო

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამგზავრო ბარათების გაყიდვა ერთი დღით შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს“ მერიის სატრანსპორტო სამსახურში დაუდასტურეს.

ბარათების შეჩერების საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა, თუმცა როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, მიზეზთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს ბანკი დღის განმავლობაში გაავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გაყიდვა ხვალიდან გაგრძელდება.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ბარათების გაყიდვა მეტროს სალაროებში ხუთ, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში კი ექვს იანვარს დაიწყო.

ამასთან, გუშინ სოციალურ ქსელში, მომხმარებელმა ნინო ჭელიძემ სამგზავრო ბარათის ფოტო გაავრცელა, სადაც საბაგიროს ნაცვლად, „საბაგარო“ წერია.