თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში უკრაინელებისთვის არაფუჭებად პროდუქტსა და პირველადი დახმარების მედიკამენტებს შეაგროვებენ

მხარდაჭერა

. ამის შესახებ იფნორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ინიციატივითა და ორგანიზებითა ა.წ. 27 თებერვლიდან, კვირიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, წინმაძღვრებთან შეთანხმებით, დაიწყება არაფუჭებადი პროდუქტისა (ბურღულეული, ზეთი, ფქვილი წყალი ა.შ. ) და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით.
ეპარქიებში კი გზავნილის მიტანის ადგილს ადგილობრივი მღვდელმთავარი განსაზღვრავს. მხარდამჭერი „ჩოხოსანთა საზოგადოება“
გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ ღვთისსათნო საქმეში.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.