კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
თბილისის რამდენიმე ქუჩის აბონენტებს, სხვადასხვა გეგმური სამუშაოების გამო ელექტროენერგია ხვალ, 11 იანვარს დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.
იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი ჩამონათვალი, რომლის მაცხოვრებლები დროებით უშუქოდ დარჩებიან:
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, ხერგიანის, მიქატაძის, ვართაგავას და სანდრო კანდელაკის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის, ბესიკ გეთიას, ჯანელიძის, არსენ იყალთოელის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას.