თბილისის ნაწილს 5 იანვარს ელექტროენერგია შეეზღუდება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი 

TELASI

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს.

ვაკის რაიონი:

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი:

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი:

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, მუხიანის დასახლების, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის, ილია ვეკუას, ხიზანიშვილის და ანგია ბოჭორიშვილის  ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.