1745863963
სიახლე: ინფიცირებულებს 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად, სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირება შეეძლებათ

კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად, კონკრეტულ პორტალზე დარეგისტრირება შეეძლებათ.
პორტალის მისამართია: https://er.moh.gov.ge
„თუ დაგიდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა გაქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად პორტალზე დარეგისტრირდეთ.
მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.
აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა“, - აცხადებენ უწყებაში.