საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-დან 17 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.
სააგენტოს ინფორმაციით,ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.
ქალაქების მიხედვით 13 იანვრის ამინდის პროგნოზი ასეთია:
თბილისი - ღამით +4°, დღისით +8°, მოსალოდნელია წვიმა.
სოხუმი - ღამით +6°, დღისით +7°, მოსალოდნელია წვიმა.
ბათუმი - ღამით +7°, დღისით +7°, მოსალოდნელია წვიმა.
ფოთი - ღამით +10°, დღისით +17°, მოსალოდნელია წვიმა.
ზუგდიდი - ღამით +6°, დღისით კი +19°, მოსალოდნელია წვიმა.
ქუთაისი - ღამით +7°, დღისით +7°, მოსალოდნელია წვიმა.
მესტია - ღამით -3°, დღისით +3°, თოვლი.
ბორჯომი - ღამით -2°, დღისით კი +4°, თოვლი.
ახალციხე - ღამით -2°, დღისით კი +3°, თოვლი.
ცხინვალი - ღამით +4°, დღისით +6°, თოვლი.
რუსთავი - ღამით +3°, დღისით +9°, მოსალოდნელია წვიმა.
თელავი - ღამით +2°, დღისით კი +10° მოსალოდნელია წვიმა.
ლაგოდეხი - ღამით +4°, დღისით +10°, მოსალოდნელია წვიმა.
სიღნაღი - ღამით +4°, დღისით კი +10°, მოსალოდნელია წვიმა.
ცაგერი - ღამით +4°, დღისით კი +4°, თოვლი.
ბახმარო - ღამით -3°, დღისით -2°, მოსალოდნელია თოვლი.