სეუ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

სეუ

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა უნივერსიტეტის პროფესორი კორონავირუსით გარდაიცვალა.

„SEU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი ლექტორის, მაია ნატროშვილის გარდაცვალების გამო! მაია ინგლისური ენის ფილოლოგიის დოქტორი და ჩვენი მოწვეული ლექტორი იყო. სამწუხაროდ, მაია კოვიდთან ბრძოლაში დამარცხდა! ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მეგობრებს ამ დიდ ტრაგედიას“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.