ცაში ცვლილებები ხდება, მალე ის სხვანაირი გახდება - კვლევა
1735332585
11 წლის ბრიტანელს აქვს იშვიათი გენეტიკური პათოლოგია, რის შედეგადაც თმისა და წამწამების ნაწილი ღია ფერის, მეორე ნაწილი კი მუქი ფერისაა. თავად გოგონა კმაყოფილია გარეგნობით - მას ხომ ყოველდღე შეუძლია იმიჯის შეცვლა.
11 წლის ბელა ჰილის დილა იწყება იმით, რომ წყვეტს, ამ დღეს ქერა უნდა იყოს თუ შავგვრემანი. გოგონას თმის ფერი ისეა განაწილებული, რომ თუ შეიკრავს, ერთი დომინანტური ფერი რჩება, თუ გაიშლის - მეორე. არაჩვეულებრივი გარეგნობის მქონე ქალიშვილის დაბადება დედისთვის, ჯენი ჰილისთვის, დიდი სიურპრიზი იყო. სამედიცინო კოლეჯის 35 წლის სტუდენტი დარწმუნებულია, რომ გენეტიკური ანომალიებია ყველაფრის მიზეზი!
ბუნებამ ორ ფერად გაყო გოგონას არა მხოლოდ თმა, არამედ წამწამებიც - მარჯვენა თვალზე ღიაა, მარცხენაზე კი მუქი, წამწამები აქვს, წერს Daily Mail.
ექვსი კვირის ბელამ გაიარა სამედიცინო გამოკვლევა, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოავლინა. ექიმები მხრებს იჩეჩდნენ: არა უშავს, უბრალოდ, ის ყველა სხვა ბავშვისგან განსხვავდება.
ასაკის მატებასთან ერთად ბელას თმა კიდევ უფრო კონტრასტული ხდება. ბელა ქუჩაში გამვლელების ყურადღებას გამუდმებით იპყრობს. ვიღაც აღფრთოვანებულია მისი არაჩვეულებრივი ვარცხნილობით, ვიღაც გმობს დედას, რომელმაც 11 წლის გოგონას თმის გაღიავების საშუალება მისცა.თავად ბელა ძალიან კმაყოფილია უჩვეულო გარეგნობით.