პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გრძელდება - შესაძლოა, საქმეზე წრე გაფართოვდეს. უკვე ერთი საათია, საქალაქო სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევს. საუბარია კომპანია მაგთიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, ადასტურებს, რომ დაკავებულები ჭელიძე და კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ.
ამ წუთებში, სასამართლო დარბაზში კომპანია „მაგთიკომის“ თანამშრომელი იკითხება, რომელმაც უშუალოდ მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და განჩინების საფუძველზე პროკურატურას მიაწოდა ოთხი მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ანძების ამონაწერები. ეს ინფორმაცია ადგენს, როგორც ბრალდებულების, ისე სხვა პირების ერთმანეთთან კავშირს და ადგილსამყოფელს გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდში.
სწორედ კომპანია „მაგთიკომის“ თანამშრომლის დაკითხვისას გამოიკვეთა, რომ გამოძიება დაინტერესებულია კიდევ ერთი პირით, რომლის სახელი და გვარი დღეს პირველად დასახელდა - ეს არის ბრალდებულ აკო ჭელიძის მეგობარი ნიკოლოზ ფეიქრიშვილი. თუმცა, რა როლი აქვს მას ამ საქმეში, სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორთან საუბრისას გახდება ცნობილი.
ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახის წევრები ბრალდებულებისთვის უდავო პატიმრობას ითხოვენ.
„ერთადერთი განცხადება, რასაც ვამბობთ, არის, რომ უვადო პატიმრობა უნდა მისცენ მკვლელებს“, - აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი.