BBC: ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ჰიდროელექტროსადგურს ტიბეტში ააშენებს

BBC: ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ჰიდროელექტროსადგურს ტიბეტში ააშენებს

ჩინეთი ტიბეტში მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმას, - იუწყება BBC.

კაშხალი განთავსდება მდინარე იარლუნგძიანგთან. მისი წლიური გამომუშავება 300 მლრდ კვტ/სთ იქნება, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთის კაშხლის „სამი ხეობის“ სიმძლავრე, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ჰიდროელექტროსადგურად ითვლება. მისი წლიური გამომუშავება 88,2 მილიარდ კვტ/სთ აღწევს.

ჩინური მედია პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს არის უსაფრთხო პროექტი, რომელიც გარემოს დაცვისკენაა მიმართული.

ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ კაშხლის მშენებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს ადგილობრივი თემის გადაადგილება, ბუნებრივი ლანდშაფტის და ეკოსისტემის შეცვლა. ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პროექტი არ მოახდენს დიდ ზეგავლენას გარემოზე.