იანვრიდან პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება - ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს?
1735329431
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მას მოსამართლემ 2500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და სამი წლის ვადით იარაღის ტარების უფლება შეუზღუდა.
ჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნული საქმის საფუძველი იარაღის უფლების ჩამორთმევა იყო.
„ჯარიმა დამაკისრეს. ჯარიმა ნაკლებად მნიშვნელოვანია, სინამდვილეში მთელი ეს პროცესი იმიტომ იყო, რომ ცეცხლსასროლი იარაღის უფლება შეეჩერებინათ და შემიჩერეს, მაქსიმუმი იყო სამი წელი და სამი წლის ვადით შემიჩერეს. ამ რეალობაში პოლიცია იცავს „ტიტუშკებს“ და არა მოქალაქეებს“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძე 2 დეკემბერს თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობასა და გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.