საქართველოს ელჩი იაპონიაში, რომელიც მიწისძვრის დროს მატარებელში იყო, მიმართვას ავრცელებს

კბ

საქართველოს ელჩი იაპონიაში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს ჩქაროსნულ მატარებელში იმყოფებოდა. ამის შესახებ ელჩი სოციალურ ქსელში” წერს და ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაციით, სტიქიის გამო მატარებელი გაჩერებულია და ჯერ უცნობია, როდის შეძლებს ელჩი მატარებლის დატოვებას.

„მიუხედავად იმისა, რომ მატარებელი გაჩერებულია, უცნობია, როდის შევძლებთ დავტოვოთ მატარებელი. ვისურვებდი, პირველ რიგში უსაფრთხოებას და ასევე, პრიორიტეტი მიენიჭოს იმ ტერიტორიებს, რომლებიც დაზიანებულია ან საჭიროებს გადარჩენას“, – წერს თეიმურაზ ლეჟავა „ტვიტერის“ გვერდზე.

ასევე ნახეთ:

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა -“გაიქეცი!” - ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს

კახეთში კაცმა სტუმრად მისული თანასოფლელი მოკლა