პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, საპატრიარქოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სამედიცინო სფეროში მოღვაწე ქართველების შეხვედრა გაიმართა.
,,ა.წ. 30 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) უმასპინძლეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს კოვიდპანდემიის დროს ჩვენს თანამემამულეთა თანადგომის საქმეში.
მიღებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და საქართველოს საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უცხოეთში მცხოვრები ქართველების პრობლემებსა და საჭიროებებს, ხაზი გაესვა კავშირების განმტკიცების აუცილებლობას და ქართული სათვისტომოების გაძლიერებას.
ბ-ნმა ბექა ოდიშარიამ ისაუბრა კოვიდპანდემიის დროს უცხოეთში მოღვაწე ქართველების მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული მხარდაჭერისა და თანადგომის შესახებ როგორც იქ მყოფი ქართველი ემიგრანტების, ისე საქართველოში მყოფთა მიმართ.
მღვდელმთავრებმა დალოცეს ჩვენი თანამემამულეები, მადლობა გადაუხადეს სხვა ქვეყნებში ქართული ტრადიციებისა და სულიერ-კულტურული ღირებულებების შენარჩუნებისათვის, მხარდაჭერის გაძლიერება აღუთქვეს ქართული სამრევლოებისა და საკვირაო სკოლების ჩამოყალიბების საქმეში და სთხოვეს, თავიანთი გამოცდილება და პროფესიონალიზმი აქტიურად მოახმარონ სამშობლოს", - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.