1746303287
აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის მკაცრი სიტყვა, რომ უკრაინამ უნდა დაივიწყოს NATO, ნიშნავს იმას, რომ ნატო უნდა დაივიწყოს - გურამ მაჭარაშვილი

ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის მკაცრი სიტყვა, რომ უკრაინამ უნდა დაივიწყოს ნატო, იმას ნიშნავს, რომ ნატო უნდა დაივიწყოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ს ნატო-ში გადამწყვეტი სიტყვის მქონეა და ეს ყველამ კარგად იცის.
„ომის სამი წლის თავზე, უკრაინამ მიიღო დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით ათასი დაღუპული ადამიანი, ბუნდოვანი მომავალი, განადგურებული ეკონომიკა. რისთვისაც ომი დააწყებინეს და წააქეზეს, ამერიკიდან ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაცრი უარი მიიღო. ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის მკაცრი სიტყვა, რომ უკრაინამ უნდა დაივიწყოს ნატო, იმას ნიშნავს, რომ ნატო უნდა დაივიწყოს. ამერიკა ნატო-ში გადამწყვეტი სიტყვის მქონეა და ეს ყველამ კარგად ვიცით. ამ ყველაფრის ფონზე უკრაინას ეუბნებიან, რომ გადასახადი უნდა გადაიხადოს. ზელენსკის უხარია ის, რომ თავისი სასარგებლო წიაღისეულიდან მოგების 50% შეერთებულ შტატებს უნდა გადაუხადოს. სამწუხაროდ, უკრაინამ ეს რეალობა მიიღო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.