რა იცვლება დღეიდან - მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტაქსის მძღოლებისთვის
1685565186
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკარგულ კაცს ეძებენ. მეცხრე დღეა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, ოჯახის წევრები 42 წლის ნაზიმ ნაბიევს ეძებენ.
ახლობლების ინფორმაციით, ნაბიევი სახლიდან 4 იანვარს, დილით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში პირუტყვის შესაძენად წავიდა.
მამაკაცს თან 32 ათასი ლარი ჰქონდა. გაუჩინარებამდე ის, სოფელ ყარაჯალაში ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა, რის შემდეგაც აღარავის უნახავს.
მამაკაცის დაკარგვის შესახებ, ოჯახმა პოლიციას უკვე შეატყობინა.