1746733863
სად რა ღონისძიებები გელოდებათ დღეს თბილისობაზე

დედაქალაქში სახალხო დღესასწაული „თბილისობა 2023“ აღინიშნება. ღონისძიებები სამ ლოკაციაზე რიყის პარკში, აბანოთუბანში, ასევე, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. დაგეგმილია გასართობი, მუსიკალური და შემეცნებითი ღონისძიებები.
„12:00 საათიდან აქტიური იქნება ყველა სივრცე. რიყის პარკი, ორბელიანის მოედანი და აბანოთუბანი უკვე ელოდება ვიზიტორებს. 23:00 საათამდე აქ მოსულ ადამიანებს დახვდებათ „გასტრონომიული ფესტივალი“, „ღვინის ფესტივალი“, სამეწარმეო მარკეტი, სხვადასხვა სცენაზე გამართული კონცერტები. ყველაზე მნიშვნელოვანი, ცენტრალური სცენა დღეს უმასპინძლებს პატარებისთვის საყვარელ ჟოზეს, „ანა-ბანას“, „ბასტი ბუბუს“ და ასევე, დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ცნობილი შემსრულებლების კონცერტები“, - განაცხადა თბილისის მერიის ღონისძიების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნინუცა ბუცხრიკიძემ.
ასევე ნახეთ:
„ამას არ ველოდი“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსის“ ლაივის დროს, რომელსაც სალომე უშხვანიც ესწრებოდა
VIDEO: „გულო, დაკავებულო...“ - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს