რუსთავში მუნიციპალური ავტოტრანსპორტის თანამშრომლებს მასობრივი ტესტირება უტარდებათ

მერია

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატებისა და ახალი შტამის - ომიკრონის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმოს 200 თანამშრომელს კოვის 19-ზე ტესტირება ჩაუტარდება.

რუსთავის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალური ავტობუსების მძღოლების, კონტროლიორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ტესტირებას, ანტიგენის სწრაფი ტესტით, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ეპიდემიოლოგები უზრუნველყოფენ. მასობრივი ტესტირების პროცესი დღეს, დაიწყო და ხვალაც გაგრძელდება.

დღეს სწრაფი ტესტით 90-მდე პირი გაიტესტა, მომდევნო დღეებში კი ,,რუსთავსერვის ცენტრის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ტესტირება მოხდება. მასობრივი ტესტირება გასულ კვირას, მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლებს ჩაუტარდათ.

რუსთავში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხევევბის რაოდენობამ იმატა. კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, მერიის სამსახურების საქმიანობის შეფერხება რომ არ მოხდეს, შენობაში კოვიდრეგულაციების ზედმიწევნით დაცვა ხდება, თანამშრომლებს კი ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ.