,,როცა 300-ზე მეტი ადამიანი აკანკალებული ხელით გეფერება და გიხდის მადლობას, ენით აუწერელი შეგრძნებაა..." - პანსიონატში გადახდილი ორმოცის ამბავი

pansionati

სოციალურ ქსელში მოხუცთა კერძო პანსიონატ "კათარზისში" გადახდილი ორმოცის შესახებ ერთი ქალბატონის პოსტი გავრცელდა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ. 

„დღეს დედას ორმოცი იყო... გადავწყვიტე, ეს დღე "კათარზისში" აღმენიშნა... არავითარი რესტორანი... პატარა სადილი მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად.
იქ გატარებული რამდენიმე საათი მუდამ დაუვიწყარი იქნება ჩემს ცხოვრებაში, ჩემს მეხსიერებაში...

ამ შენობაში ყოველდღიურად 310-380 მოხუცებული და უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანი სადილობს.

დღეს უბედნიერესი ვიყავი, რადგან მე და ჩემმა დამ შევძელით თითოეული მათგანის გამასპინძლება სრულყოფილი სადილით. უღრმესი მადლობა ორგანიზაციის დირექტორს, ბატონ ზაურს და მენეჯერს, მშვენიერ
ელენეს, სამზარეულოს ყველა თანამშრომელს... ისინი ყოველდღე გმირები არიან...

ქელეხების და ორმოცების ფეშენ რესტორნებში საჩვენებელ გადახდას, სჯობს სწორედ აქ აღვნიშნოთ მსგავსი შეკრებები. და ის, რომ 300-ზე მეტი ადამიანი აკანკალებული ხელით გეფერება და გიხდის მადლობას, ენით აუწერელი შეგრძნებაა, განუმეორებელი განცდა და ემოციაა, ხოლო ჩვენი მიცვალებულებისთვის - ყველაზე დიდი ცხონება... არ ვიცით, თითოეულ ჩვენგანს როგორი ცხოვრება ელოდება... მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ჩვენც დავბერდებით...“